Attack On Titan - ტიტანებზე შეტევაანიმე

attack on titan-რისთვის გვამზადებს მეოთხე სეზონი?

attack on titan პირველად 2013 წელს გამოჩნდა და მალევე დაიპყრო უამრავი ადამიანის გული,თუმცა ანიმეს ზედმეტად დიდი დრო დასჭირდა იმისთვის რომ მეორე სეზონი გამოეშვათ,რადგან არ უნდოდათ მანგისთვის გადაეხვიათ.

წელს ბოლო,საფინალო სეზონის პირველი ეპიზოდი გამოვიდა,რომელმაც როგორც გახსნა სეზონი,ისე დასასრულისკენ მიმავალი სიუჟეტიც დაგვანახა.

ეპიზოდი ძირითადად ახალი პერსონაჟების გაცნობით შემოიფარგლება ომის პარალელურად,რომელიც,როგორც ვიგებთ,4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა ელდიანელებისა და მარლიანელების დაპირისპირებას,საუკუნოვანი ისტორია აქვს,რომელზე ინფორმაციასაც ანიმე,ნელ-ნელა გვაწვდის.

ეპიზოდში გამოჩენილი პერსონაჟები,აშკარაა რომ ემოციურად გაუწონასწორებლები არიან. ზოგადად ანიმეები ცნობილია მსგავსი სტილით გადმოცემით პერსონაჟების,თუმცა ამ შემთხვევაში კონკრეტულ ანიმეზე გვაქვს საუბარი,სადაც მსგავს ქცევებს თავისი მიზეზები აქვს.

ყველამ კარგად ვიცით ჰანჯი,რომელსაც ობსესიური დამოკიდებულება აქვს ტიტანებზე და გიჟდება მათზე ცდების ჩატარებაზე. მიუხედავად იმისა რომ მას შეუძლია გაწონასწორებული ქცევა,ხშირად მაინც სწორედ ამ ფსიქო-პორტრეტით გვესახება,რაც იმას ნიშნავს რომ ეს ავადმყოფური დამოკიდებულება მის ბუნებაში ზის და რეალური პიროვნებაა სწორედ ასეთი,რომელმაც ამავდროულად იცის,რომ მსგავსი ქცევა საზოგადოებაში რთულად აღსაქმელია.

ახლა კი რომ დავუბრუნდეთ ახალ პერსონაჟებს,რომლებიც ჯარისკაცები არიან-მათ ყოველგვარი ნორმალური მიზეზის გარეშე,ახოცინებენ ხალხს და აპყრობინებენ ტერიტორიას-თუმცა მათი დამოკიდებულება არ ქრება,ისინი დარწმუნებულები არიან რომ ყველაზე და ყველაფერზე სწორად იქცევიან,თუმცა ერთი პრობლემაა,ისინი ამ მომენტში ჰანჯის მსგავს ობსესიურ დამოკიდებულებასა და ქცევას გამოხატავენ,მაგრამ ეს ნორმალურია მათთვის და არანაირი გაკვირვება ამის მიმართ,ამავდროულად პერსონაჟებს უამრავ დაბნეულობას ვამჩნევთ,რომლებიც შემდეგ გონს მოეგებიან და ისევ “გიჟებივით” საუბარს იწყებენ-ეს კი იმას ნიშნავს რომ მათ ბავშვობიდან აწამებდნენ,ასწავლიდნენ თავიანთი შეხედულებებით კარგს და ცუდს,უბეჭდავდნენ სიძულვილს,უბეჭდავდნენ იმას თუ როგორ უნდა ყოფილიყვნენ მონები,უბეჭდავდნენ იმას რომ მათთვის მთავარი მტრის განადგურება უნდა ყოფილიყო…..ეს კი იმას იწვევს რომ მათ,თავიანთი ნამდვილი პიროვნებები,რომლებიც ჯერ კიდევ არ მომკვდარან,ემოციურად ჭამენ შიგნიდან და ერთი სული აქვთ როდის გამოიღვიძებენ.

გაბი ბრაუნი ის გოგოა,რომელმაც შეძლო და ფაქტობრივად ერთი ტაქტიკური მოქმედებით,ომი მოაგებინა თავის მხარეს.როგორც ვხედავთ,გაბი ჭკვიანიცაა უბრალო მებრძოლთან ერთად და საკმაოდ მიზან დასახული,ფალკო გრაისი კი ის ბიჭი ვინც ეპიზოდის დასაწყისში ჩანს

რამდენადაც ვხედავთ,ფალკოს ფაქტობრივი გრძნობები აქვს გაბის მიმართ,რაც არც გაბის ესმის და არც თავად ფალკოს,შესაბამისად სწორედ ამ სიტუაციით შეიძლება გამოვიდნენ მდგომარეობიდან ისინი და რეალობის აღქმა დაიწყონ.

ჩვენთვის ეს პერსონაჟები ანტაგონისტები არიან,მიუხედავად იმისა რომ მეოთხე სეზონი მათი მხრიდან დაიწყო. თუმცა შესაძლებელია რომ ეს პერსონაჟები გამოსწორდნენ და უდიდესი როლი შეასრულონ ანიმეში,სადაც დიდი ალბათობით უდიდესი ომი გველის.

Source
https://feedc.com/user/animechimp

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button