საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 5 names in this directory beginning with the letter Ჩ.
ჩაგუ
(ქართული) გავრცელებული სახელი იყო კოლხეთში, ამჟამად იშვიათად გვხვდება. მისი მოფერებითი ფორმაა ჩაგუნა. არსებობს აგრეთვე ფონეტიკური ვარიანტები: ჩაქუ, ჩაქუნა. ეს ფუძე დასტურდება გვარებშიც: ჩაგუნავა, ჩაგანავა, ჩაგინავა. შესაძლოა მათვე უკავშირდებოდეს ჩაკაბერია. ფუძის ლექსიკური მნიშვნელობა უცნობია.

ჩალხია
– აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სახელია.

ჩარგაზ
– ამჟამად იშვიათი სახელია, გვხვდება ძირითადად სამეგრელოსა და სვანეთში. უნდა მომდინარეობდეს ჩერქეზ ეთნონიმისაგან (ე→ა მეგრულ-ლაზურის დამახასიათებელი ფონეტიკური კანონზომიერებაა). არსებობს გვარიც – ჩარგაზია (შეადარეთ ჩერქეზია). წინათ არსებულა მისი სვანური ვარიანტიც – ჩარგასიანი, რომელიც სვანეთის წერილობით ძეგლებში დასტურდება ჯერ კიდევ XIV ს-ში (ვ. სილოგავა, I, 1986; იხ. აგრეთვე რ. თოფჩიშვილი, 1997, გვ.51; პ. ცხადაია, 2000, გვ.150).

ჩიორა
(ქართული).

ჩიტო
ქართული საკუთარი სახელი. გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. მისი მოფერებითი ფორმებია: ჩიტუნია, ჩიტურა, ჩიტუა და სხვა. მათგან მომდინარეობს გვარები: ჩიტაია, ჩიტავა, ჩიტია, ჩიტიანი, ჩიტაური, ჩიტაძე, ჩიტიძე, ჩიტიშვილი, ჩიტეიშვილი, ჩიტიაშვილი, ჩიტოშვილი, ჩიტუაშვილი, ჩიტუნაშვილი, ჩიტუკაშვილი, ჩიტორელიძე.[1]


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button