საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა
რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია
მოსწონს თუ არა, ნებისმიერ ადამიანს თავისი სახელი აქვს – დაბადებიდან ასე დაარქვეს და საკუთარ სახელს ისიც იფერებს, იხდენს, ეგეუება. ზოგჯერ სახელის კნინობით ფორმას ირჩევს, ან ურჩევენ და იმ ფორმით მიმართავენ. როგორც უნდა იყოს, ალბათ თითოეულს აინტერესებს მისი სახელისა თუ გვარის ისტორია, წარმომავლობა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.
ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია
There are currently 40 names in this directory beginning with the letter Დ.
დადა
(დადია)წმ.მოწამის სახელია,რომლის ეტიმოლოგია დაუდგენელია.აქედან ჩანს წარმოქმნილი გვარი დადიანი.ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ივანე დადიანი"ქართლის ცხოვრებაში"იხსენიება 1046 წლის ამბებთან დაკავშირებით. XII ს-დან ცნობილი არიან ბედან და ვარდან დადიანები. ამ გვარის სახელოვან მოღვაწეთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა 1245 წ.კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე ცოტნე დადიანი,რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
დადაშ
(ქართული) გავრცელებულია სვანეთში, ნიშნავს: " დედისა ". ფონეტიკური შედგენილობით ემთხვევა აზერბაიჯანულ სახელს, რომელიც სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს ( " ძმა "). ქართულში დადაშის ვარიანტული ფორმებია: თათაშ, ტატაშ. ამათგან წარმოქმნილი ჩანს გვარები: დათეშიძე, ტატაშიძე, თათაშვილი, ტატაშვილი.
დავარ
(სპარსული) " სამართლის მქნელი ", " მსაჯული " (წარმოადგენს მეფეთა ეპითეტს და მიღებული აქვს ზოგადად " მეფის " მნიშვნელობაც). " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი პერსონაჟის, ნესტან-დარეჯანის მამიდის სახელია. არსებობს გვარი დავარაშვილი.
დავით
(ძველი ებრაული) მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული ბიბლიური სახელია, რომელიც სხვადასხვაგვარად განიმარტება: " საყვარელი ", " სასურველი ", " წინამძღოლი ", " მეგობარი "... დავით ერქვა ისრაელთა ლეგენდარულ მეფეს, - წინასწარმეტყველს, ფსალმუნთა ავტორს. ეს სახელი საქართველოშიც ძალზე პოპულარულია, ერქვა რამდენიმე ქართველ მოწამეს (დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე, - არგვეთის მთავრები, დავით გარეჯელი და სხვ. ) ერქვა საქართველოს ათამდე მეფეს, მათ შორის ყველაზე სახელოვანს – დავით აღმაშენებელს. ამ სახელის საალერსო-კნინობით ფორმებად ითვლება ქართულში: დათა, დათო, დათია, დათუნა, დათიკო, დათუკა, დათუა და მრავალი სხვა. სინამდვილეში ზოგი მათგანი უთუოდ დათვისაგან ნაწარმოები წარმართული სახელია (დათუა, დათუნა, დათუკა... შდრ. მგელა, გელა, ფოცხვერა, ლომა და ა.შ.). როგორც ძირითადი, ისე საალერსო ფორმებისაგან სხვადასხვა ბოლოსართების დართვით წარმოქმნილია რამდენიმე ათეული გვარი: დავითაია, დავითაშვილი, დავითიშვილი, დავითაძე, დავითიძე, დავითიანი, დავითულიანი, დავითური, დავითოშვილი, დავითელაშვილი, დავითიაშვილი, დათაშვილი, დათებაშვილი, დათიკაშვილი, დათიშვილი, დათოშვილი, დათუაშვილი, დათუაძე, დათუკაშვილი, დათუკიშვილი, დათუნაშვილი, დათუნაიშვილი, დათუსანი და სხვ.
დავითი
(ებრ. דָּוִד [„საყვარელი“ „სასურველი“ „წინამძღოლი“ „მეგობარი“]) — ებრაული წარმოშობის, ბიბლიური საკუთარი სახელი. სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 77 636 მატარებელი[
დამიანე
(ბერძნული) " მშვიდი ", " წყნარი ", " მორჩილი ". ამ სახელით ცნობილია რამდენიმე მოწამე, მათ შორის საკვირველმოქმედი მკურნალი. ამავე სახელს ატარებდა ბერად აღკვეცილი მეფე დემეტრე (1125-1156), დავით აღმაშენებლის ძე, " შენ ხარ ვენახის " ავტორი. XIV ს-დან ცნობილია ძველი ქართველი მხატვარი დამიანე, უბისის ტაძრის მომხატველი.
დანიელ
(ძველი ებრაული) " მსაჯული ჩემი – ღმერთი ". ერთ-ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, ერქვა აგრეთვე რამდენიმე წამებულსა და წმინდანს. მისგან წარმოქმნილი გვარებია: დანიელაშვილი, დანიელიძე, დანელაშვილი, დანელიშვილი, დანელია.
დანიელი
(ებრ. דָּנִיֵּאל, ინგლ. Daniel, „მსაჯული ჩემი – ღმერთი“) — ერთ-ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელი, ერქვა აგრეთვე რამდენიმე წამებულსა და წმინდანს.
დარეჯან
- არის სახელის ნესტან-დარეჯანის ნაწილი. მისი მოფერებითი ფორმებია დარია, დარო, დარიკო. დარეჯან-ისაგან ნაწარმოებია გვარი დარჯანია. დარია დამოუკიდებელი სახელიც არის, ნიშნავს "მფლობელს".
დარისპან
(სპარსული) " კარი ისპაანისა ". აქედანაა გვარი დარისპანაშვილი, სოფლის სახელი დარისპარაული (დარისპან-ა-ულ-ი).
დაფინე
(ლათინური) " დაფნა ". ხალხში გავრცელებული ფორმაა დოფინა. მნიშვნელობის მხრივ იგივეა, რაც ლაურა.
დაჩი
ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს პირველი ცოლისაგან.ასე რომ,ეს სახელი საქართველოში უძველესი დროიდან გვხვდება:"ხოლო ვახტანგ უწოდა ძესა თვისსა სახელი სპარსულად დარჩილ და ქართულად დაჩი"("ქართლის ცხ."., I,178).არსებობს ამ სახელის ეტიმოლოგიის რამდენიმე ცდა.მზია ანდრონიკაშვილის აზრით,სპარსული სახელი დარჩილ წარმოადგენს საშუალო სპარსულ ფორმას ძველი ირანული სახელისას დარაყაცივრა("ტომის,გვარის მფლობელი,უფროსი"),საშ.სპარსული ფორმა იქნებოდა დარციჰრ,რომელიც ქართულში კანონზომიერად მოგვცემდა დარჩილს და დაჩის.მისივე აზრით,არის მეორე შესაძლებლობაც:დარციჰრ გავიგოთ,როგორც მიღებული საშუალო სპარსულიდან-დარბციჰრ("დარიოსის მოდგმისა"). აკაკი შანიძის ეტიმოლოგიის მიხედვით,დაჩი მიღებულია ქართული"დარჩი"ზმნის გამარტივებით.აღსანიშნავია,რომ XVII-XVIII სს.ისტორიულ დოკუმენტებში დასტურდება პიროვნული სახელი დარჩა,დარჩია და მისგან ნაწარმოები გვარები:დარჩაშვილი,დარჩიაშვილი,დაჩიბერიძე,დარჩიბეგიშვილი,დარჩია.
დედისიმედი
(ქართული) საეკლესიო კალენდრით მას შეეფარდება ელპიდა ( " იმედი "). დედისიმედი ერქვა საქართველოს ისტორიიდან ცნობილ რამდენიმე ქალს, - მაგალითად, ყვარყვარე ათაბაგის მეუღლეს, ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლეს (ქეთევან წამებულის დას) და სხვ. ეს სახელი ჰქვია კონსტანტინე გამსახურდიას " დავით აღმაშენებლის " ერთ-ერთ მთავარ გმირ ქალს.
დევი
წარმოშობით სპარსული სიტყვაა, ქართულში ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ უჭკუო ზღაპრული არსების სახელია. ამავე დროს დევი დავით-ის ინგლისური ფორმაა (ადამიანის სახელად უმთავრესად სწორედ აქედან გავრცელდა). მისგან ნაწარმოები გვარებია: დევაძე, დევიძე, დევაური.
დემეტრე
(ბერძნული) " მიწა – დედა ", სხვაგვარი განმარტების მიხედვით " დემეტრასი ". ანტიკური მითოლოგიის მიხედვით დემეტრა მიწათმოქმედების და ნაყოფიერების ქალღმერთია (იგივე ცერერა). ეს სახელი ერქვა საქართველოს რამდენიმე მეფეს, მათ შორის – დემეტრე (იგივე დიმიტრი) თავდადებულს. დიმიტრი ამ სახელის გვიანდელი ფორმაა, სადაც ე ხმოვანს ენაცვლება ი (ეს ცვლილება ბერძნულშივე მოხდა). ასეთივე ცვლილება სხვა სახელებშიც მომხდარა: ელია – ილია, ჰერეკლე_ერეკლე_ირაკლი, ესაია_ისაია და სხვა. უფრო ძველი ფორმები დაცულია გვარებში: დემეტრაძე, დემეტრაშვილი, ელიაშვილი, ელოშვილი, ელიაძე, ელიავა, ესაიაშვილი და ა.შ. დემეტრე-სა და დიმიტრი-ს შემოკლებული ფორმებია: დიტო, მიტო, დუტუ.
დესპინე
(ბერძული) " ქალბატონი ". მოფერებითი ფორმაა დესი. ეს სახელი ჰქვია ეგნატე ნინოშვილის " ჩვენი ქვეყნის რაინდის " მთავარ გმირ ქალს.
დიანა
(ლათინური) მთვარის, ტყის, ნადირობის ქალღმერთის სახელია. ბერძნულში მისი შესაფარდია არტემიდა. ბერძნული მითოლოგიით, ის იყო იუპიტერის შვილი და გამოხატავდნენ ხელში მშვილდით, თავზე ნახევარმთვარით. მისი დღესასწაული საბერძნეთში აზიიდან შევიდა.
დიდიმ
(ბერძნული) " მარჩბივი " ანუ " ტყუპთაგანი ", " ტყუპის ცალი " (მნიშველობის მხრივ შეადარეთ სახელ თომას).
დინარა
წარმოადგენს ქართული თამარ-ის სახეცვლილ ფორმას რუსულში (ცნობილია რუსული " თქმულება დინარაზე ", ე.ი. ქართველ თამარზე).
დიომიდე
(ბერძნული) " ზევსის ნაფიქრი ", ან " ზევსის ნებით უფლებამოსილი " (ძველი ბერძნების უზენაესი ღმერთის სახელი ძეუს ნათესაობით ბრუნვაშია Dიოს " ზევსისა ").
დოდო
(ქართული) მოფერებით: დოდონა, დოდიკა, დოდიკო. წარმოადგენს გოგო-ს სახეცვლილ ფორმას, ისე, როგორც ჩვილი ბავშვები გამოთქვამენ. დოდო გვხვდება აგრეთვე კაცის სახელად, რომელიც სულ სხვა წარმოშობისაა (ბიბლიური სახელია და "ღვთის მეგობარს" ნიშნავს).
დომინიკა, დომნიკა
(ლათინური) " უფლისა " (უფლის, ბატონის საკუთრება), ანდა: " კვირისა " (კვირას დაბადებული).
დომნა
(ლათინური) " ქალბატონი ", " დიასახლისი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მატრონა). დომუს ლათინურად ნიშნავს " სახლს " (შეადარეთ რუსული дом). ამ ფუძეზე ‘ინ’ სუფიქსის დართვით (დომ-ინ-ა) მას ეძლევა " დიასახლისის " მნიშვნელობა. აქედანვეა სიტყვები: დომინიონი, დომინირება, ესპანელ აზნაურთა ტიტული დონ და სხვა.
დოროთე
(ბერძნული) " ღვთის მონიჭებული ", " ღვთის ნაჩუქარი ". ამავე მნიშვნელობისაა თეოდორე (თევდორე, თედორე), სადაც სახელის შემადგენელი სიტყვები იგივეა, ოღონდ შებრუნებული რიგით წარმოდგენილი: თეოს - " ღმერთი ", დორონ - " საჩუქარი " (შეადარეთ რუსული дар, по-дар-ок).
Submit a name
გოგა რატომ არარის ?