საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა
რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია
მოსწონს თუ არა, ნებისმიერ ადამიანს თავისი სახელი აქვს – დაბადებიდან ასე დაარქვეს და საკუთარ სახელს ისიც იფერებს, იხდენს, ეგეუება. ზოგჯერ სახელის კნინობით ფორმას ირჩევს, ან ურჩევენ და იმ ფორმით მიმართავენ. როგორც უნდა იყოს, ალბათ თითოეულს აინტერესებს მისი სახელისა თუ გვარის ისტორია, წარმომავლობა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.
ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია
There are currently 7 names in this directory beginning with the letter Ჭ.
ჭაბუა, ჭაბუკა
(ქართული) მზეჭაბუკ-ის შეკვეცილი ფორმებია, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელ სახელებად ქცევის ტენდენცია. შეადარეთ ჭაბუკი. მათგან წარმოქმნილი გვარებია: ჭაბუკაშვილი, ჭაბუკაძე, ჭაბუკაიძე, ჭაბუკიანი.
ჭაბუკი
(ქართული) ემთხვევა საზოგადო სახელის ფორმას და მისგან გარჩევის მიზნით სახელობითი ბრუნვის ნიშანს სხვა ბრუნვებშიც ინარჩუნებს, ე.ი. იქცევა ‘ი’ ხმოვანფუძიანად.
ჭიაბერ
(ქართული) კომპოზიტური სახელია, რომლის პირველი ნაწილია ჭია ( " წითელი "), მეორე - ბერ ( " შვილი "). ეს სახელი ერქვა არაერთ ისტორიულ პირს, მათ შორის თამარ მეფის ერთგულ ერისთავს, მეჯინიბეთუხუცესს, შემდგომში მანდატურთუხუცესს.
ჭიჭიკო
(ქართული) " პატარა ", " პაწია ". მეგრულ ზედსართავ სახელს ‘ჭიჭე’ დართული აქვს კნინობითი სუფიქსი ‘იკო’. გვხვდება აგრეთვე ‘ია’ სუფიქსიანი ფორმა ჭიჭია. ამათგან მოდის გვარები: ჭიჭიაშვილი, ჭიჭიკაშვილი, ჭიჭიკოშვილი, ჭიჭეიშვილი, ჭიჭინაძე, ჭიჭინავა.
ჭოლა
(ქართული) " ვაჟი ", " ყმაწვილი " (შეადარეთ მეგრულ ჭკორი - " ყმა "). საალერსო ფორმებია: ჭოლიკა, ჭოლიკო. ამათგან წარმოქმნილი გვარებია: ჭოლაძე, ჭოლიკაური, ჭოლიკაშვილი, ჭოლიკიძე.
ჭულა
(ქართული) ამ სახელის განმარტების რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს: ა) ჭოლას ფონეტიკური ვარიანტია; ბ) ‘წულ’ არსებითი სახელის მეგრული შესატყვისია; გ) ჭუჭულა-ს შეკვეცილი ფორმაა.
Submit a name
გოგა რატომ არარის ?