საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 34 names in this directory beginning with the letter Თ.
თადეოზ
(ასურული) " ბრძენი " ; საბას განმარტებით _ " მაქებელი ". პარალელური ფორმაა თათაოს. ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული სახარებაში იხსენიება ორი სახელით: " ზებედე, რომელსა ხერქუა თადეოზ " (მათე 10, 3). ცნობილია აგრეთვე სტეფანწმინდელი მოწამე თადეოზი, იგივე თათა. თათა და ასევე თადე, თადო, თადუნა თათაოსის ანუ თადეოზის საალერსო-კნინობითი ფორმებია. მისგან წარმოქმნილი ჩანს გვარები: თათაშვილი, თათეიშვილი, თადაშვილი, თადიშვილი, თადიაშვილი, თადიაური...

თათაშ
(ქართული) " თათასი ". იხ. თადეოზ. შდრ. დადაშ, ტატაშ.

თათია, თათული
(ქართული).

თალიკო
ქართული სახელია, მიღებული თამარ-ის კნინობითი ფორმისაგან: თამრიკო_თალიკო.

თამაზ
(ძველი ირანული)"ძლიერი ცხენი"ან"ძლიერი ცხენოსანი". აქედანაა გვარი თამაზაშვილი,რომელიც დოკუმენტებში დასტურდებაXV ს-დან.გვხვდება აგრეთვე პარალელური ფრომა თამაზიშვილი.

თამარ
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი "ფინიკის პალმას" ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული, გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი.

თამთა
მიღებული ჩანს თაჰამთა-საგან, რომელიც გვხვდება როსტომის და ზოგი სხვა ირანელი გმირის ეპითეტად და ნიშნავს "ღონიერს", "გოლიათს", " ძლიერს ", "მამაცს", "გმირს". სპარსეთში და ძველ საქართველოშიც ვაჟის სახელი იყო.

თამილა
(ძველი რუსული) " ტანჯული ", " წამებული ".

თამრიკო
ქართული სახელია, მიღებული თამარ-ის კნინობითი ფორმისაგან: თამრიკო_თალიკო.

თანდილა
(ქართული) ავთანდილ-ის შემოკლებული ფორმა ჩანს. საკუთარ სახელად გვხვდება მხოლოდ ქართველებში. აქედანაა გვარები: თანდილავა, თანდილაშვილი. როგორც სახელი თანდილა, ისე გვარი თანდილაშვილი დოკუმენტებში გვხვდება XVI ს-დან.

თარხან
(თურქულ-მონღოლური) მნიშვნელობა არ არის ნათელი: " მჭედელი " (?); გვიანდელი გაგებით – " თავისუფალი ". აქედანაა გვარი თარხნიშვილი. ეს სახელიც და გვარიც ქართულ წყაროებში ჩანს XVII ს-დან.

თაფლო
(ქართული)

თაყა
ქართული სახელია, მაგრამ გაურკვეველი მნიშვნელობისა. ქართულიდან სომხურში არის შესული. მისგან მოდის გვარები: თაყაშვილი, თაყაიშვილი, თაყაძე, თაყნიაშვილი, ტაკაშვილი.

თეა
(ბერძნული) " ღვთაება "

თებრონე
(ბერძნული) მნიშვნელობა დაუდგენელია. ძველი ფორმაა თებრონია, ქართულში გავრცელებული ფორმაა თებროლე (გავიხსენოთ ხალხური ლექსი: " თებროლე მიდის წყალზედა "). მისი კნინობითია თებრო.

თედო
ამჟამად თეოდორეს კნინობით ფორმად ითვლება, მაგრამ დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს. ამ ფორმით იხმარება რამდენიმე ცნობილი პირის სახელად (თედო რაზიკაშვილი, თედო ჟორდანია, თედო სახოკია). ანალოგიური ფორმები (თედო, თედუა) დასტურდება ხურიტულ წარწერებში.

თედორე
(ბერძნული) " ღვთის ბოძებული ", " ღვთის ნაჩუქარი ". თეოს ბერძნულად ნიშნავს " ღმერთს ", დორონ - " საჩუქარს ". აქედანაა მიღებული ძველი ფორმა თეოდორე. მისი რედუქციით კი – თევდორე და ბოლოს – თედორე. იმავე სიტყვებს შებრუნებული რიგით შეიცავს სახელი დოროთე. როგორც ერთის, ისე მეორისაგან ნაწარმოებია ქალის სახელებიც: თეოდორა, დოროთა. ამ სახელებთან დაკავშირებით მოგვაგონდება აგრთვე თეო-ს შემცველი მრავალი სხვა სახელი: თეა, თეო ( " ღვთაება "), თეკლა, თეკლე ( " ღვთის დიდება ") თეოდოსია, ფეოდოსია ( " ღვთისადმი შეწირული "), თეოდულა ( " ღვთის მონა "), თეოლინე ( " ღვთის მოყვარე "), თეოფილაქტე ( " ღვთის მცველი ") და ა.შ. თევდორე-საგან ნაწარმოებია გვარები: თევდორაძე, თევდორაშვილი, თედორაია, თედორაძე, თედიაშვილი, თედოშვილი. ამ სახელის კნინობითი ფორმებია: თედო, თედუა. საქართველოს ისტორიული წარსულიდან კარგად არის ცნობილი თავდადებული მღვდელი თევდორე. მან შემოსეულ თურქთა ლაშქარს გზა აუბნია, რისთვისაც ხმლით აკუწეს, მაგრამ ქვეყანა კი იხსნა განსაცდელისაგან (1609 წ.).

თეთრუა
(ქართული).

თეიმურაზ
(ირანული) " სხეულით ძლიერი ". როგორც ფიქრობენ, მისი უძველესი ფორმაა ინდური თაჰმაურუპა ( " ძლიერი მელა "), მაგრამ შემდეგ ხელახლა იქნა გააზრიანებული და სახეცვლილი ირანულში. ეს სახელი ჰქვია " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთ გმირს, ირანის ლეგენდარულ მეფეს. საქართველოში ამ სახელით ცნობილია ორი მეფე-პოეტი. თეიმურაზის მოფერებითი ფორმებია: თემო, თემუკა, თემუკო, თემიკო.

თეიმურაზი
ქართული საკუთარი სახელი, რომელიც წარმოიშვა სპარსული ანალოგისგან, ნიშნავს „მელიისტყაოსანს“, , „სულით ძლიერს“, „ძლიერ მელას“. პირველად გვხვდება „შაჰნამეს“ ერთ-ერთი მთავარი გმირის — სპარსეთის მითური მეფე თაჰმურასის სახელად, რის გამოც დიდად პოპულარული იყო სპარსულ კულტურაში, შემდეგ კი დამკვიდრდა საქართველოშიც. მისი კნინობითი ფორმებია თემო და თემური. გავრცელებულია ასევე ჩრდილოეთ ოსეთში (ოს. Таймураз), იშვიათად გვხვდება აზერბაიჯანსა (აზერ. Teymuraz, Təhmuraz) და სომხეთში (სომხ. Թեյմուրազ). სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 20633 მატარებელი

თეკლა
(ძვ. ბერძნ. Θέκλα) — ქალის სახელი. მნიშვნელობის მხრივ უკავშირდება ძველბერძნულ ენას, ნიშნავს "ღვთის დიდებას": ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს θεός - "ღმერთი", მეორე ნაწილია კლეოს κλέος - "დიდება". მისივე ვარიანტებია თეკლე (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლე-ბიჭს ეძახდნენ).

თეკლე
(ბერძნული) " ღვთის დიდება ". მისივე ვარიანტებია თეკლა (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლე-ბიჭს ეძახდნენ). ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს - " ღმერთი ", რომელიც შედის აგრეთვე მრავალ სხვა საკუთარ სახელში (იხ. თედორე), მეორე ნაწილია კლეოს - " დიდება ", რომელსაც შეიცავს აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი კლეოპატრა - " მამის დიდება ".

თემურ
(თურქულ-მონღოლური) " რკინა ". ეს სახელი ერქვა მონღოლთა ურდოების წინამძღოლს თემურლენგს (ე. ი. " კოჭლ თემურს "), რომელსაც რუსები ტამერლანს ეძახიან; სახელი თემური მონღოლურიდან გადასულა თურქულში და ამ უკანასკნელის მეშვეობით ჩვენშიაც გავრცელდა.

თენგიზ
- იგივეა რაც ჩინგიზ, რაც მონღოლურად " დიდს ", " ძლიერს " ნიშნავს. მონღოლთა ძლევანმოსილი სახელმწიფოს დამაარსებელს ჩინგიზხანს სახელად თემუჩინი ერქვა. ჩინგიზხანი ( " ძლიერი, დიდი ხანი ") მისი წოდება იყო, რომელიც შემდეგ საკუთარ სახელად იქნა გაგებული. ამ სახე

თეო
ბერძნული წარმოშობის ქალის სახელი, მისი მნიშვნელობაა "ღმერთი", "ღვთაება". თეო-ს (ასევე თეკლე-ს) კნინობითია ქართულში თეკო.

თეოლინე
წარმოადგენს ბერძნული თეონილა-ს ქართულ ფონეტიკურ ვარიანტს, ნიშნავს " ღვთის გონებას " ან " საღვთო ფიქრს ".

თეონა
(ბერძნული) " ღვთის ფიქრი ", " ღვთის გონება ". ადრე კაცის სახელი იყო და შემდგომ იქცა ქალის სახელად.

თვალჩინა
(ქართული).

თინათინ
(ქართული) " მზის სხივის ანარეკლი ", " მოციმციმე სხივი ". " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.

თინათინი
(ქართული) "მზის სხივის ანარეკლი," "მოციმციმე სხივი". "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით, ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.

თომა
(ძველი ებრაული) " მარჩბივი " ანუ " ტყუპის ცალი (ტყუპთაგან ერთ-ერთი) ". თომა ერქვა ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულს: " მოციქულთა სახელები ესე არს:...თომა და მათეოზ მეზუერე " (მათე 10, 3). თომა-საგან წარმოქმნილი გვარებია: თომაძე, თომაშვილი, თომიაშვილი, თომაია, თომავა. ამათგან თომიაშვილი გვხვდება 1523 წლის სიგელში, თომაძე – 1544 წ., დანარჩენები – XVII ს-დან.

თორნიკე
(ბერძნული) კომპოზიტია, რომლის პირველი ნაწილის (თორ-) მნიშვნელობა ბუნდოვანია, მეორე ნაწილს კი წარმოადგენს ნიკე - " გამარჯვება " (შდრ. ანდრონიკე, კალენიკე, ნიკანდრო, ნიკოლოზ და სხვ.). ეს სახელი ერქვა სახელოვან ქართველ მხედართმთავარს თორნიკე ერისთავს, რომლის სარდლობითაც ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებული სკლიაროსი (979 წ.) ამ გამარჯვებით მოპოვებული ნადავლის უდიდესი ნაწილი თორნიკემ მოახმარა ქართველთა მონასტრის მშენებლობას ათონის მთაზე, სადაც ის ბერად იყო აღკვეცილი იოანეს სახელით.

თორღვა
ეტიმოლოგია უცნობია.

თურმან
(სპარსული) აქედანაა გვარები: თურმანიშვილი, თურმანიძე, თურმანაული. თურმანიძეები ძველ საქართველოში განთქმული ექიმები იყვნენ. იხსენიებიან ძველ დოკუმენტებში XV ს-დან. იმავე ხანებიდან გვხვდება აგრეთვე თურმანიშვილის გვარიც.


Submit a name

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button