საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 78 names in this directory beginning with the letter Გ.
გაბრიელ
ძველი ებრაული)“ჩემი ძალა ღმერთია“. მთავარანგელოზის სახელია,რომელიც ქართულში,მსგავსად მსოფლიოს მრავალი ენისა,ძველთაგანვე ფართოდ არის გავრცელებული.მისი მოფერებითი ფორმებია:გაბა,გაბე, გაბელ,გაბილა,გაბრია,გაბრო,გაბო,გაბიტა... როგორც ძირითადი,ისე მოფერებითი ფორმებიდან ნაწარმოებია ათეულობით ქართული გვარი:გაბრიელაშვილი, გაბრიელიძე,გაბრიაძე,გაბიტაძე,გაბაძე,გაბიძე,გაბოძე,გაბროშვილი,გაბრუაშვილი,გაბრაშვილი,გაბაშვილი, გაბელაშვილი,გაბლიაშვილი,გაბლიშვილი,გაბიაშვილი, გაბიტაშვილი,გაბრავა,გაბელია,გაბელაია,გაბილაია, გაბესკირია,გაბისკირია,გაბლიანი,გაბიანი,გაბულდანი და სხვ.

გაგი, გაგა
გვხვდება ძველ ქართულ დოკუმენტებში, მნიშვნელობა აუხსნელია (შდრ. კაკი). ამავე სახელის ვარიანტებია: გაგანა, გაგნა. ამათგან წარმოქმნილი გვარებია: გაგაძე, გაგანიძე, გაგნიძე, გაგიშვილი, გაგეიშვილი, გაგანაშვილი, გაგნაშვილი, გაგნიაშვილი.

გაგი,გაგა
გვხვდება ძველ ქართულ დოკუმენტებში, მნიშვნელობა აუხსნელია(შდრ.კაკი).ამავე სახელის ვარიანტებია:გაგანა,გაგნა.ამათგან წარმოქმნილი გვარებია: გაგაძე,გაგანიძე,გაგნიძე,გაგიშვილი,გაგეიშვილი, გაგანაშვილი,გაგნაშვილი,გაგნიაშვილი.

გაგიკ
(სომხური)-"ზეციერი,ღვთიური"ულ არაბულად ნიშნავს " მამას ", მაგრამ სხვადასხვა სახელების წინ დასმისას იხმარება როგორც საპატიო ტიტული. აბულა–საგან წარმოქმნილი გვარებია აბულაძე და აბულაშვილი.

გაიანე
(ბერძნული) " მიწიერი ". საეკლესიო კალენდრის მიხედვით ნიშნავს " მწვანეს " (ეტიმოლოგიები საეჭვოა). წმინდა მოწამის სახელია.

გაიოზ
(ბერძნული) “ მიწის შვილი “, “ მიწიერი “. ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულისა და რამდენიმე მოწამის სახელია.

გალაქტიონ
(ბერძნული) “ რძისა “, “ რძიანი “. ქრისტეს ერთ-ერთი მოწამის სახელია. ამავე ბერძნული სიტყვიდანაა ნაწარმოები ასტრონომიული ტერმინი გალაქტიკა ( “ რძის გზა “). ბერძნული კტ კომპლექსი ქართულად ქტ-თი გადმოიცემა. ეს წესი დაცული არ არის მხოლოდ დიდი ქართველი პოეტის სახელში – გალაკტიონ (ტაბიძე).

გალაქტიონი
(ბერძნ. γαλάκτινος „რძისა“, „რძიანი“; გაიხსენეთ ასტრონომიული ტერმინი გალაქტიკა „რძის გზა“) — მამაკაცის სახელი. ქრისტეს ერთ-ერთი მოწამის სახელია. ამავე ბერძნული სიტყვიდანაა ნაწარმოები ასტრონომიული ტერმინი გალაქტიკა („რძის გზა“). ბერძნული კტ კომპლექსი ქართულად ქტ-თი გადმოიცემა. ეს წესი დაცული არ არის მხოლოდ ცნობილი ქართველი პოეტის სახელში — გალაკტიონ ტაბიძე.

გალინა
(ბერძნული) " წყნარი ", " მშვიდი ", " აუღელვებელი ".

გამიხარდი
(ქართული).

გარიკ
(ძველი გერმანული)-"ძლიერი და მდიდარი"-სრული სახელია გარრი

გარსევან
ეტიმოლოგია უცნობია; შესაძლოა მომდინარეობდეს სპარსული გარსევაზ-ისაგან, რაც “ მცირე ძალის მქონეს “ ნიშნავს. ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება გვარიც გარსევანიშვილი, აგრეთვე – სახელის კნინობითი ფორმები: გარსია, გარსოა, გარსუა.

გახა
(ქართული) “ გლახა “, “ მათხოვარი “. ასეთი უსიამოვნო მნიშვნელობის მქონე სიტყვების დარქმევა სახელებად აიხსნება ხალხში ძველად გავრცელებული ცრურწმენებით.

გეგა , გეგე
(ქართული)პირის სახელად გვხვდებაXVI ს-დან, გვარებში–XVII ს-დან.ეს გვარებია:გეგაშვილი,გეგებერია, გეგეშიძე,გეგეჭკორი.

გეგა, გეგე
(ქართული) პირის სახელად გვხვდება XVI ს-დან, გვარებში – XVII ს-დან. ეს გვარებია: გეგაშვილი, გეგებერია, გეგეშიძე, გეგეჭკორი.

გედევან
(ძველი ებრაული) “ მჭრელი “. მისგან ნაწარმოებია გვარები: გედევანიშვილი, გედევანიძე. პარალელურად გვხვდება ფონეტიკური ვარიანტი გედეონ.

გედია
(ქართული) გვხვდება ვაჟის სახელადაც, რასაც მოწმობს ისტორიული საბუთები (XVII ს.) და გვარი გედიაშვილი.

გელა
(ქართული) მიღებულია მგელა-საგან, ე.ი. ეკუთვნის ცხოველთა სახელებისაგან ნაწარმოებ პიროვნულ სახელებს. ძველად მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო: მგელია, მგელიკა, მგელუკა... მ-ს დაკარგვით: გელია, გელიკა, გელუკა და ა.შ. მათგან ნაწარმოებია გვარები: მგელაძე, გელაძე, მგელაშვილი, გელაშვილი, მგელიაშვილი, გელიაშვილი, გელეიშვილი, გელიკაშვილი, გელიტაშვილი, გელუკაშვილი, გელუტაშვილი, გელავა, გელოვანი და სხვ. ამ გვართაგან ზოგი ისტორიულ დოკუმენტებში დასტურდება საკმაოდ ადრეული პერიოდიდან, სახელდობრ, გელოვანი – XIII ს-დან, გელაძე – XIV ს-დან, გელიანი – XIV-XV საუკუნეთა მიჯნიდან და სხვ.

გენადი
(ბერძნული) “ კეთილშობილი “. მისი შემოკლებული ფორმაა გენო, ამავე ძირს შეიცავენ სახელები გერმო-გენ, ევ-გენი. გაიხსენეთ აგრეთვე სამეცნიერო ტერმინები: გენეალოგია - “ წარმოშობა “, გენეტიკა - “ მეცნიერება ჯიშთა გამოყვანის შესახებ “.

გერა
(ქართული)იგივეა რაც გელა(გერი||ნგერი არის მგელ სიტყვის კოლხური ფორმა).მიიღება აგრეთვე გერასიმე-ს შემოკლების გზით.გერა ჰქვია ლეო ქიაჩელის“გვადი-ბიგვას “ერთ-ერთ პერსონაჟს.

გერასიმე
(ბერძნული) “ პატივცემული “.

გერვასი
(ბერძნული) “ ლახვროსანი “. სხვაგვარი ეტიმოლოგიით, ძველი გერმანული სახელია გაურკვეველი მნიშვნელობისა.

გერმანე
(ლათინური) “ ღვიძლი ძმა “.

გერონტი
(ბერძნული) “ მოხუცებული “, უხუცესი “.

გვადი, გვანჯი
სამეგრელოში გავრცელებული სახელებია, ცნობილი ლიტერატურულ გმირთა მიხედვითაც (გვადი ბიგვა ლეო ქიაჩელის რომანის მთავარი გმირია, გვანჯ აფაქიძე კონსტანტინე გამსახურდიას “ მთვარის მოტაცების “ ერთ-ერთი პერსონაჟია). გვაჯი-ს მეგრულში მოფერებით უწოდებენ პატარა ბიჭს, ვაჟს. მთელ რიგ კავკასიურ ენებში (ხუნძურში, ანდიურში, არჩიბულში), აგრეთვე ოსურში ნიშნავს “ ძაღლს “, ან “ მგელს “.

გვანცა
(ქართული) სვანურად გვანც - " ჭინჭრაქა ", გადატანით ნიშნავს " ცელქს ", " მოუსვენარს ".

გვარამ
– იხ. ზემოთ ბარამ.

გვარამ –
იხ. ბარამ.

გვრიტია
(ქართული)

გია, გიგა, გიგი
(გიგია, გიგუცა), გიგო, გიგილო, გიგლა, გიგოლი – ქართული სახელებია, მიჩნეული გიორგი-ს ან გრიგოლ-ის შემოკლებულ ფორმებად, თუმცა წარმოშობით ზოგი მათგანი მაინც დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს და ახლა კვლავ იბრუნებს ოფიციალური სახელის უფლებას. ამ სახელებისაგან ნაწარმოებია მრავალი ქართული გვარი: გიგაშვილი, გიგოშვილი, გიგოლაშვილი, გიგიაძე, გიგუცაძე და ა.შ.

გია, გიგა,გიგი(გიგია,გიგუცა),გიგო,გიგილო,გიგლა,გიგოლი
ქართული სახელებია,მიჩნეული გიორგი-ს ან გრიგოლ-ის შემოკლებულ ფორმებად,თუმცა წარმოშობით ზოგი მათგანი მაინც დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს და ახლა კვლავ იბრუნებს ოფიციალური სახელის უფლებას.ამ სახელებისაგან ნაწარმოებია მრავალი ქართული გვარი: გიგაშვილი,გიგოშვილი,გიგოლაშვილი,გიგიაძე,გიგუცაძე და ა.შ.

გიგლა
ქართული სახელი. მიჩნეულია გიორგი-ს ან გრიგოლ-ის შემოკლებულ ფორმებად, თუმცა წარმოშობით მაინც დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს და ახლა კვლავ იბრუნებს ოფიციალური სახელის უფლებას.

გივი
(სპარსული)მნიშვნელობა გაურკვეველია.აქედანაა გვარი გივიშვილი.გივი-ს მოფერებითი ფორმაა გიუნა,საიდანაც წარმომდგარია გვარი გიუნაშვილი.

გიო
(ბერძნული) მიღებულია გიორგი-ს შემოკლებით. მნიშვნელობით უდრის "მიწას" (აქვს ისეთივე მნიშვნელობა როგორც გიორგი-ს).

გიო(ბერძნული)მიღებულია გიორგი-ს შემოკლებით. მნიშვნელობით უდრის“მიწას“(იხ.აქვე გიორგი).

გიორგი
საკუთარი სახელი, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სახელიდან გეორგიოს (Γεώργιος), რომელიც თავის მხრივ წარმოებულია ბერძნული სიტყვისგან გეორგოს (Γεωργός), „მიწათმოქმედი“. სიტყვა Γεωργος ნაერთი სიტყვაა, წარმოებული სიტყვებისგან გე (Γῆ), „მიწა“, და ერგონ (ἔργον), „ვმუშაობ“. იგი მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული, ხოლო საქართველოში, სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, ყველაზე გავრცელებული სახელია, რომელსაც ატარებს 151 239 ადამიანი.

გიტო
(ქართული).

გიული
სპარსული სახელია, შემოსულია თურქულის გზით: "ვარდი".

გლახა
(გლახუნა) ქართული, იხ. გახა.

გობრონ
ეტიმოლოგია უცნობია. ეს სახელი ერქვა ქართველთა მიერ წმინდანად აღიარებულ ერთ-ერთ პირს, რომელიც მოკლეს არაბებმა 914 წელს. ( “ დიდმოწამე მიქაელ, რომელსა ეწოდა გობრონ “. მისი ხსოვნის დღეა 17 XI). აქედანაა გვარი გობრონიძე.

გოგი
გოგია,გოგიტა,გოგლა-გიორგი-ს კნინობითი ფორმებია.ამავე სახელის შემოკლებაა ქართულში დამოუკიდებელ სახელად ქცეული გიო.

გოგი, გოგია, გოგიტა, გოგლა
გიორგი-ს კნინობითი ფორმებია. ამავე სახელის შემოკლებაა ქართულში დამოუკიდებელ სახელად ქცეული გიო.

გოგოთურ
მთაში გავრცელებული სახელია, რომლის მნიშვნელობაც დაუდგენელია. ეს სახელი ჰქვია ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი პოემის “ გოგოთურ და აფშინას “ მთავარ გმირს.

გოგოლა
(ქართული) მნიშვნელობა დაუდგენელია. საეჭვოა, რომ გოგონა-ს ფონეტიკურ ვარიანტს წარმოადგენდეს, რადგან წინათ კაცის სახელიც ყოფილა (შეადარეთ გვარები გოგოლაძე, გოგოლაშვილი, გოგოლაური).

გოგუცა
(ქართული)

გოდერძი
(ირანული)“ძლიერი ხარი“.აქედანაა გვარები:გოდერძიშვილი,გოდერიძე,გორდეზიანი(გოდერძიანი).

გოლა
(ქართული) აქედან ნაწარმოებია გვარი გოლიაძე.

გონერი
(ქართული) “ გონიერი “.

გორდა
(ქართული) აქედან ნაწარმოებია გვარი გორდაძე.

გოჩა
(ქართული)ქართული ენის ზოგი დიალექტის მიხედვით გოჩა ნიშნავს“ბერიკაცს“(მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ გერონტი,ფირან),ზოგი დიალექტის მიხედვით-“პატარას“ (შეადარეთ ტოპონიმები:დიდი ჯიხაიში და გოჩა ჯიხაიში).გოჩა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ერთ-ერთი მოთხრობის მთავარ გმირს–ხევისბერს.ამ სახელისაგან არის წარმოქმნილი გვარები:გოჩაშვილი,გოჩავა,გოჩუა.მოფერებითი ფორმებია:გოჩია,გოჩიტა,გოჩელა,საიდანაც მიღებულია გვარები:გოჩიაშვილი,გოჩიტაშვილი,გოჩელაშვილი,გოჩელეიშვილი,გოჩოლაშვილი,გოჩალეიშვილი.

გრიგოლ
(ბერძნული) “ მღვიძარე “, “ ფხიზელი “. ეს სახელი ერქვა მსოფლიოში ცნობილ ბერძენ მწერალსა და საეკლესიო მოღვაწეს გრიგოლ ნაზიანზელს (III-IV სს.), ასევე ცნობილ საეკლესიო მწერალს, ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს გრიგოლ ნოსელს (IV ს.), საეკლესიო მოღვაწეს გრიგოლ ხანძთელს (759-861), ოშკის აღმშენებელს გრიგოლ ოშკელს (X ს.) და ბევრს სხვას. გრიგოლის კნინობით-მოფერებითი ფორმებია: გიგა, გიგი, გიგო, გიგლა, გიგოლი, გიგოლა (მათგა ზოგი წარმოშობით დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს). გრიგოლისაგან ნაწარმოები გვარებია: გრიგოლაშვილი, გრიგოლია, გრიგოლაია, გრიგოლავა; ტოპონიმები: გრიგოლეთი, გრიგოლიში. ბევრი გვარია წარმოქმნილი კნინობითი ფორმებისაგანაც. იშვიათად გვხვდება სახელის ფორმა გრიგორ, საიდანაც მიღებულია გვარი გრიგორაშვილი.

გუბაზ
(ირანული) ეტიმოლოგია უცნობია. ეს სახელი გვხვდებოდა საქართველოში ჯერ კიდევ თხუთმეტი საუკუნის წინათ. გუბაზ I, ეგრისის მეფე, დაახლოებით 456 წ. აჯანყდა ბიზანტიის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა იმპერატორს ხლებოდა კონსტანტინოპოლში, სადაც მას სამეფო კარის კეთილი განწყობა დაუმსახურებია. თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის წარმატებით იბრძოდა გუბაზ II, ეგრისის მეფე VI ს. 40-50-იან წლებში. ის ბიზანტიელმა სარდლებმა მოკლეს 554 წელს. გუბაზოული ჰქვია მდინარეს (სუფსის მარცხენა შენაკადს) ჩოხატაურის რაიონში.

გუგა, გუგუ, გუგუა
(ქართული) ერთი და იმავე სახელის ვარიანტებია. მათგან წარმოქმნილია გვარები: გუგავა, გუგეშვილი, გუგოშვილი, გუგუშვილი, გუგუბერიძე. ამათგან გუგავა ძველ საბუთებში იხსენიება XVI საუკუნიდან. გუგუა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის “ ხევისბერი გოჩას “ ერთ-ერთ მოქმედ გმირს.

გუგული
(ქართული) გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად (ვაჟის სახელად იშვიათად).

გუგუნა, გუგუტა
ზემოხსენებული გუგა||გუგუ-ს საალერსო ფორმებია, რომლებიც დიდი ხანია დამოუკიდებელ სახელებად არის ქცეული: გუგუნა გვხვდება ჯერ კიდევ 1399-1419 წლებით დათარიღებულ ერთ საბუთში, გუგუტა – XVI საუკუნის საბუთში. ასევე ადრეული ხანებიდან დასტურდება ამ სახელებიდან წარმოქმნილი გვარები: გუგუნბერიძე (1558 წ.), გუგუნავა (1671 წ.), გუგუნაშვილი (XVII ს.), გუგუტაშვილი (1639) წ.) და სხვ.

გულაბერ
(ქართული) “ ვარდის შვილი “. აქედანაა გვარი გულაბერიძე.

გულბაათ
(სპარსული) “ ვარდის ქარი “, ე. ი. ქარი, რომელსაც ვარდის სურნელება მოაქვს. აქედანაა გვარი გულბათაშვილი (გვხვდება XVII ს-დან).

გულდა
(სპარსული) სრული ფორმაა გულანდამ||გულანდარ ( " ვარდისტანა ", " ვარდსხეულა "). იხ. ვაჟის სახელი გულდამ, გულდა.

გულდამ, გულდა
მომდინარეობს სპარსულიდან: გულანდამ – “ ვარდისტანა “, “ ვარდსხეულა “. Gვხვდება ქალის სახელადაც (XVI ს-დან). აქედანაა გვარი გულდამაშვილი.

გულვარდი
ქართული სახელია, სადაც შერწყმულია სპარსული სიტყვა გულ და მისი ქართული შესატყვისი ვარდი. ამ სახელისაგან ნაწარმოებია გვარი გულვარდაშვილი (წარმოების მხრივ შეადარეთ შერლომ, ხვარამზე).

გულთამზე
(ქართული)

გულია
(ქართული) ისტორიულ საბუთებში (XVI-XVII სს.) გვხვდება ვაჟის სახელადაც, აქედანაა გვარი გულიაშვილი.

გულიზარ, გულიზა
(სპარსული) " ვარდნარი ", " ყვავილნარი ".

გულიკო
(ქართული) ნაწარმოებია გულ სიტყვისაგან საალერსო იკო სუფიქსის დართვით, გვხვდება კაცის სახელადაც. მის სრულ ფორმად ითვლება გულისა.

გულისა
(ქართული) აქედანაა გვარი გულისაშვილი. ამავე სახელის კოლხური ვარიანტია გულიშა.

გულისვარდი
(ქართული)

გულნაზ
(სპარსული) " კოხტა ყვავილი ".

გულნარა
(სპარსული) " ბროწეულის ყვავილი ".

გულო
(ქართული) გვხვდება კაცის სახელადაც.

გულსუნდა
(ქართული)

გულქან
(სპარსული) " მოწყვეტილი ვარდი ". მოფერებითი ფორმაა გუქა.

გულჩინა
(სპარსული) " მოკრეფილი ვარდი ".

გულჩორა
(სპარსული) " ვარდის სახის მქონე ", " პირვარდა ".

გურამ
განმარტებისათვის იხ. სახელი ბარამ.

გურანდა
გურანდუხტის შემოკლებული ფორმაა.

გურანდუხტ
(სპარსული) " გურამის (გვარამის) ასული ". საქართველოს სამეფო კარზე ძველთაგანვე ძალიან გავრცელებული სახელი იყო. ეს სახელი ერქვა, მაგალითად: ვახტანგ გორგასლის დას, დავით აღმაშენებლის მეუღლეს და ბევრ სხვას.

გურგენ
(ირანული) “ მგლისა “ (შდრ. მგელა, გელა, გერა და სხვ.). ისტორიულ დოკუმენტებში ეს სახელი გვხვდება XV ს-დან (1408 წ., 1429-1452 წწ. და სხვ.). გვარები გურგენიძე, გურგენიშვილი დასტურდება XVII საუკუნიდან.

გუცა
გიგუცა-ს ანუ გიგა-ს ვარიანტული ფორმაა.


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button