საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 38 names in this directory beginning with the letter Ლ.
ლადო
- მომდინარეობს ვლადიმერ-ისაგან, ქართულში ქცეულია დამოუკიდებელ სახელად (ლადო აღნიაშვილი, ლადო მესხიშვილი, ლადო გუდიაშვილი, ლადო გრიგოლია, ლადო ასათიანი, ლადო ავალიანი). მისი მოფერებითი ფორმაა ლადიკო.

ლავრენტი
(ლათინური) ლაურუს ლათინურად ეწოდება " დაფნას " (იქიდანვეა რუს. лавр - " დაფნა "). ძველთაგანვე წესად იყო სხვადასხვაგვარი შეჯიბრების დროს გამარჯვებულის შემკობა დაფნის გვირგვინით. ამიტომ ამ სიტყვამ გადატანითი მნიშვნელობაც შეიძინა და " გამარჯვებას " ნიშნავს (აქედანაა ლაურეატი - " დაფნით შემკული " ე.ი. " გამარჯვებული "). იმავე სიტყვისაგან ნაწარმოებია აგრეთვე ქალაქის სახელწოდება ლავრენტია. ყოველივე ამის წყალობით ლავრენტი განიმარტება როგორც - " დაფნისა " (დაფნის გვირგვინის დამდგმელი " ე. ი. " გამარჯვებული ") ან " ქალაქ ლავრენტის მცხოვრები ". იმავე სიტყვის ძირისაგან ნაწარმოებია აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელიც: ლავრი, ლავრა, ლაურა.

ლაზარე
(ძველი ებრაული) " ღვთის წყალობა " (უფრო დაწვრილებით იხ. ელიაზარ).

ლალი
წარმოშობით ძველი ინდურია, აღნიშნავდა წითელი ფერის ძვირფას თვალს – ლალს, აქედანაა კი საერთოდ წითელ ფერს. როგორც ერთი, ისე მეორე მნიშვნელობით იგი ისესხა არაერთმა აღმოსავლურმა ენამ. სხვადასხვა გზით ამ სიტყვას უკავშირდება სახელები ლალი, ლალა, ლალე, ლოლა. ზოგი მათგანი აღმოსავლეთის ხალხებში გვხვდება კაცის სახელადაც. აქედანაა გვარები: ლალაშვილი, ლალიაშვილი, ლოლაშვილი.

ლამარა
ახალი წარმოქმნილი ქართული სახელია. სვანეთში, უშგულის თემში, არის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი, რომელსაც ლამარა ჰქვია ( "მარიამისა"). აქედან არის მიღებული ლამარა. პირველად გვხვდება გრ. რობაქიძის ამავე სახელწოდების პიესაში.

ლამზირა
(ქართული) სვანურად ნიშნავს " სალოცავს "". ნაწარმოებია ლამარა-ს მსგავსად."

ლანა
(სლავური) მოფერებითი ფორმაა, მიღებული სვეტლანა, რუსლანა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლების გზით.

ლარისა
(ბერძნული) " თოლია ""."

ლატავრა
(სპარსული) "რატის ასული". მისი ადრინდელი ფორმაა ლატავრი, რომელიც მემატიანის ცნობით, ქალის სახელად გვხვდება ჯერ კიდევ VII სუკუნეში: " ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი, ნათესავი ბაგრატიონთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი " (ქართლის ცხოვრება ", I, 251). ეს სახელი გვხვდება X საუკუნეშიც - " სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ". ძველად გვხვდებოდა აგრეთვე ანალოგიურად ნაწარმოები ქალის სახელები: გვარამავრი და პეროჟავრი. ლატავრა ჰქვია სანდრო შანშიაშვილის ამავე სახელწოდების დრამისა და ზაქარია ფალიაშვილის ოპერის მთავარ მოქმედ გმირს.

ლაურა
(ლათინური) " დაფნა "" (დაწვრილებით – იხ. ლავრენტი)."

ლაშა
(ქართული)"ნათელი","შუქი".ლაშარი სალოცავია ფშავ-ხევსურეთში,ალაშარა აფხაზურად"სინათლეს"ნიშნავს.ლაშა კავშირშია ამ სიტყვებთან,იგი მომდინარეობს წარმართული ღვთაების სახელისაგან.ცნობილია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგი,თამარ მეფის ვაჟი(მეფობდა 1213-1222 წლებში).

ლაშქარა
(ირანული) - " მხედარი ", " მეომარი ", " მოლაშქრე ". აქედანაა გვარები: ლაშქარაძე, ლაშქარაშვილი, ლაშქარეიშვილი, ლაშქარავა.

ლეგა
(ქართული) " შავგვრემანი ".

ლევან
– ქართული ფორმაა ლეონ-ისა, რაც " ლომს " ნიშნავს. ცხოველთა მეფის სახელწოდება ბევრ ევროპულ ენაში ძველ_ეგვიპტური ლებუ-საგან მომდინარეობს; ასეთია, მაგალითად: ბერძნული ლეონ, ლათინური ლეო, გერმანული ლიოვე, რუსული ლევ... აქედანვეა ქართული ფორმა ლომი. იგი, როგორც ადამიანის საკუთარი სახელი, საეკლესიო კალენდარში არ გვხვდება, მაგრამ ეს სახელი რომ გავრცელებული ყოფილა ხალხში, ამას მოწმობს მრავალი გვარი (ლომიძე, ლომაძე, ლომაშვილი, ლომაური და სხვანი). საეკლესიო კალენდარში ეს სახელი შეტანილი იყო ბერძნული ფორმით: ლეონ. მასვე უკავშირდება ლევ, ლეო და ლევან. ამათგან მომდინარე გვარებია: ლეონიძე, ლევიძე, ლევიშვილი, ლევანიშვილი და სხვ. ლევანი საქართველოს ისტორიაში არაერთი ცნობილი პიროვნების სახელია, განსაკუთრებით ხშირად იგი გვხვდება სამეგრელოს მთავრების (დადიანების) საგვარეულო სახელად. საერთოდ, ლევანი ქართულ საისტორიო წყაროებში დასტურდება XIII ს-დან, ლეონი – V საუკუნიდან.

ლეილა
(არაბული) " ღამე ""

ლელა
(ქართული) " სწორთმიანი "" (მცენარის სახელისაგან). XVII საუკუნიდან ცნობილია თეიმურაზ მეფის ასული - ლელა ბატონიშვილი. ლელა ჰქვია ვაჟა-ფშაველას "" ბახტრიონის "" გმირ ქალს."

ლელო
(ქართული).

ლენა
(სლავური) მოფერებითი სახელია, მიღებული ელენა, ელეონორა, ვილენა, ლეონინა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლებით გზით.

ლეო
(ლათინური) " ლომი " ; აქედან – ლეონ (←ლეონის " ლომისა ") დაწვრილებით იხ. ლევან. ლეონი ერქვა რამდენიმე მეფესა და ერისთავს, ვახტანგ გორგასლის ვაჟს, ვახტანგ მეექვსის მამას, ერეკლე მეორის ვაჟს და ა.შ. ლიტერატურულ პერსონაჟთაგან ლეონი ჰქვია მეფის ვაჟის, ჯუმბერის, აღმზრდელს სულხან-საბა ორბელიანის " სიბრძნე-სიცრუისაში ".

ლეონიდე
(ბერძნული) " ლომის მსგავსი ".

ლეონტი
(ბერძნული) " ლომისა ". ცნობილია ძველი ქართველი ისტორიკოსი, " ქართლის ცხოვრების " აღმწერთაგანი, ლეონტი მროველი. ხალხში გვხვდება პარალელური ფორმა ლევანტი (შეადარეთ: ლეონ//ლევან).

ლია
(ძველი ებრაული) ეტიმოლოგია დაუზუსტებელია, არსებობს რამდენიმეგვარი ვარაუდი, რომელთა მიხედვით შეიძლება ნიშნავდეს "დეკეულს", ან "ანტილოპას", ან კიდევ "დაქანცულს", "დაღლილს".

ლიანა
ევროპული სახელის ლილიანა-ს შემოკლებული ფორმაა.

ლიდა, ლიდია
(ბერძნული) " ლიდიელი "" (ლიდია მცირე აზიის ერთ-ერთი ქვეყნის სახელწოდებაა)."

ლილე
(ქართული) მნიშვნელობა დაუდგენელია. აქედან ჩანს ნაწარმოები გვარები: ლილაძე, ლილუაშვილი, ლილაური. ამათგან პირველი გვხვდება ისტორიულ დოკუმენტებში (XVIIს.).

ლილი
(ძველი ებრაული) " შროშანი ""."

ლილიანა
ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც მას უკავშირებენ ყვავილის ლათინურ სახელს: ლილია - "შროშანი" (თავის მხრივ ეს ლათინური სახელწოდება ძველი ებრაულიდან მოდის).

ლინა
(ბერძნული)-"ნაღვლიანი სიმღერა"

ლიპარიტ
– ქართული სახელია გაურკვეველი მნიშვნელობისა. ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება XI ს-დან. ლიპარიტი თრიალეთის ერისთავთა საგვარეულო სახელია და ბევრი მათგანი იხსენიება " ქართლის ცხოვრებაში ". ქართულიდან შემოსულია სომხურში. ამ სახელისაგან წარმოქმნილი გვარებია: ლიპარტაშვილი, ლიპარტიანი, ლიპარტია, ლიპარტელიანი, ლიპარია, ლიპარიძე, ლიპარიშვილი.

ლიუდმილა
(სლავური) " ხალხის საყვარელი "". სლავურ ენებში არის ვაჟის სახელი ლიუდმილ

ლოლა
(ირანული) " იასამანი ""."

ლომინ
(ქართული)არაკალენდარული სახელია,საეკლესიიო კალენდრის მიხედვით მას შეეფარდება ლეონ,ლეონტი,არსიანე(მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ აგრეთვე ებრაული არიელ,თურქული არსლან,ასლან და სხვანი).წინათ გვხვდებოდა აგრეთვე ლომ-ისაგან ნაწარმოები ქართული სახელები:ლომია,ლომისა.მათგან ნაწარმოებია მრავალი გვარი:ლომიძე,ლომაძე,ლომიშვილი, ლომაშვილი,ლომიაშვილი,ლომაური,ლომაია,ლომია,ლომთაძე,ლომთათიძე,ლომინაძე,ლომინაშვილი,ლომინეიშვილი, ლომსაძე და სხვანი.

ლონგინოზ
(ბერძნული) " შუბოსანი " ან (ლათინური) " გრძელი ", " ხანდაზმული ". მისი შემოკლებული ფორმაა ლონგო.

ლუარსაბ
ეს ირანული სახელი ორი სიტყვისაგან შედგება:რუდჰრ"წითელი"და ასპ"ცხენი".მაშასადამე რუდჰრ-ასპ(საიდანაც მიღებულია სპარული ლუჰრასპ),ნიშნავს"წითელ(ქურანა,წაბლა)ცხენს".აღსანიშნავია,რომ ირანელები ცხენს დიდ პატივს სცემდნენ და მასთან დაკავშირებულ სახელებს ხშირად არქმევდნენ ბავშვებს. ამიტომაც იქ ბევრია ასპ("ცხენი")დაბოლოებიანი სახელები,რომელთაგან ზოგი ქართულშიც დასტურდება:გულასპი,გორჯასპი(←გოჯასპირ), ბევრასპი,ხაზარასპი და სხვა.ლუჰრასპი ჰქვია"შაჰ-ნამეს" გმირს,ლეგენდარულ მეფეს.საქართველოში ლუარსაბი ერქვა ორ მეფესXVI-XVII საუკუნეებში.ლუასრაბის შემოკლებული ფორმაა ლუა,ფონეტიკური ვარიანტია ლევარსი.ამ სახელისაგან მიღებულია გვარები:ლუარსაბიშვილი, ლუარსამიძე,ლუაშვილი.

ლუბა, ლიუბა
(სლავური) შემოკლებული ფორმაა სახელისა ლიუბოვ, რომელიც ბერძნულის კალკს (პირდაპირ თარგმანს) წარმოადგენს. ლეგენდის მიხედვით, იყვნენ წამებული დები: ქარისი ანუ აგათე ( " სიყვარული "")

ლუიზა
ფრანგული სახელია, ნაწარმოები მამაკაცის სახელისაგან: ძველი ფრანგული ‘ხლოდვიკ’ ნიშნავს " სახელოვან მეომარს "". აქედან მომდინარეობს ვაჟის სახელი ლიუდვიგ (ლიუდვიკ)

ლუკა
ბერძნული სახელი. ეს სახელი მოდის ლუკა მახარებელისგან, რომელიც მახარობელი იყო. ინგლისურ ენაში ლუკა გვხვდება როგორც Luke, ბერძნულში კი Λουκᾶς ანუ ლუკას. ლათინური ლუქს („სინათლე“) სიტყვა ნათესაობით ბრუნვის ფორმით (ლუკის — „სინათლისა“, „ნათლისა“) ქცეულია საკუთარ სახელად ბერძნულში, სადაც გვხვდება ლუკას, აქედან კი იგი სხვადასხვაგვარი ფონეტიკური სახეცვლილებით შედის მრავალი ქრისტიანი ხალხის ანთროპონიმში.

ლუხუმ
– გავრცელებული სახელია მთის კუთხეებში. ეტიმოლოგია უცნობია. ლუხუმი ჰქვია ვაჟა-ფშაველას " ბახტიონის " ერთ-ერთ გმირს, ფშავ-ხევსურთა ლაშქრის მეთაურს, სახელოვან მეომარს.


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button