საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 16 names in this directory beginning with the letter Ტ.
ტაგუ
(ქართული) გავრცელებულია ძირითადად სამეგრელოში. ეტიმოლოგია უცნობია.

ტაია
(ქართული) მიღებული ჩანს ტარია-საგან, რომელიც თავის მხრივ ტარიელ-ის მოფერებით ფორმას წარმოადგენს.

ტარასი
(ბერძნული)"მოუსვენარი".აქედანაა გვარები ტარასაშვილი და ტარსაიძე.

ტარიელ
შოთა რუსთაველის"ვეფხისტყაოსნის"მთავარი გმირის სახელი,ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული.როგორც ფიქრობენ,მომდინარეობს ირანული დარიელ-ისაგან,რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება:დარ,დარა-"მეუფე"," მეფე","მფლობელი"და იელ–"გმირი","მოყმე".ამრიგად, ტარიელი ნიშნავს"მეფე გმირს","მოყმე მეფეს".აქედანაა გვარი ტარიელაშვილი.

ტასო
ანასტასია-ს მოფერებითი ფორმაა, ამჟღავნებს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენციას.

ტატე
– ითვლება ესტატე-ს შემოკლებულ ფორმად. დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს. აქედანაა გვარი ტატიშვილი.

ტატიანა
(ბერძნული) " მომწყობი ", " დამფუძნებელი ". განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული სახელია რუსულში. ეს სახელი ჰქვია პუშკინის " ევგენი ონეგინის " გმირ ქალს. მისი მოფერებითი ტორმებია ტანია, ტატა.

ტერეზა
ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. უკავშირებენ ძველ ბერძნულს, რომლის მიხედვითაც ნიშნავს " დაცვას " ან " მონადირეს " (უფრო ზუსტად: " სანადიროდ სიარულს "); სხვაგვარი ვარაუდით, ძველი გერმანული სახელია და ნიშნავს " სიყვარულს " ან " ძლიერს ".

ტერენტი
(ლათინური)"მხეხავი","გამფშვნეტელი","გამლესი",სხვაგვარი ახსნით:"მომქანცველი"(ეტიმოლოგიები საეჭვოა).

ტიმოთე
(ბერძნული) " პატივი ღვთისა ", " ღვთისმოსავი ". ხალხში გავრცელებული ფორმაა კიმოთე (აქედან გვაქვს სოფლის სახელიც კიმოთესუბანი).

ტიტე
(ლათინური) " ღირსება ", " პატივი " (შეადარეთ ტიტული - " საპატიო წოდება "). მოფერებითი ფორმებია: ტიტია, ტიტიკო.

ტრედონა
(ქართული).

ტრიფონ
(ბერძნული) " ნებიერი ", " განებივრებული ".

ტროფიმე
(ბერძნული) " გაზრდილი ", " გამონაკვები ". შეადარეთ ატროფია – რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის ზრდის შეწყვეტა საკვების უკმარობის (ან უმოქმედობის) გამო: ჰიპერტროფია – რომელიმე ორგანოს არანორმალური ზრდა-განვითარება.

ტურფა
(ქართული) ჰქვია აკაკი წერეთლის ისტორული დრამის " პატარა კახის " გმირ ქალს. დღეს შედარებით იშვიათი სახელია. საეკლესიო კალენდრის მიხედვით მას შეეფერება ლათინური " პულხერია " - " ლამაზი ". ტურფა წარმოშობით არაბული სიტყვაა, ნიშნავს " სიახლეს ", " უცხოს, საუცხოოს, იშვიათ რამეს ", " საჩუქარს ".

ტუხა
(ქართული) მოეპოვება ნაირფეროვანი სუფიქსიანი ვარიანტები: ტუხე, ტუხია, ტუხო, ტუხო. არსებობს გვარები: ტუხაშვილი, ტუხიშვილი, ტუხიაშვილი. ‘ტუხ’ ფუძეს შეიცავს კომპოზიტი შავ-ტუხ-ა, მაგრამ ამ ფუძის კონკრეტული მნიშვნელობა გაურკვეველია.


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button