საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა
რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია
მოსწონს თუ არა, ნებისმიერ ადამიანს თავისი სახელი აქვს – დაბადებიდან ასე დაარქვეს და საკუთარ სახელს ისიც იფერებს, იხდენს, ეგეუება. ზოგჯერ სახელის კნინობით ფორმას ირჩევს, ან ურჩევენ და იმ ფორმით მიმართავენ. როგორც უნდა იყოს, ალბათ თითოეულს აინტერესებს მისი სახელისა თუ გვარის ისტორია, წარმომავლობა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.
ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია
There are currently 6 names in this directory beginning with the letter Უ.
უნცრუა
(ქართული) " უმცროსი ". მთის კილოებში გავრცელებული სახელი იყო, ამჟამად იშვიათია. ფორმით მსგავსი და სემანტიკურად იდენტური ‘უნცროსია’, დასტურდება ძველ დოკუმენტებში (საქართველოს სიძველენი I, 58).
უტა
(ქართული)გავრცელებული სახელია სამეგრელოში. წარმოშობით უკავშირდება შუმერულ მზის ღვთაების სახელწოდებას.მოეპოვება მრავალფეროვანი ვარიანტები:უტუ,უტალა,უტუელა,უტუია,უტუნა,უტუნია,უტუტი.
უჩა
(ქართული)მეგრულად ნიშნავს"უთეთროს",ე.ი."შავს"," შავგვრემანს".გვხვდება ისტორიულ დოკუმენტებში(დოკ.II,234).მისი მოფერებითი ფორმაა უჩანა.იშვიათად გვხვდება კომპოზიტური სახელებიც:უჩაკოჩი(" შავი კაცი"),უჩანდია ("შავი იყავ"),უჩატიამი("შავი მტევანი").უჩასაგან წარმოქმნილია გვარები:უჩავა,უჩაძე,უჩიძე,უჩანეიშვილი.
Submit a name
გოგა რატომ არარის ?