საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 26 names in this directory beginning with the letter Ც.
ცაბუ
(ქართული) მოეპოვება მრავალფეროვანი ვარიანტები: ცაბა, ცაბო, ცაბუა,

ცაბუ, ცაგო
(ქართული) მოეპოვება მრავალფეროვანი ვარიანტები: ცაბა, ცაბო, ცაბუა, ცაბული, ცაბურა... ამოსავალი მნიშვნელობა ...

ცაბული, ცაბურა...
ამოსავალი მნიშვნელობა გაურკვეველია. ამავე ტიპის სახელებია: ცაგო, ცარო, ცაცა, ციცა, ცუცა (იხ. ქვემოთ)

ცაგო
(ქართული) მისი ვარიანტებია: ცაგუ, ცაგული, ცაგუნია...

ცანგალა
(ქართული).

ცარო
(ქართული) მისი ვარიანტებია: ცარუ, ცავრინა, ცარინა...

ცაცა
(ქართული) მისი ვარიანტებია: ცაცო, ცაცალა, ცაცანა, ცაცუნა...

ცერუია
(=გაპობილი, მოკვეთილი)

ცეცილია
ძველი რომაული სახელია, რომლის მნიშვნელობაც არ არის ნათელი. ზოგი უკავშირებს ლათინურ კიკილია-ს, რომელიც " ბეცს ", " ახლომხედველს " ნიშნავს. ქართულში ეს სახელი გაიგივებულია ზემოხსენებული ტიპის სახელებთან.

ციალა
(ქართული).

ციკო
(ქართული) ეს სახელი ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირ ქალს.

ცინარა
(ქართული) " მოცინარი ". ვარიანტული ფორმებია: მცინარა, ცინარი, ცინუკი, ცინო...

ციოყ
– გავრცელებული იყო ძირითადად სვანეთში, დადეშქელიანთა საგვარეულოში. ამჟამად ძალზე იშვიათად გვხვდება. ეტიმოლოგია უცნობია. იხ. სოზარ.

ცირა
(ქართული) მეგრულად ნიშნავს " ქალიშვილს " (შეადარეთ აგრეთვე გურული ციცა, ცა). მისივე ვარიანტია ცირუ. საეკლესიო კალენდარი, როგორც ჩანს, მის მნიშვნელობას უკავშირებს " მცირეს " და ამიტომ უფარდებს მას ამავე მნიშვნელობის ლათინურ სახელს პავლა (შეადარეთ პავლე).

ცისანა
(ქართული).

ცისია
(ქართული).

ცისკარა
(ქართული) გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. ნიკოლაფხეშვილი ცისკარა იხსენიება " ტბეთის სულთა მატიანეში " (XIV ს., #536). აქედან წარმოქმნილი გვარებია: ცისკარავა, ცისკარაული, ცისკარაშვილი, ცისკარიშვილი, ცისკარიძე, ცისკარაძე.

ცისმარა
(ქართული) ვარიანტული ფორმაა ცისმარი.

ცისნამი
(ქართული).

ციური
(ქართული).

ციცია
(ქართული) ეს სახელია ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირ ქალს. ამ სახელის ვარიანტებია: ციცა, ციცანა, ციცინა, ციცკა, ციცო...

ციცინო
(ქართული).

ცოტნე
(ქართული) " უმცროსი ", " პატარა ". შეადარეთ ‘ცოტა’ (ნ. მარის ეტიმოლოგიით): ან " მცოდნე " (ქ. ლომთათიძე). საქართველოს ისტორიიდან კარგად არის ცნობილი მონღოლთა წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური ცოტნე დადიანი და მისი თავდადება. ამ თემაზეა აგებული აკაკი წერეთლის პოემა " ნათელა " და გრიგოლ აბაშიძის რომანი " ცოტნე ". ცოტნე დადიანი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად აღიარა. ცოტნესაგან არის წარმოქმნილი გვარი ცოტნიაშვილი.

ცოქალა
(ქართული) " სხვა, უცხო ქალი " (ცხო ქალ-ა), " სხვა ოჯახიდან მოსული (პატარძალი) ". ეს სახელი ერქვა ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატი სურამელის დედას, თამარ მეფის თანამედროვე დარბაისელ ქალს.

ცუცა
(ქართული) მისი ვარიანტული ფორმებია: ცუცია, ცუცკა, ცუცქა, ცუცნა, ცუცუნა, ცუცუ...

ცქირი
(ქართული) მეგრული სქირის ( " შვილი ") ფონეტიკური ვარიანტი უნდა იყოს; ან მიღებულია ცქვირ ( " ცქვიტი ") ფუძიდან ვ-ს დაკარგვით (იხ. იოსებ ყიფშიძე: ცქვირინი ცუჯიში - " დაცქვეტა ყურისა ") ცქირი ერქვა გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე ერთ პირს, რომელმაც თბილისის ამირას მხარდაჭერით სცადა ანიჩის ეპისკოპოსი გამხდარიყო, მაგრამ გრიგოლის წინააღმედგობის გამო საწადელს ვერ მიაღწია და ეკლესიიდან განკვეთილ იქნა.


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button