Attack On Titan - ტიტანებზე შეტევაანიმე

attack on titan-რას გვეუბნება მეორე სერიის ტრეილერი?(4სეზონი)

attack on titan-ის მეოთხე და საბოლოო სეზონი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ფანებმა უკვე ვიხილეთ პირველი ეპიზოდი. პირველ ეპიზოდში ავტორებმა ახალი პერსონაჟები შემოიყვანეს და უფრო მეტად კონცეტრირება მოახდინეს მარლის რასის წარმომადგენლებზე და შეგვიქმნეს ძირითადი წარმოდგენა თუ როგორი ხალხი არიან ისინი და რას აკეთებენ. პირველმა ეპიზოდმა საკმაოდ დიდი ნახვები და დადებითი შეფასებები დაიმსახურა უმეტესობისგან,რასაც ნამდვილად ელოდნენ ავტორები.

მალევე მეორე ეპიზოდის მოკლე,15 წამიანი,თიზერი გამოჩნდა რომელიც მოკლე ინფორმაციას გვაწვდის თუ რაზე იქნება მეორე ეპიზოდი.

ეპიზოდს სახელად “შუაღამის მატარებელი” ქვია,სავარაუდოდ მთელი მოქმედება სწორედ კონკრეტულ მატარებელში განვითარდება,რომელიც თიზერშიც ჩანს.

ტრეილერში არ ჩანან ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟები (ერენი,მიკასა,არმინი) და სავარაუდოდ ისინი არც გამოჩნდებიან მეოთხე ეპიზოდის გამოსვლამდე.

რამდენადაც ჩანს,ეპიზოდი ისევ მარლის მხარეზე კონცერტრირდება,კონკრეტულად კი იმ ფაქტის აღნიშვნაზე,რომ მათ როგორც იქნა 4 წლიანი ომი დაასრულეს გამარჯვებით.

სავარაუდოდ ეპიზოდი უკეთესად გაგვაცნობს მარლის მხარეს მყოფი ადამიანების პიროვნებებსა და ცხოვრების წესებს,მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტს და ფილოსოფიურ შეხედულებებს,რაც დაგვეხმარება უკეთესად გავიცნოთ ჩვენი საყვარელი გმირების მოწინააღმდეგეები ვინ არიან და რისთვის და რატომ იბრძვიან ყველაფრისთვის.

ეპიზოდი იაპონიის დროით 14 დეკემბერს გამოვა დილის 12:10-ზე.

Source
https://feedc.com/user/animechimp

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button