კულინარიაპიროვნებარჩევები

რა შეიცვლება თქვენს ორგანიზმში, როგორც კი ხორცის ჭამას შეწყვეტთ?

ადამიანები მენიუდან ხორცის ამოღებამდე ბევრი მიზეზით მიდიან, განსაკუთრებით, 21-ე საუკუნეში, როდესაც ხილისა და ბოსტნეულის წარმოუდგენელი მრავალფეროვნება გვაქვს.

მედიკოსები სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ, თუ რამდენად სასარგებლოა მცენარეული საკვებით ხორცისა და ცხოველური პროდუქტების ჩანაცვლება და ახლა ვისაუბროთ, თუ რა მოხდება ჩვენს ორგანიზმში მას შემდეგ, რაც მენიუდან ყველანაირი სახის ხორცს, (მათ შორის – თევზს) გავაქრობთ!

1) 🟢 შეამცირებთ ანთებით პროცესებს თქვენს სხეულში! თუ კი ხორცს, ყველს და ასეთ რთულად მოსანელებელ პროდუქტებს მიირთმევთ, გაცილებით მაღალი შანსია, რომ თქვენს ორგანიზმში ანთებითი პროცესები მარტივად დაიწყოს და მარტივადვე გამწვავდეს. თუ კი ნორმალურ შემთხვევაში, ანთება რამდენიმე დღე გრძელდება, თქვენ ეს შეიძლება თვეები და წლებიც კი გაგიგრძელდეთ. აი, მცენარეული საკვების დიეტა კი ბუნებრივად ანტიანთებითია, რადგან ის მდიდარია ბოჭკოთი, ანტიოქსიდანტებით, და სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებებით.

2) 🟢 სწრაფად დაეცემა თქვენს სისხლში ქოლესტერინის დონე! როგორც ვიცით, სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა ზრდის გულის დაავადებების – ადამიანის მკვლელი სენის გაჩენის რისკს! კვლევებმა აჩვენა, რომ ვეგეტარიანელი ადამიანების სისხლში ქოლესტერინის დონე 35% მდე ეცემა!

3) 🟢 უკიდურესად დაბლა დასწევთ იმის ალბათობას, რომ ოდესმე მეორე ტიპის დიაბეტიკი იქნებით! მიიჩნევა, რომ აშშ-ის მოსახლეობის 38% მეორე ტიპის დიაბეტიკია. ცხოველური ცილა, განსაკუთრებით კი წითელი და დამუშავებული ხორცი იწვევს ამ დაავადებას. ამერიკაში კი ეს უკანასკნელი პროდუქტი ყველა ბურგერში გვხვდება. ბურგერი კი აშშ – ის მოსახლეობის საყვარელი “ფასთ ფუდია”.

4) 🟢 შეგეცვლებათ სურნელი! – დიახ, ადამიანებს, რომლებიც იკვებებიან ხორცით, განსაკუთრებით კი ცხვრისა და ღორის ხორცით, კანზე სპეციფიური, დამახასიათებელი და არასასიამოვნო სურნელი დაჰყვებათ და ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ანადგურებს. რაც შეეხება ვეგეტარიანელებს, მათ ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, არ აწუხებთ, ისევე, როგორც არცერთი ზემოთ ნახსენები.

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button