საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are 85 names in this directory containing the search term ნია. Clear results.
აბელ
(ძველი ებრაული) " მსუბუქი ქროლა ", " ნიავი ". ეს სეხელი ერქვა ბიბლიური ადამის ვაჟს. გვხვდება სახარების უძველეს ქართულ თარგმანში: " სისხლითგან აბელისით " (ლუკა 11, 51). მისგან არის მიღებული ქართული გვარები: აბელაშვილი, აბელიშვილი, აბელაძე.

აბესალომ
(ძველი ებრაული) " მამა მშვიდობისა ", " მამა ქვეყნისა "; ან: (სპარსული) " ყვავილნარი ", " ვენახი ". ქართულ ფოლკლორში ეს სახელი ჰქონია უფლისწულს, რომელსაც შეუყვარდა მწყემსი ქალი ეთერი. ეს ლეგენდა საფუძვლად უძევს ზაქარია ფალიაშვილის ოპერას " აბესალომ და ეთერს ". ამ სახელისაგან წარმოქმნილი გვარებია აბესალაშვილი და აბესლამიძე.

ამირან
ქართული ხალხური ეპოსის გმირის სახელია,რომელსაც ქართულში მნიშვნელობის დამაჯერებელი ახსნა არ მოეპოვება.შეიძლება კავშირი ჰქონდეს არაბულთან,სადაც ამირ("წინამძღვარი")დაალი("მაღალი")ცალ-ცალკეც და ერთადაც გვხვდება საკუთარ სახელებად.ამირ შედის აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელის შემადგენლობაში, რომლებიც ამჟამად ქართულში პიროვნულ სახელებად აღარ გვხვდება,მაგრამ დაცულია გვარებში:ამირასლანაშვილი, ამირბეგიშვილი,ამირგულაშვილი,ამირხანაშვილი,ამირჯანაშვილი.ცალკე ამირ-ისაგან ნაწარმოებია გვარი ამირიძე.ამირან დარეჯანისძე კლასიკური ხანის ქართული საგმირო-სარაინდო ეპოსის"ამირანდარეჯანიანის"მთავარი გმირია.

ანანია
(ბერძნული) " მადლი უფლისა ", " შემწეობა უფლისა ". ქართულში საკუთარ სახელად გვხვდება XV ს-დან. აქედანაა გვარები: ანანიაშვილი, ანანიძე.

ანასტასია
(ბერძნული) " მკვდრეთით აღმდგარი ", " სიცოცხლეს დაბრუნებული ". იგივე ფუძე გვხვდება ვაჟის სახელადაც (მათ შორის არიან მოწამენიც). ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია... სხვა ენებში ეს განსხვავება ზოგან შენარჩუნებულია, ზოგან – არა. ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია.

ანტონ
(ბერძნული) ზუსტად არ ითარგმნება, თარგმნიან როგორც " მეომარს ", " ომში ჩაბმულს ", წინამძღოლს ", მეთაურს ". ეს სახელი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პირველივე ხანებიდან გახდა პოპულარული, რაც დაკავშირებულია ეგვიპტელი ქრისტიანი ბერის, " მონაზვნობის მამად " წოდებული ანტონ დიდის სახელთან (III-IV სს.). მისი " სწავლანი " და ეპისტოლენი ადრევე უთარგმნიათ ქართულად და რამდენიმე რედაქციით არის დაცული ძველ ხელნაწერში. ქართველ საეკლესიო და პოლიტიკურ მოღვაწეთაგან ამ სახელით ცნობილია ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე (XII-XIII სს.) გელათის მთავარეპისკოპოსი ანტონ გელათელი (XVI ს. II ნახ.), მწერალი და მეცნიერი, პირველი ქართული მეცნიერული გრამატიკის ავტორი, კათალიკოსი ანტონ I (1720-1788 წწ.), კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II (1764-1827 წწ.) და სხვ. ამ სახელიდან წარმოდგება ქართული გვარები: ანტონაშვილი, ანტონიშვილი ანტონიძე; რუსული - ანტონოვი.

არდაშელ
(ირანული) ძველი ფორმაა არდაშირ, რომელიც ნიშნავდა " სამართლიანად მმართველს, მეფეს " და სპარსეთის მეფეთა ზედწოდებას წარმოადგენდა. ამ მნიშვნელობით გვხვდება ძველ ქართულში: " აწ ვახსენოთ ცხოვრება მირიანისი, ძისა ქასრე არდაშირისი სასანიანისა " (ლეონტი მროველი). მოგვიანებით არდაშირ საკუთარ სახელად იქცა და ფორმაც შეეცვალა (არდაშელ). ამ სახელისაგან წარმოიქმნა გვარები: არდაშერაშვილი - არდაშელაშვილი, არდაშლიშვილი, არდაშელია.

აფშინა
არაბულ-ირანულ სამყაროში გავრცელებული წოდებაა, ნიშნავს " ოჯახის უფროსს ", " სახლის პატრონს ", " მმართველს ". ქართულში შემოსულია ოსურიდან, გავრცელებულია ძირითადად მთის კილოებში. ცნობილია განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველას პოემიდან ("გოგოთურ და აფშინა "). არის მცირერიცხოვანი გვარი აფშინაშვილი, რომელთა წარმომადგენლებს გააჩნიათ ინფორმაცია, რომ ეს გვარი წარმოიშვა ძველ დროს ხოშარაულების ოჯახში. კერძოდ, ფშავში ხოშარაულმა თავის ერთ-ერთ ვაჟს სახელად დაარქვა აფშინა, საიდანაც მოგვიანებით ამ სახელის ფუძეზე მოხდა გვარი აფშინაშვილის წარმოშობა. ამრიგად, ამ გადმოცემის თანახმად გვარი აფშინაშვილის წარმოშობა არ უნდა დაუკავშირდეს არაბულ-ირანულ წოდება აფშინას და იგი წარმოადგენს ჭეშმარიტ ქართულ გვარს.

ბენიამინ
(ძველი ებრაული) " შვილი მარჯვენისა " (ე.ი. " საყვარელი შვილი "). შემოკლებული ფორმებია: ბენია, ბენო. ბენია გვარიც არის სამეგრელოში. ამავე სახელისაგან წარმოქმნილი გვარებია აგრეთვე: ბენიაშვილი, ბინიაშვილი, ბენიაძე, ბენიძე.

გაგი, გაგა
გვხვდება ძველ ქართულ დოკუმენტებში, მნიშვნელობა აუხსნელია (შდრ. კაკი). ამავე სახელის ვარიანტებია: გაგანა, გაგნა. ამათგან წარმოქმნილი გვარებია: გაგაძე, გაგანიძე, გაგნიძე, გაგიშვილი, გაგეიშვილი, გაგანაშვილი, გაგნაშვილი, გაგნიაშვილი.

გაგი,გაგა
გვხვდება ძველ ქართულ დოკუმენტებში, მნიშვნელობა აუხსნელია(შდრ.კაკი).ამავე სახელის ვარიანტებია:გაგანა,გაგნა.ამათგან წარმოქმნილი გვარებია: გაგაძე,გაგანიძე,გაგნიძე,გაგიშვილი,გაგეიშვილი, გაგანაშვილი,გაგნაშვილი,გაგნიაშვილი.

გუგუნა, გუგუტა
ზემოხსენებული გუგა||გუგუ-ს საალერსო ფორმებია, რომლებიც დიდი ხანია დამოუკიდებელ სახელებად არის ქცეული: გუგუნა გვხვდება ჯერ კიდევ 1399-1419 წლებით დათარიღებულ ერთ საბუთში, გუგუტა – XVI საუკუნის საბუთში. ასევე ადრეული ხანებიდან დასტურდება ამ სახელებიდან წარმოქმნილი გვარები: გუგუნბერიძე (1558 წ.), გუგუნავა (1671 წ.), გუგუნაშვილი (XVII ს.), გუგუტაშვილი (1639) წ.) და სხვ.

დარეჯან
- არის სახელის ნესტან-დარეჯანის ნაწილი. მისი მოფერებითი ფორმებია დარია, დარო, დარიკო. დარეჯან-ისაგან ნაწარმოებია გვარი დარჯანია. დარია დამოუკიდებელი სახელიც არის, ნიშნავს "მფლობელს".

ევგენი
(ბერძნული) " კეთილშობილი ". მისი შემოკლებული ფორმაა გენო (რუსულსა და ზოგ სხვა ენაში – ჟენია გვხვდება ქალის სახელადაც (ევგენია, შემოკლებით – ჟენია). ამ სახელით ცნობილია რამდენიმე მოწამე – კაცებიც და ქალებიც. ამ სახელიდან ნაწარმოებია გვარი ევგენიძე.

ელდარ
(ძველი ებრაული) " ღვთის ნაჩუქარი " ; ან: (ირანული) " თავადი ", ბატონი ", " მმართველი ". ერთ-ერთი ძველი ალანური სამხედრო და წოდებრივი ტერმინია.

ელენე
ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული სხვადასხვა ფორმით (ელა, ელია, ლესია, ლენა, ნელი და სხვა). წარმოშობით წინარებერძნულია და დაახლოებით განმარტავენ როგორც " ნათელს ", " მანათობელს ". ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით ცნობილია ულამაზესი დედოფალი – ელენე. ქართულში ამ სახელის მოფერებითი ფორმებია: ელო, ელიკო, ლენა, ნელი, ლელიკო.

ვარდან
(ირანული) " გმირი ". ქართულში შესაძლოა შემოსული იყოს სომხურიდან, სადაც იგი უფრო გავრცელებულია. ეს სახელი ერქვა, მაგალითად, წამებული შუშანიკ დედოფლის მამას – ვარდან მამიკონიანს (V ს.) მისგან ნაწარმოები გვარებია: ვარდანაშვილი, ვარდანიძე.

ვახტანგ
- ქართულში ძველთაგან ცნობილი და ამჟამადაც გავრცელებული სახელია. ეს სახელი ერქვა საქართველოს არაერთ მეფესა და გამოჩენილ პიროვნებას, მათ შორის თბილისის დამაარსებელს ვახტანგ გორგასალს (V ს.). წარმოშობით უკავშირდება ირანულ ენებს და ნიშნავს " მგლისტანიანს ", მ

ვერა
(რუსული) " რწმენა ". ბერძნული სახელის პისტი-ს თარგმანია. ქართულში გავრცელებული მოფერებითი ფორმაა ვერიკო.

თამარ
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი "ფინიკის პალმას" ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული, გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი.

თაყა
ქართული სახელია, მაგრამ გაურკვეველი მნიშვნელობისა. ქართულიდან სომხურში არის შესული. მისგან მოდის გვარები: თაყაშვილი, თაყაიშვილი, თაყაძე, თაყნიაშვილი, ტაკაშვილი.

თებრონე
(ბერძნული) მნიშვნელობა დაუდგენელია. ძველი ფორმაა თებრონია, ქართულში გავრცელებული ფორმაა თებროლე (გავიხსენოთ ხალხური ლექსი: " თებროლე მიდის წყალზედა "). მისი კნინობითია თებრო.

თედო
ამჟამად თეოდორეს კნინობით ფორმად ითვლება, მაგრამ დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს. ამ ფორმით იხმარება რამდენიმე ცნობილი პირის სახელად (თედო რაზიკაშვილი, თედო ჟორდანია, თედო სახოკია). ანალოგიური ფორმები (თედო, თედუა) დასტურდება ხურიტულ წარწერებში.

თედორე
(ბერძნული) " ღვთის ბოძებული ", " ღვთის ნაჩუქარი ". თეოს ბერძნულად ნიშნავს " ღმერთს ", დორონ - " საჩუქარს ". აქედანაა მიღებული ძველი ფორმა თეოდორე. მისი რედუქციით კი – თევდორე და ბოლოს – თედორე. იმავე სიტყვებს შებრუნებული რიგით შეიცავს სახელი დოროთე. როგორც ერთის, ისე მეორისაგან ნაწარმოებია ქალის სახელებიც: თეოდორა, დოროთა. ამ სახელებთან დაკავშირებით მოგვაგონდება აგრთვე თეო-ს შემცველი მრავალი სხვა სახელი: თეა, თეო ( " ღვთაება "), თეკლა, თეკლე ( " ღვთის დიდება ") თეოდოსია, ფეოდოსია ( " ღვთისადმი შეწირული "), თეოდულა ( " ღვთის მონა "), თეოლინე ( " ღვთის მოყვარე "), თეოფილაქტე ( " ღვთის მცველი ") და ა.შ. თევდორე-საგან ნაწარმოებია გვარები: თევდორაძე, თევდორაშვილი, თედორაია, თედორაძე, თედიაშვილი, თედოშვილი. ამ სახელის კნინობითი ფორმებია: თედო, თედუა. საქართველოს ისტორიული წარსულიდან კარგად არის ცნობილი თავდადებული მღვდელი თევდორე. მან შემოსეულ თურქთა ლაშქარს გზა აუბნია, რისთვისაც ხმლით აკუწეს, მაგრამ ქვეყანა კი იხსნა განსაცდელისაგან (1609 წ.).

თორნიკე
(ბერძნული) კომპოზიტია, რომლის პირველი ნაწილის (თორ-) მნიშვნელობა ბუნდოვანია, მეორე ნაწილს კი წარმოადგენს ნიკე - " გამარჯვება " (შდრ. ანდრონიკე, კალენიკე, ნიკანდრო, ნიკოლოზ და სხვ.). ეს სახელი ერქვა სახელოვან ქართველ მხედართმთავარს თორნიკე ერისთავს, რომლის სარდლობითაც ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებული სკლიაროსი (979 წ.) ამ გამარჯვებით მოპოვებული ნადავლის უდიდესი ნაწილი თორნიკემ მოახმარა ქართველთა მონასტრის მშენებლობას ათონის მთაზე, სადაც ის ბერად იყო აღკვეცილი იოანეს სახელით.

იაკობ
(ძველი ებრაული) " მიმყოლი ", " მიმდევარი ". თავდაპირველად ნიშნავდა ტყუპთაგან მეორეს, მომდევნოს, შემდეგ კი შეიძინა მნიშვნელობა ღვთის მიმყოლის ანუ ღვთის კვალზე მავალისა. ეს სახელი ერქვა ბიბლიური ისაკის ვაჟს, ებრაელთა მამამთავარს. გვხვდება უძველეს ქართულ ტექსტებში: " ხრქუან...იაკობ და იოსებ " (მათე 13, 55). მოეპოვება მრავალგვარი ფონეტიკური ვარიანტები და კნინობით-საალერსო ფორმები: იაყობ, ყობო (ქართველ ებრაელებში), აკოფ, აკოპ (კათოლიკეებსა და გრიგორიანელებში), იაკოფ, იაკუბ, კობა, იაკო, ია, იაშა... ასევე მრავალფეროვანია მათგან წარმოქმნილი გვარები: იაკობაშვილი, იაკობიშვილი, იაკობაძე, იაკობიძე, იაკოფიშვილი, იაკუბიძე, აკობაშვილი, აკოფაშვილი, აკობიძე, აკობია, აკოფია, კობიაშვილი, კობიძე და სხვ.

იამან
(არაბული) " მარჯვენა " ; სხვაგვარი ეტიმოლოგიით " იემენელი ". ნიშნავს აგრეთვე აქატს (ლურჯი ფერის ძვირფას თვალს). ეს სახელი ჰქვია " ამირანდარეჯანიანის " ერთ-ერთ პერსონაჟს. მისგან ნაწარმოებია გვარი იამანიძე.

ივანე
(ძველი ებრაული იეჰოხანან,იოჰანან-"ღმერთმა შეიწყალა")"ვისაც ღმერთი სწყალობს","ღვთის მიერ შეწყალებული".ნათლისმცემლის სახელია,რომელიც ებრაულიდან ნასესხები აქვს ბერძნულს,აქედან კი სხვადასხვა სახეცვლილებით შესულია მსოფლიოს მრავალ ენაში.ქართულში შემოსულია ბერძნული ვოკატივის(წოდებითი ბრუნვის)ფორმით და ხანმეტ-ჰაემეტ ტექსტებში(უფრო გვიანაც)გვხვდება იოჰანე, შემდეგ_იოანე და იოვანე,ბოლოს–ივანე,შემოკლებით_ვანო. ორიოდე მაგალითი:"არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი ხუფროის იოჰანეს ნათლისმცემელისა"(მათე11,11),"ეწოდენ მაგას იოჰანე"(ლუკა1,60ჩ,შდრ.DE–იოვანე). ცნობილი მწიგნობარი იოვანე-ბერა,ინიციატორი და რედაქტორი შატბერდის კრებულისა(Xს.60-70-იან წლებში) და გადამწერი პარხლის ოთხთავისა(973წ.)ამ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერში ხან იოვანე-ს ფორმით იხსენიებს თავის სახელს,ხან კი ივანე-ს ფორმით.სახელდობრ,პარხლის ოთხთავის ანდერძში ერთგან იკითხება:"ღირს ვიქმენ მე,გლახაკი იოვანე,ნართაულად ბერაი,აღსრულებად წმიდასა ამას სახარებასა ოთხთავსა",მეორეგან:"მე,ივანებერამან,მწერალმან შატბერდელმან,შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა".ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა შატბერდის კრებულის ანდერძი,სადაც მწერალს ჯერ დაუწერია იოვანე,მაგრამ შემდეგ ო ამოუშლია.აქედან ჩანს,რომ Xს.მეორე ნახევარში ქართულ მეტყველებაში უკვე ივანე იყო დამკვიდრებული,მაგრამ წერისას,ლიტერატურული ტრადიციის გავლენით,ჯერ კიდევ იოვანე სჭარბობდა.შემოკლებული ფორმა ვანო(ვანა)წერილობით დადასტურებულიაXVIს-დან(1568 წ.გიორგი მეფის შეწირულობის სიგელში შდ-2901 იხსენიება ვანაძე მამისაი).შემოკლებული ფორმიდან ასევე ნაწარმოებია გვარები:ვანიძე,ვანიშვილი,ვანეშვილი.სხვა ვარიანტებიდან წარმოქმნილი გვარებია:ივანეიშვილი,ივანიშვილი,ივანიძე,ივანაური,ივანაშვილი,ივანაძე,ჟვანია(_იოვანია).

ივერი
ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმია(ძველი ფორმაა იბერი).აქედანაა ქვეყნის სახელწოდება ივერია(იბერია).ასე იხსენიება ქართველები და საქართველო ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში.მოგვიანო ხანებში ეთნონიმი ივერი გამოყენებული იქნა პიროვნულ სახელად(ანთროპონიმად),ივერია-საგან კი წარმოიქმნა სადაურობის სახელი ივერიელი.ცნობილია რუმინეთის განმანათლებელი,მწერალი და საზოგადო მოღვაწე,ვლახეთის მიტროპოლიტი ანთიმოზ ივერიელი(დაახლოებით 1650-1716 წწ.),წარმოშობით ქართველი,რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებასა და წიგნის ბეჭდვის საქმეში.ივერიელი(რუმინულად–ივერიანუ)მისი ზედწოდებაა და არა გვარი.გვარი ივერიელი გასულ საუკუნეში წარმოიშვა და ჯერჯერობით ძალზე მცირერიცხოვანია.

ინა
ახალი ნასესხებია ევროპულიდან, სადაც ადრე გავრცელებული ყოფილა კაცის სახელადაც. უკავშირდება ლათინურს და თარგმნიან როგორც " ნიაღვარი ", მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა და წარმომავლობა უცნობია.

იორდანე
(ძველი ებრაული) " მდინარე ", " მდინარება ". ასე ეწოდება მდინარეს პალესტინაში. აქედან ნაწარმოებია ქართული გვარები: იორდანაშვილი, იორდანიშვილი, იორდანიძე, ჟორდანია (←იორდანია).

იუსტინე
(ლათინური) " იუსტისა ". იუსტ საკუთარი სახელია და ნიშნავს " სამართლიანს " (შეადარეთ იუსტიცია - " მართლმსაჯულება "). აქედან სუფიქსის დართვით ნაწარმოებია იუსტინე ( " იუსტის კუთვნილი ", " იუსტისა "), ხოლო ამ უკანასკნელისაგან ასეთივე გზით ნაწარმოებია იუსტინიანე ( " იუსტინეს კუთვნილი ", " იუსტინესი ").

კასიანე
(ლათინური) " თავჩაჩქნიანი ". ძველი წმინდანის სახელია, რომლის დღესასწაულიც მოდიოდა 29 თებერვალს, ე.ი. ოთხ წელიწადში ერთხელ, ნაკიან წელიწადს. ამის გამო კასიანე ცუდი ხასიათის, ბრაზიან წმინდანად ითვლებოდა.

კოკი
(ქართული) მისი კნინობითი ფორმებია: კოკა, კოკინია, კოკილა. ამათგან მოდის გვარები: კოკაია, კოკაშვილი, კოკილაშვილი.

კონა
– ამ ფორმით გვხვდება სირიულსა და სომხურში. ალბათ ერთ-ერთი ამათგანის მეშვეობით არის შემოსული ქართულში. ბერძნულშია კონონ. ეს ფორმა ყოფილა რუსულშიც (შეადარეთ გვარი კონონოვი). კონა სახელად ქართულში პირველად გვხვდება ერთ ძველ ძეგლში, რომლის სახელწოდებაა " მარტვილობა გურია, სამონა და აბიბოსეთი " და რომელიც ქართულად თარგმნილია VIII-IX სს-ში. აქედანაა გვარები: კონაშვილი, კონიაშვილი.

ლადო
- მომდინარეობს ვლადიმერ-ისაგან, ქართულში ქცეულია დამოუკიდებელ სახელად (ლადო აღნიაშვილი, ლადო მესხიშვილი, ლადო გუდიაშვილი, ლადო გრიგოლია, ლადო ასათიანი, ლადო ავალიანი). მისი მოფერებითი ფორმაა ლადიკო.

მამია
(ქართული) საეკლესიო კალენდარში წმინდანთა შორის იხსენიება რამდენიმე მამა და ეს სახელი ბერძნული ენის ნიადაგზე განიმარტება როგორც " ძუძუმწოვარი ". ქართულში ის, ბუნებრივია, უკავშირდება " მამის " ცნებას და არა " ძუძუს " ან " ძიძას ". საზოგადო სახელისაგან გასარჩევად პიროვნულმა სახელმა მიიღო მცირედ განსხვავებული ფორმა – მამია. მისივე ვარიანტებია: მამისა, მამუკა. მამია ოდიშის და გურიის მთავართა საგვარეულო სახელი იყო. მათ შორის ყველაზე ადრე (1323-1345 წლებში) ოდიშის მთავარი იყო მამია I დადიანი, რომელიც 1330 წ. დასავლეთ საქართველოს სხვა ერისთავებთან ერთად დაეხმარა გიორგი ბრწყინვალეს საქართველოს ერთიანი სამეფოს აღდგენაში. XIX ს-დან ცნობილია პოეტი მამია გურიელი. მამია-საგან ნაწარმოებია გვარები: მამიაშვილი, მამაიაშვილი, მამიაური, მამეშვილი, მამეიშვილი.

მამნე
(ქართული) " მამისა " (წარმოების მხრივ შეადარეთ ცოტნე). აქედანაა გვარი მამნიაშვილი, მამინაშვილი, მამინაიშვილი.

მანუჩარ
(ირანული)"ციური(სამოთხისებური)სახის მქონე".მისი ფონეტიკური ვარიანტია ნანუჩა.მანუჩარის ძველი ფორმაა მანუშჩიტრა,რაც"მანუშის მთაზე დაბადებულს"ნიშნავს,მაგრამ ჯერ კიდევ ფირდოუსის დროს(X ს.)ამ სახელს დაკარგული ჰქონია ძველი მნიშვნელობა და ნიშნავდა"სამოთხისებური სახის მქონეს".მანუჩარი"შაჰ-ნამეს"ერთ-ერთი გმირია.ის შვილიშვილია ირანის ტახტის მემკვიდრის ირეჯისა,რომელიც ძმებმა მოკლეს.მამამისი ფერიდუნი ამის გამო დაბრმავდა.როცა ირეჯის შვილიშვილი დაიბადა,ფერიდუნმა ღმერთს შესთხოვა,წუთით დაებრუნებინა მისთვის მხედველობა,რომ ახალდაბადებული დაენახა,ღმერთმა თხოვნა შეუსრულა და ფერიდუნმა ბავშვს მანუჩარი("სამოთხის სახისა")დაარქვა.

მარტია
(ლათინური) " მარსისა ", " მარსის (ომის ღმერთის) კუთვნილი ", ე. ი. " მეომარი ". ევროპულ ენებში გვხვდება იმავე ფუძისაგან ნაწარმოები ვაჟის სახელები მარტინე და მარტინიანე, ამ უკანასკნელთაგან კი იწარმოება ქალის სახელებიც: მარტინა, მარტინიანა. ქართულში მარტია გააზრებულია " მარტისა " ( " მარტში დაბადებული "). მისგან ნაწარმოებია გვარები: მარტიაშვილი, მარტაშვილი, მარტაძე.

მაყვალა
(ქართული) აღნიშნავს "შავტუხას", "შავგვრემანს". მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მელანია.

მელანია
(ბერძნული) " შავი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მაყვალა. მასვე უკავშირდება სიტყვა მელანი – საწერი სითხე, რომელიც თავდაპირველად შავი ფერისა მზადდებოდა). ამავე სახელის ვარიანტებია ქართულში: მელანა, მელანო. შემოკლებით – მელო.

მირიან
(სპარსული) " მითრასი " ანუ " მზისა " (მითრა მზის ღვთაების სახელია. მისგანვე არის ნაწარმოები მითრიდატე - " მითრას ბოძებული "). მირიანი ერქვა ქართლის მეფეს, ფარნავაზიანთა დინასტიის მესამე წარმომადგენელს (ძვ. წ, II საუკუნის დამდეგს.). ეს სახელი ერქვა მის შვილიშვილსაც (მირიან II). მისი სეხნია იყო აგრეთვე მირიან III, ვახტანგ გორგასლის პაპა, მოციქულთა სწორი, რომლის დროსაც ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა (337წ. ახლო ხანებში). ამ სახელისაგან ნაწარმოებია გვარი მირიანაშვილი.

ნანი
(ქართული) გვხვდება სვანეთის კრების მატიანეში (XIII ს.). ნანასა და ნანის მოფერებითი ფორმებია: ნანია, ნანო, ნანიკო, ნანუკა.

ნარიმან
(ძველი ირანული) " გულადი ", " ძალგულოვანი ". აქედანაა გვარები: ნარიმანაშვილი, ნარიმანიშვილი, ნარიმანიძე, ნარმანია.

ნატო
ნატალიას შემოკლებული ფორმა – ქართულში ქცეულია დამოუკიდებელ სახელად. გაიხსენეთ, მაგალითად, გამოჩენილი მსახიობი ქალები – ნატო გაბუნია და ნატო ვაჩნაძე.

ნია
(ბერძნული) " ახალი ".

ნიაზ
(სპარსული)"წადილი","სურვილი","საზრუნავი","სათხოვარი","საჩუქარი".აქედანაა გვარი ნიაზაშვილი.

ნიანია
(ბერძნული) " ჭაბუკი ". ერქვა რამდენიმე ისტორიულ პიროვნებას ძველ საქართველოში.

ნინია
– ქართულში ძველად გავრცელებული სახელი იყო. მისი კნინობითი სახელია ნინიკა. ვაჟის სახელად გვხვდებოდა აგრეთვე ნონე და მისი კნინობითი ფორმა ნონიკა. ამ სახელთა ეტიმოლოგია უცნობია. მათგან ნაწარმოებია გვარები: ნინიძე, ნინიაშვილი, ნინიკაშვილი, ნონეშვილი, ნონიკაშვილი.

ნუცა
ნინო-ს მოფერებითი ფორმის – ნინუცა-ს შემოკლებული ვარიანტია, ამჟღავნებს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენციას (გაიხსენეთ ცნობილი მსახიობი ნუცა ჩხეიძე). ამის ნიშანია ისიც, რომ ამ მოფერებითი სახელისაგან კვლავ იწარმოება კნინობითი ფორმები: ნუციკო, ნუცკია.

ოლიმპიადა
(ბერძნული) " ოლიმპიელი " (შეადარეთ სხვადასხვა სახის შეჯიბრის აღმნიშვნელი სიტყვა ოლიმპიადა, მთის სახელი ოლიმპო, რომელიც ბერძნებს ღმერთების ადგილსამყოფლად მიაჩნდათ, და ქალაქის სახელი ოლიმპია, სადაც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა შეჯიბრებანი იმართებოდა). საფუძვლად უძევს ბერძნული წარმოშობის რამდენიმე სახელს, როგორც ვაჟისას, ისე ქალისას. ერთ-ერთი მათგანია ვაჟის სახელი ოლიმპიადოს (ოლიმპიადი), რომლისგანაც წარმოქმნილია ქალის სახელი ოლიმპიადა.

ომია
– შესაძლოა ომანის ან ომარის მოფერებითი ფორმა იყოს, გადააზრიანებული ქართული ენის ნიადაგზე. აქედანაა გვარი ომიაძე.

პისტი
(ბერძნული) " რწმენა ", " ერთგულება ". მოწამეთა სახელია. მისი თარგმანია რუსული ვერა (იხ. აგრეთვე ელპიდე, ლუბა).

პოლიკარპე
(ბერძნული) " დიდად ნაყოფიერი ", " უხვნაყოფიანი ". შედგება ორი სიტყვისაგან: პოლი - " ბევრი ", " მრავალი " და კარპოს - " ნაყოფი ". მეორე ამათგანი ცალკეც გვხვდება მამაკაცის სახელად (იხ. კარპე, კარპეზ). პირველი მათგანი კი მონაწილეობს აგრეთვე სხვა სახელებში, როგორიცაა, მაგალითად: პოლიბიოს ( " დიდხანს ცოცხალი "), პოლიევქტ ( " დიდხანს ნალოდინევი ", " დიდად სასურველი "), პოლიენ ( " დიდად ქებული ", " სახელოვანი "), პოლიოდორ ( " დიდად დასაჩუქრებული ", " უხვსაჩუქრიანი "), პოლიქრონ ( " დიდხანიანი ", " მრავალწლიანი "), პოლიქსენია ( " დიდად სტუმართმოყვარე ") და სხვანი.

ჟენია
ევგენია-ს არაზუსტი ფრანგული ფორმაა, შემოსული რუსულის გზით (ფრანგულად გამოითქმის ეჟენი). იხმარება კაცის სახელადაც, როგორც ევგენი-ს საალერსო ფორმა. ოფიციალურ სახელს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს.

რომან
(ლათინური) " რომაელი " (ქ. რომის მცხოვრები). შეადარეთ რომანი – ლიტერატურული ნაწარმოების ფორმა, რომელიც რომში წარმოიშვა. ამავე სიტყვას უკავშირდება ქვეყნის სახელწოდება რომანია ანუ რუმინეთი (რომის კოლონია ძველად).

სამსონ
(ძველი ებრაული) " მზიანი ". აქედანაა გვარები: სამსონია, სამსონიძე, სამსონაძე.

სეით
(ძველი ებრაული) " სამაგიერო ". ბიბლიური ადამის ვაჟის სახელია, რომელიც ძველ ქართულ წყაროებში წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმით: სეთ//სმთ: " რომელ საგონებელ იყო ძედ... სეთისა " (ლუკა 3, 38, ჯრუჭ-პარხლის ოთხთავი; შდრ. სმთისა – ადიშის ოთხთავი); სეით: " ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 372). საბას ისინი სხვადასხვა სახელებად მიაჩნია: " სეთ დაბადებული ", " სეით სმა ". ამის გარდა, არსებობს აგრეთვე არაბული წარმოშობის ანთროპონიმი საიდ//საით, რომელიც შესულია სხვა აღმოსავლურ ენებშიც და შეძენილი აქვს ნაირგვარი მნიშვნელობანი, რაც ართულებს მათ ეტიმოლოგიზებას. ქართულში ამჟამად ვაჟის სახელად დასტურდება მხოლოდ სეით (ისიც იშვიათად), დანარჩენი ფორმები კი დაცულია გვარებში: სეთური, სეთურიძე, საითაძე, საითიძე, სეიდიშვილი.

სეფედავლე
(არაბული) " სახელმწიფოს მახვილი " ამირანდარეჯნიანის " ერთ-ერთი გმირის სახელია. ამჟამად გვხვდება მხოლოდ შემოკლებული ფორმით: სეფე, აქედანაა გვარი სეფიაშვილი.

სეხნია
(ქართული) " სახელის მოზიარე ", " თანამოსახელე ". აქედანაა გვარი სეხნიაშვილი.

სიდონია
შემოკლებით სიდო – ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია, შესაძლოა უკავშირდებოდეს გეოგრაფიულ სახელს სიდონ-ს, ე. ი. ნიშნავდეს " სიდონელს " (თვით სიდონი ებრაულად ნიშნავს " სათევზაო ადგილს ").

სიმონ
(ძველი ებრაული) " შესმენილი ", " გამგონე " (სიტყვასიტყვით: " ღმერთმა გაიგონა " ; იგულისხმება, რომ ღმერთმა შეისმინა ლოცვა-ვედრება). ქართულში ფართოდ გავრცელებული სახელია, ერქვა ორ მეფეს (XVI-XVII სს.) და მრავალ გამოჩენილ პიროვნებას. ძველი ფორმაა სვიმონ, მოფერებითი ფორმებია სიკო, სისო, სიმონიკა. ამ სახელისაგან წარმოქმნილია რამდენიმე გვარი: სიმონიშვილი, სიმონიძე, სიმონია, სვიმონიშვილი. სვიმონია.

სოლომონ
(ძველი ებრაული) " წყნარი ", " მშვიდი ", " მშვიდობიანი ". ლეგენდარული ბრძენისა და ებრაელთა მეფის სახელია. ქართულში ძველთაგანვე გვხვდება. მისი მოფერებითი ფორმებია: სოლო, სოლიკო. მისგან ნაწარმოები გვარებია: სოლომონია, სოლომონიშვილი, სოლომნიშვილი, სოლოშვილი. ამავე სახელის აღმოსავლური ვარიანტია სულეიმან.

სტეფანე
(ბერძნული)"გვირგვინი".ეს სახელი აგრეთვე ფართოდ გავრცელებულთა რიგს ეკუთვნის და სხვადასხვა ენაში შესულია ნაირ-ნაირი ფორმით:გერმანულშია შტეფან,ფრანგულში-ეტიენ,უნგრულში–იშტვან და ა.შ.ძველ ქართულში გავრცელებული ფორმა იყო სტეფანოს,რომელიც გვხვდება ჯერ კიდევ მცხეთის ჯვრის წარწერებში(VIს.):"ჯუარო მაცხოვრისაო,სტეფანოს ქართლისა პატრიკოსი შეიწყალე".ამ სახელისაგან არის წარმოქმნილი გვარები სტეფანიშვილი,სტეფანია და ტეფნაძე

ტატიანა
(ბერძნული) " მომწყობი ", " დამფუძნებელი ". განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული სახელია რუსულში. ეს სახელი ჰქვია პუშკინის " ევგენი ონეგინის " გმირ ქალს. მისი მოფერებითი ტორმებია ტანია, ტატა.

უტა
(ქართული)გავრცელებული სახელია სამეგრელოში. წარმოშობით უკავშირდება შუმერულ მზის ღვთაების სახელწოდებას.მოეპოვება მრავალფეროვანი ვარიანტები:უტუ,უტალა,უტუელა,უტუია,უტუნა,უტუნია,უტუტი.

ფარნაოზ
(ირანული)"უბრწყინვალესი","დიდებული","ხელბედნიერი ",ან:"ბრწყინვალე მოუბარი","მჭერმეტყველი".ძველი ფორმაა ფარნავაზ.ეს სახელი ერქვა ქართლის(იბერიის)სამეფოს პირველ მეფეს(ძვ.წ.IVს.დამლევს და IIIს.I ნახევარში),რომელმაც სათავე დაუდო ფარნავაზიანთა დინასტიას.ლეონტი მროველის მიხედვით,ფარნავაზ I-ის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა.ამ სახელის შემოკლებული ფორმაა ფარნა(ნიშნავს"ღვთაებრივ შუქს"," ელვარებას"," შარავანდს").ფარნაოზი ცალკეც არის მცირერიცხოვანი გვარი საქართველოში და რამდენიმე გვარის ფუძედაც წარმოგვიდგება:ფარნაოზიშვილი,ფარნაოზოვი,ფარნიაშვილი,ფარნიშვილი.

ფარსმან
(ირანული) " სპარსული სულის სულის მქონე ". ეს სახელი ერქვა ქართლის (იბერიის) ექვს მეფეს (I-VI სს.). ერთი მათგანი (ფარსმან II) იხსენიება არმაზის ბილინგვაში (II ს.): " მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა ". სახელი ფარსმან დაცულია გვარებში: ფარსმანაშვილი, ფარსმანიშვილი. ფარცვანია (←ფარსმანია), ფარცხვანია.

ფრიდონ
(ძველი ირანული) " სამმაგი ძალის მქონე ", " სამგზის ძლევამოსილი ". " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი გმირის სახელია. ეს სახელი გვხვდება აგრეთვე " შაჰ-ნამეში ", " რუსუდანიანში " და სხვა თხზულებებში. მისი ძველი ფორმაა აფრიდონ, რომელიც დღემდე დაცულია აფრიდონიძის გვარში. შემოკლებული ფორმაა ფიდო. გვარებია: ფრიდონიშვილი, ფრიდონაშვილი, ფიდაშვილი, ფიდიური.

ქიონია
(ბერძნული) " თაღი " (საეკლესიო კალენდრის მიხედვით " თოვლიანი "). ერქვა რამდენიმე მოწამეს.

ქობულ
(ქართული) უძველესი სახელთაგანია, წერილობით დამოწმებული ჯერ კიდევ VII ს. დამდეგს მცხეთის ჯვრის წარწერებში: " წმიდაო სტეფანე, ქობულ სტრატილატი შეიწყალე ". მისივე ვარიანტია ქვაბული. შეიძლება მიღებული იყოს ‘ქვაბ’ სიტყვისაგან. აქედანაა გვარები: ქვაბულიძე, ქობულაძე, ქობულაშვილი, ქობულია. მასვე უკავშირდება ქალაქის სახელწოდება ქობულეთი.

ქსენია
(ბერძნული) " სტუმართმოყვარე ", ან: " უცხო ", " უცხოელი ". ერქვა რამდენიმე მოწამეს.

ქუცნა
(ქართული) – გვხვდება იერუსალიმის ქართული კოლონიის მასალებში (X ს.) მისი ვარიანტია ქუცნია: გაბლაშისძე ქუცნია მეუღლე თინასთან ერთად იხსენიება ტბეთის სულთა მატიანეში (#132, XV ს.). ორივე ფორმა დასტურდება გვარებში: ქუცნაშვილი, ქუცნიაშვილი.

ღვინია
(ქართული) დღეს ადამიანის სახელად იშვიათია (გვხვდება ხარის სახელად; გაიხსენეთ ეკ. გაბაშვილის მოთხრობა " ღვინია გადაიჩეხა "), მაგრამ წინათ მის გავრცელებას მოწმობს ისტორიული დოკუმენტები, აგრეთვე გვარები: ღვინიაშვილი, ღვინაძე, ღვინეფაძე. ამ უკანასკნელი გვარის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყოფილა სახელი ღვინება. მსგავსი სახელია აგრეთვე ღვინჯუა (ღვინჯო). ეს სახელი ჰქვია გიორგი ლეონიძის " ნატვრის ხის " ერთ-ერთ პერსონაჟს.

ყვარყვარე
(ქართული) მიღებული ჩანს უყვარს ზმნის ძირის გაორკეცებით. თუ ასეა, " საყვარელს " უნდა ნიშნავდეს. ათაბაგთა საგვარულო სახელი იყო და არაერთგზის გვხვდება ისტორიულ პირთა სახელად. ყვარყვარე ჰქვია პოლიკარპე კაკაბაძის კომედიის " ყვარყვარე თუთაბერის " მთავარ პერსონაჟს, უქნარა მოლაყბეს, რომელიც ხალხს შემთხვევით რევოლუციის გამოჩენილი მოღვაწე ჰგონია.

შედან
(სპარსული) " ლომი ". აქედანაა გვარი შედანია.

შუშანიკ
სომხური ფორმაა სუსანა-სი, რომელიც წარმოშობით ებრაულია და "წყლის შროშანს" ნიშნავს. ცნობილია სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული, ვარსქენ პიტიახშის მეუღლე შუშანიკ დედოფალი, რომლის წამებაც აღწერა იაკობ ცურტაველმა მე-5 საუკუნეში.

შუშანიკ, შუშანა
სომხური ფორმაა სუსანა-სი, რომელიც წარმოშობით ებრაულია და " წყლის შროშანს " ნიშნავს. ცნობილია სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული, ვარსქენ პიტიახშის მეუღლე შუშანიკ დედოფალი, რომლის წამებაც აღწერა იაკობ ცურტაველმა V საუკუნეში.

ჩიტო
ქართული საკუთარი სახელი. გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. მისი მოფერებითი ფორმებია: ჩიტუნია, ჩიტურა, ჩიტუა და სხვა. მათგან მომდინარეობს გვარები: ჩიტაია, ჩიტავა, ჩიტია, ჩიტიანი, ჩიტაური, ჩიტაძე, ჩიტიძე, ჩიტიშვილი, ჩიტეიშვილი, ჩიტიაშვილი, ჩიტოშვილი, ჩიტუაშვილი, ჩიტუნაშვილი, ჩიტუკაშვილი, ჩიტორელიძე.[1]

ცაგო
(ქართული) მისი ვარიანტებია: ცაგუ, ცაგული, ცაგუნია...

ცოტნე
(ქართული) " უმცროსი ", " პატარა ". შეადარეთ ‘ცოტა’ (ნ. მარის ეტიმოლოგიით): ან " მცოდნე " (ქ. ლომთათიძე). საქართველოს ისტორიიდან კარგად არის ცნობილი მონღოლთა წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური ცოტნე დადიანი და მისი თავდადება. ამ თემაზეა აგებული აკაკი წერეთლის პოემა " ნათელა " და გრიგოლ აბაშიძის რომანი " ცოტნე ". ცოტნე დადიანი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად აღიარა. ცოტნესაგან არის წარმოქმნილი გვარი ცოტნიაშვილი.

ძაგან
(სომხური) " ნაშიერი ", " ნაშობი ", " შვილი ". აქედანაა გვარები: ძაგნიძე, ძაგანია, ძაგანაშვილი.

ჯანიკო
– იგივე სახელია წარმოდგენილი ქართული საალერსო ‘იკო’ სუფიქსით. გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. ამავე ფუძიდან წარმოქმნილი გვარებია: ჯანაშვილი, ჯანიშვილი, ჯანოშვილი, ჯანიაშვილი, ჯანიკაშვილი, ჯანუაშვილი.

ჯარჯი
– მიღებული ჩანს თურქული ჯარჩი-საგან, რაც სამოხელეო ტერმინია და ნიშნავს " ამბის გამომცხადებელს ", " მაცნეს ".


Submit a name

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button