საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 53 names in this directory beginning with the letter Ს.
საბა
(არამეული)"მოხუცი","პაპა",ან:(ძველი ებრაული)"თავისუფლებას მოკლებული","ტყვე".ეს სახელი ერქვა არაერთ ქართველს მოღვაწეს,როგორიცაა,მაგალითად,ქართლის კათალიკოსი საბა I(523-552წწ.),საბა II(1146-1150წწ.),გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და თანამოღვაწე საბა იშხნელი(VIII-IXსს.)და სხვანი.ბერად შედგომის შემდეგ საბა ერქვა დიდ მწერალსა და ლექსიკოგრაფს სულხან ორბელიანს(1658-1725 წწ.)ძველად წესად იყო,რომ ბერად აღკვეცილ პირს სახელი უნდა შეეცვალა,ოღონდ ახალი სახელი ძველს ემთხვეოდა საწყისი ბგერით.სწორედ ასეთია სულხან-საბა.საბა-საგან ნაწარმოებია გვარი საბაშვილი.

საბედა, საბედო
(ქართული) " ვისაც ბედი ელის ", " საბედნიერო " (შეადარეთ ბედისა). როგორც არაკალენდარული სახელი, მიჩნეული იყო ელისაბედ-ის შემოკლებულ ფორმად.

სავლე
(ძველი ებრაული) " ნათხოვნი (ღვთისათვის) ", " ნავედრები " ( " თხოვნა-ვედრებით მიღებული "), " სასურველი ". ამავე სახელის ვარიანტია საულია.

სალომე
(ძველი ებრაული) "მშვიდობა". ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათაგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლე, სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმინდა ნინოს ცხოვრება: "რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ " ( "ქართლის ცხოვრება" I, 70).

სამაია
(ქართული).

სამოელ
(ძველი ებრაული) " ღვთის მიერ შესმენილი ". სიტყვა-სიტყვით: " ღმერთმა შეისმინა (თხოვნა, ვედრება) ". ფონეტიკური ვარიანტია სამუელ.

სამსონ
(ძველი ებრაული) " მზიანი ". აქედანაა გვარები: სამსონია, სამსონიძე, სამსონაძე.

სამძივარი, სამძივარა
(ქართული) როცა ანდრია მოციქული, პირველწოდებული, მოვიდა საქართველოში, მესხეთში, და შეუდგა ქრისტეს მოძღვრების ქადაგებას, " მთავრობდა მაშინ დედაკაცი ვინმე ქურივი სამძივარი " ( " ქართლის ცხივრება ", I 39). შეიძლება იმავე სახელის ფონეტიკური ვარიანტი იყოს სამძიმარა, რომელიც ძველი ქართული წარმართული ღვთაების სახელად გვხვდება ფოლკლორულსა და წერილობით წყაროებში. მთის კილოებში დასტურდება მისი ვარიანტული ფორმები: სამძიმი, სამძიმა, სამძიმარი, სამძიმარო. დღეს კი ეს სახელი თუ სახელები თითქმის მივიწყებულია.

სანათა
(ქართული) მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ნათელა, სვეტლანა, ფოტინე. სანათა ჰქვია ვაჟა-ფშაველას " ბახტრიონის " ერთ-ერთ პერსონაჟს, გმირი ვაჟკაცების დედას.

სანდალა
#NAME?

სანდრო
ალექსანდრე-ს შემოკლებული ფორმაა,ქცეული დამოუკიდებელ სახელად(სანდრო შანშიაშვილი,სანდრო იაშვილი,სანდრო ახმეტელი,სანდრო ჟორჟოლიანი და სხვანი).

სანდუა
(ქართული) " სანდომიანი " ან " სანდო ".

სარა
(ძველი ებრაული) " ქალბატონი ", " ჩემი მბრძანებელი ". ეს სახელი ერქვა ბიბლიური აბრაამის ცოლს, საიდანაც სათავე დაედო ებრაელთა მოდგმას.

სარგის
(ასურული) მნიშვნელობა დაუდგენელია. იგივე სახელი სომხურში შესულია სარქის-ის ფორმით. სარგისის სახელით ცნობილია ბევრი ისტორიული პირი, განსაკუთრებით თმოგველთა და ჯაყელთა საგვარეულოდან.

სარდიონ
(ბერძნული) " მწითური " (სარდიონი ეწოდება წითელი ფერის მინერალს).

სარიდან
(სპარსული).

საულია
- იხ. შავლე.

საურმაგ
(ირანული) " შავი ხელის მქონე ", " შავხელა ". ეს სახელი ერქვა ქართველთა მეფეს I საუკუნეში.

საყვარელა
– შემოკლებით – საყვალა, ქართული სახელია (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ დავით.). აქედანაა გვარი საყვარელიძე.

საჩინო
(ქართული).

სევასტი
(ბერძნული) " ღირსეული ", " პატივსადები ", " წმინდა ". ამავე სახელის ფორმებია ევროპულ ენებში სებასტოს, სებასტიან (გაიხსენეთ დიდი გერმანელი კომპოზიტორი იოჰან სებასტიან ბახი). იმავე სატყვებისაგანაა ნაწარმოები ქალაქის სახელი სევასტოპოლი.

სევდია
სიტყვა წარმოშობით არაბულია (სავდა - " მწუხარება ", " ნაღველი "), ქალის სახელად ქცეულია აზერბაიჯანულში (სევდა - " წუხილი სიყვარულის გამო "). ქართულში ცნობილია სევდია-ს ფორმით, მაგრამ თავისი " სევდიანი " მნიშვნელობის გამო ამჟამად იშვიათად გვხვდება.

სევერიან
(ლათინური) " მკაცრი ".

სეით
(ძველი ებრაული) " სამაგიერო ". ბიბლიური ადამის ვაჟის სახელია, რომელიც ძველ ქართულ წყაროებში წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმით: სეთ//სმთ: " რომელ საგონებელ იყო ძედ... სეთისა " (ლუკა 3, 38, ჯრუჭ-პარხლის ოთხთავი; შდრ. სმთისა – ადიშის ოთხთავი); სეით: " ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 372). საბას ისინი სხვადასხვა სახელებად მიაჩნია: " სეთ დაბადებული ", " სეით სმა ". ამის გარდა, არსებობს აგრეთვე არაბული წარმოშობის ანთროპონიმი საიდ//საით, რომელიც შესულია სხვა აღმოსავლურ ენებშიც და შეძენილი აქვს ნაირგვარი მნიშვნელობანი, რაც ართულებს მათ ეტიმოლოგიზებას. ქართულში ამჟამად ვაჟის სახელად დასტურდება მხოლოდ სეით (ისიც იშვიათად), დანარჩენი ფორმები კი დაცულია გვარებში: სეთური, სეთურიძე, საითაძე, საითიძე, სეიდიშვილი.

სერაპიონ
(ბერძნული) " სერაპისისა " (სერაპი ერქვა ძველ ეგვიპტელთა სიკვდილ-სიცოცხლისა და განკურნების ღვთაებას).

სერგი
(ლათინური)რომაული გვაროვნული სახელია,საეკლესიო კალენდარში ითარგმნება როგორც"მაღალი","ღირსეული",ან "მგზნებარე".მისივე ვარიანტული ფორმაა ქართულში სერგო, კნინობითი–სერგია.ეს უკანასკნელი გვხვდება აგრეთვე გვარად.

სესე
(ქართული) მნიშვნელობა უცნობია. კნინობით-საალერსო ფორმებია: სესია, სესიკა, სესიკელა, სესიტა. ამათგან წარმოქნილია გვარები: სესიაშვილი, სესიკაშვილი, სესიკელაშვილი, სესიტაშვილი.

სეფედავლე
(არაბული) " სახელმწიფოს მახვილი " ამირანდარეჯნიანის " ერთ-ერთი გმირის სახელია. ამჟამად გვხვდება მხოლოდ შემოკლებული ფორმით: სეფე, აქედანაა გვარი სეფიაშვილი.

სეხნია
(ქართული) " სახელის მოზიარე ", " თანამოსახელე ". აქედანაა გვარი სეხნიაშვილი.

სვეტლანა
(სლავური) " ნათელისა ". ნაწარმოებია კაცის სახელისაგან: " სვეტლან - " ნათელი ". შეადარეთ ქართული ნათელა, სანათა, ბერძნული ფოტინე.

სიდონია
შემოკლებით სიდო – ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია, შესაძლოა უკავშირდებოდეს გეოგრაფიულ სახელს სიდონ-ს, ე. ი. ნიშნავდეს " სიდონელს " (თვით სიდონი ებრაულად ნიშნავს " სათევზაო ადგილს ").

სიკო
– სიმონ-ის მოფერებითი ფორმაა, ქართულში იძენს დამოუკიდებელი სახელის მნიშვნელობას (სიკო ფაშალიშვილი, სიკო ვაჩნაძე, სიკო დოლიძე).

სილვა
ახალი ნასესხებია დასავლეთ ევროპის ენებიდან, წარმოადგენს სილვია-ს შემოკლებულ ფორმას, რომელიც მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს " ტყისას " (დაწვრილებით იხ. სილიბისტრო).

სილიბისტრო
(ლათინური) " ტყისა ". ლათინურად სილვა ნიშნავს " ტყეს ", სილვანუსი კი ჰქვია ტყის ღმერთს. აქედანვეა კაცის სახელები სილოვან, სილიონ და ქალის სახელები: სილვანა, სილვია, სილვა.

სილოვან
– იხ. სილიბისტრო

სიმონ
(ძველი ებრაული) " შესმენილი ", " გამგონე " (სიტყვასიტყვით: " ღმერთმა გაიგონა " ; იგულისხმება, რომ ღმერთმა შეისმინა ლოცვა-ვედრება). ქართულში ფართოდ გავრცელებული სახელია, ერქვა ორ მეფეს (XVI-XVII სს.) და მრავალ გამოჩენილ პიროვნებას. ძველი ფორმაა სვიმონ, მოფერებითი ფორმებია სიკო, სისო, სიმონიკა. ამ სახელისაგან წარმოქმნილია რამდენიმე გვარი: სიმონიშვილი, სიმონიძე, სიმონია, სვიმონიშვილი. სვიმონია.

სისონა
– ეტიმოლოგია დაუდგენელია. შეიძლება ნიშნავდეს " სისვისფერს ".

სოზარ
– ძმების სოზარისა და ციოყის სახელები. ცნობილია სვანური ფოლკლორიდან, თუმცა ამჟამად მეტად იშვიათად გვხვდება. მათი ეტიმოლოგია დაუდგენელია.

სოკრატ
(ბერძნული) " ძალა-უფლების დამცველი (შემნარჩუნებელი) ". მთელ მსოფლიოში განთქმული ათენელი ფილოსოფოსის სახელია.

სოლომონ
(ძველი ებრაული) " წყნარი ", " მშვიდი ", " მშვიდობიანი ". ლეგენდარული ბრძენისა და ებრაელთა მეფის სახელია. ქართულში ძველთაგანვე გვხვდება. მისი მოფერებითი ფორმებია: სოლო, სოლიკო. მისგან ნაწარმოები გვარებია: სოლომონია, სოლომონიშვილი, სოლომნიშვილი, სოლოშვილი. ამავე სახელის აღმოსავლური ვარიანტია სულეიმან.

სოსან, სოსანა
(ქართული) ძველად გავრცელებული, დღეს იშვიათი სახელი. მოეპოვება ნაირფეროვანი ვარიანტები: სოსა, სოსია, სოსე, სოსება, სოსელა... ჟამთააღმწერელის ცნობით, სოსანი ერქვა ლაშა-გიორგის ძის, დავით უფლისწულის მსახურს, რომელიც თან ახლდა მას ტყვეობაში: " დავითს პირველვე თანა წარტანებულ იყო ვინმე, სახელით სოსან, რომელი მიეცა მამასა მისსა ლაშას " ( " ქართლის ცხოვრება ", II, 203). სოსანი მინდვრის ლამაზი ყვავილის სახელია, მაგრამ ვაჟისა და ყვავილის სახელების ეტიმოლოგიური კავშირი ამ შემთხვევაში ნაკლებად სარწმუნო ჩანს. უფრო სავარაუდოა, რომ ანთროპონიმი სოსანი დაკავშირებულია ნართული ეპოსის ცნობილი გმირის სახელთან (იხ. სოსლან).

სოსლან
(ოსური) ნართების ეპოსის ერთ-ერთი გმირის სახელია, მომდინარეობს ინგუშურიდან. ცნობილია ოსეთის უფლისწული, თამარის მეფის მეუღლე დავით სოსლანი.

სოსო
იოსებ-ის მოფერებითი ფორმაა,ქართულში დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენცია ახასიათებს

სოფიო
(ბერძნული) "სიბრძნე". თვით ბერძნულში პირველადი ფორმაა სოფია. შეადარეთ მეცნიერების სახელწოდება ფილოსოფია. სოფისტები ერქვათ ერთ-ერთი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის მიმდევრებს. ბულგარეთის დედაქალაქში არის წმინდა სოფიოს სახელწოდების ტაძარი, რომლისგანაც მთელ ქალაქს მიუღია სახელი – სოფია. სოფიოს მოფერებითი ფორმებია ქართულში: სოფო, სოფიკო

სოფრომ
(ბერძნული) " საღად მოაზროვნე ", " კეთილგონიერი ".

სპარტაკ
- ხშირად განმარტავენ ლათინურის მიხედვით როგორც " სპარტელს " ( " ქალაქ სპარტის მცხოვრებს "), მაგრამ ასეთი ახსნა სწორად არ მიიჩნევა. უფრო დამაჯერებლად ითვლება ვარაუდი, რომ ეს სახელი წარმოშობით თრაკიულია და ნიშნავს " ფეხით გამქელველს ", " დამთრგუნველს ". სწორედ თრაკიელი იყო საბერძნეთის აჯანყებულ მონათა ბელადი სპარტაკი (ძვ. წ. I ს.), რომლის შესახებაც მოგვითხრობს ჯიოვანოლის რომანი " სპარტაკი ". ეს სახელი ქართულში ახალი შემოსულია.

სპირიდონ
– ეტიმოლოგია გაურკვეველია. საეკლესიო კალენდრის მიხედვით ნიშნავს " დაწნულ მრგვალ კალათას ". მზია ანდრონიკაშვილის აზრით, მიღებულია ფრიდონ-ისაგან: ფრიდონ→ფირიდონ→სფირიდონ//სპირიდონ (‘ი’ და ‘ს’ განვითარებულია).

სტეფანე
(ბერძნული)"გვირგვინი".ეს სახელი აგრეთვე ფართოდ გავრცელებულთა რიგს ეკუთვნის და სხვადასხვა ენაში შესულია ნაირ-ნაირი ფორმით:გერმანულშია შტეფან,ფრანგულში-ეტიენ,უნგრულში–იშტვან და ა.შ.ძველ ქართულში გავრცელებული ფორმა იყო სტეფანოს,რომელიც გვხვდება ჯერ კიდევ მცხეთის ჯვრის წარწერებში(VIს.):"ჯუარო მაცხოვრისაო,სტეფანოს ქართლისა პატრიკოსი შეიწყალე".ამ სახელისაგან არის წარმოქმნილი გვარები სტეფანიშვილი,სტეფანია და ტეფნაძე

სულა
(ქართული) ამჟამად გავრცელებულია მოფერებითი ფორმით: სულიკო. მისგან ნაწარმოები გვარებია: სულაძე, სულიაშვილი, სულიკაშვილი.

სულიკო
(ქართული).

სულხან
(არაბული)"სამართლიანი".აქედანაა გვარი სულხანიშვილი. სულხანი ერქვა ერისკაცობაში დიდ ქართველ მწერალს საბა ორბელიანს.

სურათა
(არაბული) " სურათი ", " ნახატი ", " სახე ".

სუსანა
(ძველი ებრაული) " შროშანა " (შეადარეთ ყვავილის სახელწოდება სოსანი). ამ სახელის სომხური ფორმაა შუშანიკ. სუსანა მენელსაცხებლე დედისა და რამდენიმე მოწმის სახელია.


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button