გზა წარმატებისთვის ( ყველაფერი ქალბატონებისთვის )
წესი 1 – არასოდეს დამალოთ ასაკი. პირიქით, იამაყეთ მისით. თქვენ ბევრს მიაღწიეთ, წლები და გამოცდილება კი თქვენი მთავარი ღირსებებია.
წესი 2
ყოველთვის გამოხატეთ საკუთარი აზრი, თუნდაც თქვენს მოსაზრებას ათეულობით მოწინააღმდეგე ჰყავდეს. იაზროვნეთ არაორდინარულად. ნუ შეგეშინდებათ იყოთ განსხვავებული. სწორედ ამაშია თქვენი ძალა და მომხიბვლელობა.
წესი 3
დატკბით ყოველი წუთით, ღირსეულად დაძლიეთ პრობლემები, გახსოვდეთ, წვიმიან ამინდს ყოველთვის მოსდევს დარი. გახადეთ ცხოვრება მხიარული და საინტერესო.
წესი 4
აუცილებლად დაკავდით საყვარელი საქმიანობით, რომელიც ძირითადი სამუშაოსგან განტვირთვის საშუალებას მოგცემთ: ქარგეთ, ქსოვეთ, თუნდაც მარკები შეაგროვეთ. მოკლედ, აკეთეთ ის, რაც გულით გსურთ-მთავარია, ამან სიამოვნება მოგანიჭოთ.
წესი 5
ხშირად ესტუმრეთ სილამაზის სალონს. გახსოვდეთ, ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეთ. თანაც თავის მოვლა ყველა ქალბატონისთვის სასიამოვნოა, გარდა იმისა, რომ ლამაზდებით, დადებითი ენერგიითაც იმუხტებით.
წესი 6
თვითდისციპლინა. არასოდეს გაჩერდეთ მიღწეულ წარმატებაზე. დაისახეთ მიზანად, რომ უფრო მეტს მიაღწიოთ. თქვენ ხომ წარმატებული ქალის სტატუსი გაქვთ.
წესი 7
უნდა შეძლოთ გარდასახვა. წარმატებული ქალი ერთნაირად მომხიბვლელი უნდა იყოს როგორც საქმიან კოსტიუმში, ასევე საღამოსა თუ კოქტეილის კაბაშიც.
წესი 8
ისწავლეთ ყველაფერი, რისი სწავლაც შეიძლება თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან. ისწავლეთ საკუთარ და სხვის შეცდომებზე.
წესი 9
გაანებივრეთ საკუთარი თავი
წესი 10
დაარღვიეთ წესები! არის განა რამე ამაზე საინტერესო და აზარტული? მით უმეტეს, წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიოთ. იცხოვრეთ და იმოქმედეთ თქვენი სურვილებისა და შესაძლებლობების მიხედვით