საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 24 names in this directory beginning with the letter Ხ.
ხათუთა
იგივეა რაც ხათუნა.

ხათუნა
თურქულ და ირანულ ენებში ნიშნავს " ქალბატონს ", " მანდილოსანს ". ქართულში საკუთარ სახელად პირველად გვხვდება ფუზნარის ტაძრის წარწერაში (ივრის ხეობაში), რომელიც XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება.

ხანანი
(=უფლის მადლი) 1. დავით მეფის მიერ დანიშნული მუსიკოსი; 2. წინასწარმეტყველი იეჰუს მამა,ნათელმხილველი ;

ხარანი
(=მთიელი) 1. ფარას შვილი, აბრაამის ძმა;

ხარება
(ქართული) დღეს იშვიათად იხმარება. მისგან ჩანს მიღებული გვარები: ხარაბაძე, ხარებავა. ამ უკანასკნელს უკავშირდება სოფლის სახელი მარტვილის რაიონში - ნახარებუ. ( " სახარებავო ").

ხარიტონ
(ბერძნული) " მადლიანი ", " გულუხვი ".

ხარლამპი
(ბერძნული) " სიხარულით გაბრწყინებული ".

ხატია
(ქართული) " დახატული ", ე. ი. " ძალიან ლამაზი " (შეადარეთ გამოთქმა " კალმით ნახატი "). ეს სახელი ჰქვია ნოდარ დუმბაძის რომანს " მე ვხედავ მზეს " ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირს.

ხატიჯე
(არაბული) " ნაადრევად დაბადებული ", " დღენაკლული ".

ხატული
(ქართული).

ხახარე
(ქართული) " ახარე ".

ხახუტა
(ქართული) ნაწარმოებია კნინობითის ‘ტა’ სუფიქსით ხახუ სახელისაგან (ბერიტა, გოგიტა, შოშიტა და სხვა სახელთა მსგავსად). მისგან მომდინარეობს გვარები: ხახუტაშვილი, ხახუტაიშვილი.

ხვარამზე
(სპარსული) " მზისა ", " მზიანი ". ძველი ფორმაა ხუარანძე. ასე იხსენიებს მემატიანე ვახტანგ გორგასლის დას " ქართლის ცხოვრებაში " : " მიუდგა დედოფალი საგდუხტ და შვა ასული, და უწოდა სახელი მისი ხუარანძე " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 143). ჰვარ//ხვარ ირანულ ენებში " მზეს ნიშნავს ", ასე რომ ხვარა-მზე თითქოს ერთად, სინონიმურად წარმოდგიდგენს მზის ირანულ და ქართულ სახელებს.

ხვაშაქი
(ირანული) " კარგი ", " ლამაზი ". ცნობილია თამარ მეფის დროინდელი დარბაისელი ქალი ხვაშაქ ცოქალი.

ხვთისო
(ქართული) " ღმერთისა ". ქართული სიტყვა ღმერთი, ჩვეულებრივ, ბრუნვის დროს იკუმშება და ნათესაობით ბრუნვაში მოდვცა ჯერ ღმრთისა, შემდეგ – ღვთისა (ბგერის დაკარგვა და შენაცვლება) და ბოლოს ღვთისა (ღ→ხ). აქედან კი მეშველი ზმნისა და სუფიქსების დართვით წარმოიქმნა ანთროპონიმები: ღვთისავარ→ხვთისავარ, ღვთისია→ხვთისია, ღვთისო→ხვთისო. ამათგან ამჟამად გავრცელებული და ძირითადი ფორმაა ხვთისო. მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბერძნული კვირიკე, ებრაული ნაზარ, ქართული უფლისა, ქრისტესია (ქიტესა) და სხვ. გვარებიდან აქ მოგვაგონდება: ღვთისავრიშვილი, ხვთისავარიშვილი, ხვთისიაშვილი.

ხვიჩა
(ქართული) მეგრულად ნიშნავს " გაბრწყინებულს ", " მოცინარს ", " მოციმციმეს ". ეს სახელი ჰქვია უიარაღოს " მამელუკის " მთავარ გმირს. ხვიჩასგან არის წარმოქმნილი გვარი ხვიჩია.

ხიზკია
(ეზეკია) (=უფალმა განამტკიცა) 1. იუდეის მეფე, ახაზის შვილი;

ხირლიჩა
(ქართული) მისი პარარელური ფორმაა ხინჩლა, რომელიც მომდინარეობს ყინჩლა-საგან და წარმოადგენს ყინჩ-ის ( " კარგის ") კნინობით ფორმას (გ. ბედოშვილის ეტიმოლოგია).

ხლოდვიგი
(გერმ.: Chlodwig) არის მამაკაცის გერმანული სახელი, რომლისგანაც შემდგომში წარმოიშვა სახელი ლუდვიგი. ვარიანტები: კლოვისი (ფრანგ.: Clovis, სახელ "ლუი"-ს წინამორბედი), ხლოდევეხი, ხლოდოვიკი, ჰლუდოვიკი. სახელ "ხლოდვიგს" ატარებდნენ მეროვინგი მეფეები:

ხორეშან
(სპარსული) " ბედნიერი ". გავრცელებული სახელი იყო განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. სხვათა შორის, ეს სახელი ერქვა მეფე-პოეტის თეიმურაზ პირველის მეუღლეს, გიორგი X-ის ასულს.

ხოსრო
(სპარსული) " კეთილი სახელის მქონე ", " სახელმოხვეჭილი ", " სახელოვანი ". იხმარებოდა სპარსეთის შაჰების ეპითეტად, აქედან კი საზოგადოდ " მეფის " მნიშვნელობა შეიძინა. მისი კნინობითი ფორმებია: ხოსია, ხოსიტა. ამათგანაა გვარები: ხოსროშვილი, ხოსიტაშვილი (იხ. აგრეთვე ქაიხოსრო).

ხურსი
(სპარსული) " დათვი ". აქედანაა გვარები ხურციძე (←ხურსიძე) და ხურცილავა (←ხურსილავა).

ხუტა, ხუტუ
– უკავშირდება ხურიტულს, სადაც ხუტუ ღვთაების ეპითეტია და ნიშნავს " მებრძოლს ". შეადარეთ აგრეთვე ფალაური ‘ხვატა’.

ხუტა,ხუტუ
–უკავშირდება ხურიტულს,სადაც ხუტუ ღვთაების ეპითეტია და ნიშნავს"მებრძოლს".შეადარეთ აგრეთვე ფალაური‘ხვატა’. ...


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button