
საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა
რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია
მოსწონს თუ არა, ნებისმიერ ადამიანს თავისი სახელი აქვს – დაბადებიდან ასე დაარქვეს და საკუთარ სახელს ისიც იფერებს, იხდენს, ეგეუება. ზოგჯერ სახელის კნინობით ფორმას ირჩევს, ან ურჩევენ და იმ ფორმით მიმართავენ. როგორც უნდა იყოს, ალბათ თითოეულს აინტერესებს მისი სახელისა თუ გვარის ისტორია, წარმომავლობა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.
ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია
Showing 25 most recent names in this directory
ჰენრიხ
(ძველი გერმანული) შემოკლებით ჰერნი, ენრი, ქართული მოფერებითი ფორმაა ენრიკო. ამავე ფუძიდან ნაწარმოებია ქალის სახელიც - ჰენრიეტა. მისი მოფერებითი ფორმებია: რიტა, გრეტა.
ჰასან
(არაბული)"კარგი".უფრო ხშირად იხმარება მისი სახეცვლილი ფორმები:ასან(იხ)ან ხასან.ამავე სახელის ვარიანტული ფორმაა ...
ჰამლეტ, ჰასან
(არაბული) " კარგი ". უფრო ხშირად იხმარება მისი სახეცვლილი ფორმები: ასან (იხ.) ან ხასან. ამავე სახელის ვარიანტული ფორმაა ჰუსეინ.
ჰაინრიხი
(გერმ. Heinrich) — გერმანულენოვანი მამაკაცის სახელი და გვარი. მდედრობითი სქესის ფორმაა — ჰენრიკე (გერმ. Henrike). სახელი ჰაინრიხი წარმოიშვა ძველი ზემოგერმანული ენიდან და სავარაუდოდ ძველგერმანული სახელის „ჰაიმრიხის“ მემკვიდრე ფორმაა. სახელი ორი ნაწილისაგან შედგება: „ჰაიმ“ (გერმ. heim: სახლი), აგრეთვე „ჰაგან“ (გერმ. hagan, მამული) და „რიჰჰი“ (გერმ. rîhhi, მბრძანებელი, თავადი). აქედან გამომდინარე, სახელი შეიძლება ნიშნავდეს „სახლის ბატონს“ (გერმ. der Herr im Haus); „ბატონს მამულში“ (გერმ. der Herr im Hof) ან „მამულზე მბრძანებელს“ (გერმ. der Herrscher über Gut und Hof).
ჯუმბერ
– გვხვდება მხოლოდ ქართულში. შესაძლოა მიღებული იყოს ჯუანშერ-ისაგან ფონეტიკური და გრაფიკული ცვლილებების შედეგად. ჯუმბერი ჰქვია მეფისწულს სულხან-საბა ორბელიანის " სიბრძნე სიცრუისაში ".
ჯულიეტა
იულიას იტალიური ფორმაა (იულია იტალიურად გამოითქმის როგორც ჯულია, ფრანგულად ჟიული. ამ უკანასკნელის საალერსეო ფორმაა ჟულიეტ).
ჯუანშერ
(სპარსული. " ახალგაზრდა ლომი "). საქართველოში ცნობილ პირთა სახელად გვხვდება უძველესი დროიდან. აქ პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ვახტანგ გორგასლის სპასპეტი ჯუანშერი (V ს.), რომლის შესახებაც მემატიანე გვაუწყებს: " მაშინ მეფემან დაადგინა სხვა სპასპეტი, რომელსა ერქუა ჯუანშერ " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 145). ჯუანშერი ერქვა აგრეთვე არჩილ II-ის ძეს: " რაჟამს აღესრულა წმინდა მოწამე არჩილ, დაშთეს შვილნი მისნი იოვანე და ჯუანშერ " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 143). იმავე არჩილ მეფის დროს ქართლის ერისთავი იყო ჯუანშერ ჯუანშერიანი, ნათესავი მირიან მეფისა. ჯუანშერი ჰქვია " ქართლის ცხოვრების " ერთი ნაწილის ავტორსაც.
ჯოყოლა, ჯოჯიკ
– ძველი ქართული სახელია, რომლის ეტიმოლოგია უცნობია. გვხვდება ჯერ კიდევ V ს-ში (ჯოჯიკი ერქვა ვარსქენ პიტიახშის ძმას, შუშანიკ დედოფლის მაზლს). აქედანაა გვარი ჯორჯიკია.
ჯიმშერ
(სპარსული) " ტყუპი ლომი " (ეტიმოლოგია საეჭვოა). პარალელური ფორმებია: ჯიმშედ, ჯიმშელ. აქედანაა გვარები: ჯიმშერაშვილი, ჯიმშელაშვილი, ჯიმშელეიშვილი, ჯიმშიაშვილი, ჯიმშიტაშვილი, ჯიმშერაძე, ჯიმშელაძე, ჯიმშელიძე.
ჯიბო
- ითვლება ჯიბრაელ-ის შემოკლებულ ფორმად (იხ. ზემოთ ჯაბა). მისგან წარმოქმნილია გვარი ჯიბუტი. ამავე სახელის კნინობითია ჯიბილა//ჯიბილო, საიდანაც მიღებულია გვარი ჯიბლაძე.
ჯვებე
(ქართული) მეგრულად ნიშნავს " მსხვილნაკვთიანს ". შეიძლება პალატალიზებული ფორმა იყოს სახელისა იობ-ჯობ-ჯობე//ჯვებე.
ჯეირანული
(თურქული) გარეული ცხოველის სახელი (ჯეირანი ანუ ქურციკი) ქცეულია პიროვნულ სახელად თურქულ ენებში და როგორც საზოგადო, ისე საკუთარი სახელის მნიშვნელობით შემოსულია ქართულში. მისგან ნაწარმოებია გვარებიც: ჯეირანაშვილი, ჯეირანიშვილი (შეადარეთ: ქურციკაშვილი, ქურციკიშვილი, ქურციკიძე).
Submit a name
გოგა რატომ არარის ?