ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – მინატო ნამიკაზე

მინატო ნამიკაზე (波風 ミナト, ნამიკაზე მინატო) მეოთხე ჰოკაგე, ნარუტო უზუმაკის მამა და კუშინა უზუმაკის მეუღლე იყო. თუმცა მინატოსა და ნარუტოს მსგავსებაზე სერიებში ყურადღება რამდენჯერმე გამახვილდა, მათი ნათესაობა მხოლოდ მე-2 ნაწილში გახდა ცნობილი.

სერიების დაწყებამდე მინატომ კონოჰაგაკურეს გადასარჩენად ცხრაკუდიანი ურჩხული თავის ვაჟში − ნარუტოში ჩაბეჭდა, რითაც მან სოფელი განადგურებისგან იხსნა, თავად კი დაიღუპა. წლების შემდეგ, მეოთხე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას იგი ოროჩიმარუმ გააცოცხლა. მას შემდეგ, რაც სასკე უჩიჰამ თავის კითხვაზე პასუხი მიიღო, მინატო მასთან და სხვა ჰოკაგეებთან ერთად მადარა უჩიჰას წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა.

მინატო მეტად ძლიერ და გამჭრიახ ნინძად ითვლებოდა, რომლის ბრძოლის ველზე გამოჩენა მოწინააღმდეგეებს შიშის ზარს სცემდა ხოლმე. მინატომ გამოიგონა ძიუცუ, რითაც მას ტელეპორტაცია შეეძლო, რის გამოც მას კონოჰას ყვითელი გაელვება უწოდეს.

მინატო ჯირაიას მოსწავლე და კაკაში ჰატაკეს მასწავლებელი იყო.

მასაში კიშიმოტომ გამოთქვა სურვილი, რომ მას სურს გამოსცეს „სპინ-ოფ“ სერიები, რომლის გმირი ახალგაზრდა მინატო იქნება.

წარსული
მინატო და კუშინა წყვილად ჯერ კიდევ მაშინ გამოცხადდნენ, როდესაც პატარაობაში მინატომ კუშინა სიკვდილისაგან იხსნა. სწორედ ეს სიყვარული დაეხმარა კუშინას კურამას მართვაში. რამდენიმე წელიწადში ისინი დაქორწინდნენ. ამის შემდეგ მინატომ დაიწყო ორწლიანი ვარჯიში, რათა შეექმნა რასენგანის გაუმჯობესებული ვერსია, რაც მოგვიანებით ნარუტომ დახვეწა და მას რასენშურეკენი უწოდა. მას შემდეგ, რაც მინატომ თავისი შესაძლებლობები საყოველთაოდ დაამტკიცა და თავი დაიმკვიდრა, როგორც წარმატებულმა და საიმედო ნინძამ, ის სამკაციანი გუნდის მეთაური გახდა. მისი გუნდის წევრები და მოსწავლეები იყვნენ: კაკაში ჰატაკე, რინ ნოჰარა და ობიტო უჩიჰა.

ხასიათი
მიუხედავად იმისა, რომ მინატო და ნარუტო ერთმანეთს ფიზიკურად ძალიან გვანან, ხასიათით ისინი საკმაოდ განსხვავდებიან. პატარაობაში მინატო უფრო პერსპექტიულ შინობად ითვლებოდა, ვიდრე მისი შვილი. ჯირაია ამბობდა, რომ მინატო გამოირჩეოდა თავისი გამჭრიახი გონებით. ნარუტოსა და მინატოს შორის არსებობს ბევრი მსგავსებაც, ერთ-ერთი ყველაზე მშვნელოვანი თვისებაა – მიზნის მიღწევის დაუოკებელი სურვილი. გარდა ამისა, ორივე მათგანს აქვს მტკიცე ერთგულების განცდა საკუთარი სოფლისა და მეგობრების მიმართ. ამასთან, ორივეს აქვთ უნარი იმისა, რომ გახდნენ გარშემომყოფთათვის შთაგონების წყარო და შეცვალონ ადამიანები უკეთესობისაკენ.

ოჯახი
ნარუტო უზუმაკი (შვილი)
კუშინა უზუმაკი (ცოლი)
ბორუტო უზუმაკი (შვილიშვილი)
ჰიმავარი უზუმაკი (შვილიშვილი)
ჰინატა ჰიუგა (რძალი)

ძიუცუ
ჩაკრას გადაცემის ტექნიკა
ხელშეკრულების ბეჭედი
მკვდარი დემონის შთანთქმის ბეჭედი
რვა ტრიგრამის ჩაბეჭდვის სტილი
მფრინავი ჭექა-ქუხილის ღმერთის ტექნიკა
ოთხი სიმბოლოს ბეჭედი
რასენგანი
დრო-სივრცის ბარიერი
გამოძახების ტექნიკა (გომბეშოები)
ვიძახებ: საჭმლის საზიდრის გამანადგურებელს ტექნიკა

იარაღები
მფრინავი ჭექა-ქუხილის ღმერთის კუნაი

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button