პიროვნება

ივანე მაჩაბელის მთარგმნელი, ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე თამარაშენიდან

ცნობილია, რომ საქართველოში შექსპირის პიესები და სონეტები დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ეს დღემდე ასეა. მათ შორის ითარგმნებოდა უკვე ნათარგმნი პიესებიც და სონეტებიც. მსგავსი თარგმანები გრძელდება დღესაც და ამას მიზეზიც აქვს, საკუთრივ შექსპირის ენის თავისებურება და რაც მთავარია მისი ალეგორიულობა. შექსპირი წერდა თავის ეპოქის ინგლისზე, არსებულ პოლიტიკურ თუ სოციალურ პრობლემებზე და ამ ნაწერებში ხშირად ქვეტესქტის მეთოდოლიგიას იყენებდა, რათა მაშინდელ ცენზურას, პრობლემები არ შეექმნა. ამ ყველაფრის გათვალისწინების, მისი თარგმნა დიდ ხელოვნებას და განსწავლულობას მოითხოვს, არა მხოლოდ ლიტერატურის არამედ იმ პერიოდის პოლიტიკური – სოციალური ვითარების კუთხითაც.  

როდესაც შექსპირის ქართულ თარგმანზე ვსაუბრობთ, უპირველესად ივანე მაჩაბელი გვახსენდება. დღესაც კი მთარგმნელებისთვის, ივანე მიიჩნევა უმაღლეს კლასად. იგი ერთგვარ შუქურას წარმოადგენს. შეიძლება მაჩაბელზე ბევრი რამაა ცნობილი, თუმცა ცოტამ იცის, რომ იგი შიდა ქართლში, გაღარიბებული სამაჩაბლოს თავადის ოჯახში, სოფელ თამარაშენში დაიბადა. პირველი განათლებაც ოჯახში მიიღო და გაეცნო ქართულ მწერლობას თუ ფოლკლორს. ივანე მაჩაბელმა, შემდგომ სწავლა თბილისის გიმნაზიაში განაგრძო, სადაც ქართული ენა იდევნებოდა, თუმცა  იმ დროინდელი ცნობილი ლიტერატორის, პეტრე უმეკაშვილის წყალობით ქართული ენის და ლიტერატურის სიყვარული არ განელებია.

მაჩაბელი სწავლას განაგრძობს, პეტერბურგში სადაც გაიცნო ილია ჭავჭავაძე, აქ მან პირველად გააჟღერა იდეა და შესთავაზა ილიას, ეთარგმნათ შექსპირი და უკვე 1873 წლის „კრებულის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების თარგმანი. მაჩაბელი სწავლას აგრძელებს, აგრონომიული მიმართულებით ოპენჰაიმის აკადემიაში (გერმანია) და ოთხ წელიწადში ბრუნდება საქართველოში. იგი ხდება წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ილია მას იწვევს საადგილმამულო ბანკის თანამშრომელად. მოგვიანებით მას ბანკთან დაკავშირებული საკითხების გამო ილიასთან ურთიერთობა ეძაბება. ეს დაპირისპირება „ბანკობიის“ სახელითაა ცნობილი. სავარაუდოდ ამ დაპირისპირებით სურდათ ესარგებლათ, ილიას წინააღმდეგ განწყობილ ძალებს და 1896 წელის 26 ივნისს, როდესაც მტკვარი ადიდებული იყო, ივანე მაჩაბელი შუაღამეს სახლიდან გადის და უგზო უკვალოდ იკარგება.

ივანე მაჩაბლის კალამს, გარდა მრავალი სალიტერატურო ღვაწლისა ეკუთვნის შექსპირის პიესების შემდეგი ქართული თარგმანები:  ,,ჰამლეტი” (1886წ.), ,,ოტელო” (1888წ.), ,,მაკბეთი” (1892წ.), ,,რიჩარდ III” (1893წ.), ,,იულიუს კეისარი” (1896წ.), ,,ანტონიო და კლეოპატრა” (1898წ.) და ,,კორიოლანოსი” (1898წ.). მისი თარგმანები უახლოვდება შექსპირის მხატვრულ ენას და ვირტუალურ დიალოგებს, აგრეთვე ღრმად იხედება იმ ქვეტესქტებში რომელიც ავტორს ჩადებული ჰქონდა საკუთარ პიესებში. ცნობილია, რომ მისი გაუჩინარების პერიოდში, ივანე მაჩაბელი მძიმედ იყო დასნებოვნებული პლევრიტით.  

შიდაქართლი შექსპირი

Source
https://feedc.com/user/id/45763

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button