საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა
რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია
მოსწონს თუ არა, ნებისმიერ ადამიანს თავისი სახელი აქვს – დაბადებიდან ასე დაარქვეს და საკუთარ სახელს ისიც იფერებს, იხდენს, ეგეუება. ზოგჯერ სახელის კნინობით ფორმას ირჩევს, ან ურჩევენ და იმ ფორმით მიმართავენ. როგორც უნდა იყოს, ალბათ თითოეულს აინტერესებს მისი სახელისა თუ გვარის ისტორია, წარმომავლობა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.
ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია
There are currently 33 names in this directory beginning with the letter Ვ.
ვალენტინა
(ლათინური) " ძლიერი ", " ჯანმრთელი " (ნაწარმოებია ვალენტის კაცის სახელისაგან. დაწვრილებით იხ. ვალერი). მისი კნინობითია ვალია. ვალენტი, ვალენტოსი, ვალენტინი, ვალენტინე, ვალენტიანე, ვალენტინა წნმინდა მოწამეთა სახელებია.
ვალერი
(ლათინური)"ღონიერი","ჯანმრთელი".ქართულში გვხვდება მხოლოდ კაცის სახელად(შემოსულია რუსულის გზით),ლათინურში კი არსებობს მისგან ნაწარმოები ქალის სახელიც –ვალერია,რომელიც სხვა ენებშიც არის შესული.იმავე სიტყვის ფუძისაგან ნაწარმოებია სახელები:ვალენტი,ვალენტიონ,ვალენტინ,ვალენტინა(ქართულში ბოლო დროს შემოვიდა მხოლოდ ეს უკანასკნელი,რომლის შემოკლებული ფორმაა ვალია).ვალერი რომაული საგვარეულო სახელია,საიდანაც ნაწარმოებია კიდევ ახალი სახელი ვალერიან, ვალერიანე.
ვალერიან, ვალერიანე
(ლათინური) " ვალერისა ", " ვალერის შვილი ". ქართულში მისი მოფერებითი ფორმაა ვალიკო.
ვანო
ქართული შემოკლებული ფორმაა ივანე-სი(იხ.)ოფიციალურ ფორმად იგი არ მიიჩნევა,თუმცა ამის ტენდენცია ჩანს ზოგიერთი მოღვაწის სახელში(მაგ.,ვანო სარაჯიშვილი,ვანო გოკიელი,ვანო მურადელი).
ვაჟა
(ქართული)"ვაჟი","ვაჟკაცი".ვაჟა-ფშაველა ფსევდონიმია დიდი ქართველი პოეტის ლუკა რაზიკაშვილისა,რომლის პატივისცემითაც ვაჟა საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული სახელი გახდა.მისივე ვარიანტებია:ვაჟია,ვაჟიკა,ვაჟიკო.მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ანდრია,კარლო
ვარაზ
(ირანული) " ტახი ". დღეს შედარებით იშვიათად გვხვდება, " ქართლის ცხოვრებაში " კი ამ სახელით არა ერთი ისტორიული პირი არის ცნობილი, მათ შორის ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარი. წინათ ამ სახელის გავრცელებას მოწმობს აგრეთვე გვარი ვარაზაშვილი და გეოგრაფიული სახელწოდება ვარაზისხევი (თბილისში, უნივერსიტეტის წინ).
ვარდან
(ირანული) " გმირი ". ქართულში შესაძლოა შემოსული იყოს სომხურიდან, სადაც იგი უფრო გავრცელებულია. ეს სახელი ერქვა, მაგალითად, წამებული შუშანიკ დედოფლის მამას – ვარდან მამიკონიანს (V ს.) მისგან ნაწარმოები გვარებია: ვარდანაშვილი, ვარდანიძე.
ვარდო
(ქართული), კნინობითი ფორმებია: ვარდუა, ვარდიკო. ვარდიკო გვხვდება ვაჟის სახელადაც: ვარდო ჰქვია დანიელ ჭონქაძის მოთხრობის " სურამის ციხის " ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟ ქალს.
ვარლამ
(ქალდეური) " ხალხის შვილი ". აქედანაა გვარი ვარლამიშვილი. მისი მოფერებითი ფორმაა ვალიკო (შეადარეთ ვალერიან).
ვასილ
(ბერძნული)"სამეფო","მეფისა"(დაწვრილებით იხ.ბასილ). ქართულში ხშირად გვხვდება შემოკლებული ფორმით:ვასო. ვასილ-ისაგან ნაწარმოებია სახელი–ვასილისა.
ვაჩე
- ძველად საქართველოში ფართოდ გავრცელებული სახელი იყო. " ქართლის ცხოვრების " მიხედვით, ვაჩე ერქვა ქართლის მეოცე მეფეს. ამ სახელისაგან არის ნაწარმოები გვარები ვაჩეიშვილი, ვაჩაძე და ვაჩნაძე. აგრეთვე სოფლის სახელი ვაჩიანი. ვაჩე წარმოშობით ირანული სახელია და
ვახტანგ
- ქართულში ძველთაგან ცნობილი და ამჟამადაც გავრცელებული სახელია. ეს სახელი ერქვა საქართველოს არაერთ მეფესა და გამოჩენილ პიროვნებას, მათ შორის თბილისის დამაარსებელს ვახტანგ გორგასალს (V ს.). წარმოშობით უკავშირდება ირანულ ენებს და ნიშნავს " მგლისტანიანს ", მ
ვახუშტი
(ირანული) " საუკეთესო ", " სამოთხე ". ამ სახელით ცნობილ ქართველ მოღვაწეთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოჩენილი მეცნიერი – გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.)
ველოდი
(ქართული) იშვიათი სახელია, გამოხატავს ბავშვის გაჩენის მოლოდინს. მისი ანტონიმური სახელია არველოდი (იხ.). შეადარეთ ძველი სლავური სახელები: Ждан, Неждан, რომელთაგანაც ნაწარმოებია გვარები: Жданов, Нежданов, შდრ. აგრეთვე ქალის სახელები: ვინელი ვინარი.
ვენერა
(ლათინური) ანტიკურ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის სახელია. იგივე სახელი ჰქვია პლანეტას (შეადარეთ ამ პლანეტის ქართული სახელწოდება ცისკარი და მისგან ნაწარმოები სახელი ცისკარა).
ვერა
(რუსული) " რწმენა ". ბერძნული სახელის პისტი-ს თარგმანია. ქართულში გავრცელებული მოფერებითი ფორმაა ვერიკო.
ვეფხია
(ქართული) მნიშვნელობით მას ედრება უცხოური სახელები: პარდი, ტიგრია, ყაფლან. ვეფხიას ვარიანტებია: ვეფხია, ვეფხო, ეფხო, ეფხია, მისგან ნაწარმოები გვარებია: ვეფხვაძე, ვეფხვიაშვილი, ვეფხიაშვილი, ვეფხიშვილი, ეფხოშვილი.
ვიოლა, ვიოლეტა
(ფრანგული) " ია ". ახალი შემოსული სახელია, მის გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ვერდის ოპერა " ტრავიატამ ", რომლის გმირ ქალსაც ჰქვია ეს სახელი.
ვიქტორ
(ლათინური)"გამარჯვებული","ძლევამოსილი" (იხ.ბიქტორ).უცხო ენებში ამავე ფუძესთან დაკავშირებული არაერთი სხვა სახელიც გვხვდება:ვიქტორიკ,ვიქტორინ,ვიქტორინა,ვიქტორია.რომაულ მითოლოგიაში ვიქტორია გამარჯვების ქალღმერთის სახელია(შეადარეთ ვიქტორინა–სახელწოდება ერთგვარი თამაშისა,რომლის დროსაც კითხვებს სვამენ ცოდნის სხვადასხვა დარგიდან და ამ გზით გამოავლენენ გამარჯვებულს).
ვლადიმერ
ძველი სლავური სახელია, ნიშნავს " ქვეყნის მფლობელს ". მასთან ფორმით ახლოს დგას აგრეთვე გოთური ვოლდემარ, რომელიც ნიშნავს " განთქმულ (ცნობილ) ბატონს ", " მფლობელს ". ვლადიმერის შემოკლებული ქართული ფორმაა ლადო, მოფერებითი – ლადიკო.
Submit a name
გოგა რატომ არარის ?