პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – როგორც წუხილი არაგვის კიდის

როგორც წუხილი არაგვის კიდის
იყო ზვირთები ფაზისის ჩქარის,
გაჩნდა წუხილი ეფემერიდის
და რუსთაველიც იმ დღის არ არის?!
სანახაობაც შეიცვლის რიდეს,
ძველი თაობა თანდათან მიდის,
როგორც წუხილი არაგვის კიდის,
როგორც ძახილი ეფემერიდის

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button