Attack On Titan - ტიტანებზე შეტევაანიმე

attack on titan ახალი სეზონით და ახალი პერსონაჟებით გვიბრუნდება

ს იყო რომ ავტორებს არ უნდოდათ ანიმეს მანგას სიუჟეტიდან გადაეხვია,რაც ცალმხრივად სწორი გადაწყვეტილება იყო,რადგან დიდი ალბათობით ვერ მივიღებდით ისეთ შესანიშნავ ისტორიას,როგორიც ახლა გვაქვს.

მესამე სეზონი მალევე,2018-2019 წლებში გამოვიდა,სიუჟეტი უფრო და უფრო ჩამთრევი,საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა. უამრავ კითხვაზე რომელიც გვაწუხებდა პასუხები გაგვეცა და ამავდროულად ისტორია იმდენად ჩაიხლართა რომ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა.

მეოთხე სეზონი რომელიც ანიმეს ბოლო სეზონი იქნება,მალე,7 დეკემბერს გამოვა და ჩვენი ლოდინიც დასრულდება და დიდი ალბათობით,ყველაფერზე რაზეც კითხვები გვაწუხებდა,სულ მალე პასუხი გაგვეცემა. ამის შესახებ ოფიციალურმა გვერდმა დაპოსტა და ახალი პერსონაჟების უბრალო ნახატებითაც გააფორმა პოსტი:

იქიდან გამომდინარე რომ ისტორია საკმაოდ ჩახლართულია,ზუსტად არ ვიცით ვინ იქნებიან ახალი პერსონაჟები,საიდან გამოჩნდებიან ისინი ან რატომ. თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ყველაფრის განვითარებაში,სხვა შემთხვევაში მათ ამდენი ყურადღება არ მიექცეოდათ.

ამასთან ერთად ტრეილერიდან გამომდინარე,ისიც ვიცით რომ ისტორია მესამე სეზონის შემდეგ,რამდენიმე წლის დაშორებით განვითარდება.

ამ ყველაფერთან ერთად სულ მალე aot-ის მანგა ფერადი ნახატებითაც გამოვა.

Source
https://feedc.com/user/animechimp

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button