3 დიდი შეცდომა თმის ცვენის მკურნალობისას!
🔴 თმის ცვენა 21-ე საუკუნის გლობალური პრობლემაა. თუ რატომ, ამაზე ერთი და კონკრეტული პასუხი არ არსებობს. გამონაბოლქვი, არასრულფასოვანი კვება, მუდმივად გადარბენაზე ყოფნა და უძილობა, კიდევ უამრავი რამ… მოკლედ, ეს პრობლემა ბევრს გვაწუხებს, მაგრამ თმის ცვენის (ალოპეციის) მკურნალობას როცა ვცდილობთ, მთავარია, სწორად გავიაროთ ფონი და გამოუსწორებელი შეცდომები არ დავუშვათ. ⚠️
⤵️ მაგალითად:
1) თმის ცვენა გენეტიკურია და მკურნალობას აზრი არ აქვს
– ეს ერთ-ერთია იმ სუსულელეთაგან, რომელიც ალოპეციის შესახებ ხშირად ჟღერდება ხოლმე. მეგობრებო, თანამედროვე დერმატო-ტრიქოლოგები ამბობენ, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ შეიჩეროს თმის ცვენა და მიმართავს სპეციალისტს, შეუძლებელია, რომ შედეგი არ მიიღოს. განსაკუთრებით მალე ყრიან ფარ-ხმალს მამაკაცები, რადგან ჰგონიათ, რომ რადგან დედას ან მამას გენეტიკური წინასწარგანწყიბით თმა სცვივათ, ბედს უნდა შეეგუონ. არა! ლაზერი, ინექცია, საკვები დანამატები, ბოლო-ბოლო, გადანერგვაც კი შეიძლება განიხილოთ და არც ის იფიქროთ, ეს მხოლოდ ძვირადღირებული პროცედურების დახმარებითაა შესაძლებელიო. ბევრი დაფნა მოხარშეთ და გადაივლეთ თავზე ყოველდღე. მადლობები მერე იყოს.
2) მაიონეზის თმაზე წასმა თმის ცვენას შველის
– მემგონი, ჯობია, რომ ვთქვათ, რა არის მაიონეზი. კვერცხის გული და ზეთი. მაგრამ როდესაც საქმე მის თმაზე წასმაზე მიდგება, გაითვალისწინეთ: გემოს გამაძლიერებლები, არომატიზატორები, ეთერზეთები, შემასქელებლები, კონსერვანტები და მთელი ის ნივთიერებები, რაც მასში შედის და შემდეგ დაფიქრდით, ღირს კი თმაზე ამის წასმა?! – რა თქმა უნდა, არა! როგორ მოვამზადოთ მაიონეზის მსგავსი, მაგრამ უკეთესი ნიღაბი სახლში? – 1 კვერცხის გულს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, A და E ვიტამინები (ზეთოვანი) და 1 მთლიანი ლიმონის წვენი. შემდეგ, ეს მასა კარგად ათქვიფეთ მიქსერით და აი, როდესაც მაიონეზს დაემსგავსება, დაბანილ, სუფთა, მშრალ თმაზე წაისვით და 1-2 საათით გაიჩერეთ. ლიმონის ხარჯზე, ნიღბის ჩამობანა მარტივია და შედეგი – საოცარი. გაიკეთეთ ორ დღეში ერთხელ. როცა შედეგამდე მიხვალთ, კვირაში ერთხელაც საკმარისია.
3) თუ თმა გცვივა, აფთიაქში უნდა გაიქცე და ვიტამინების კომპლექსი იყიდო
– ჩვენ არ ვართ ექიმები და რთულია, რომ ყველაფერი ვიცოდეთ, მაგრამ აუცილებელია დავიმახსოვროთ, რომ არასწორად მიღებულმა ვიტამინმა შეიძლება ორგანიზმის უკიდურესი ინტოქსიკაცია გამოწვიოს და ერთი პრობლემისგან ათი გამოიწვიოთ. თან, ვიტამინების აბების სახით მიღება არ არის აუცილებელი. წადით სუპერმარკეტში, ბაზარში, შეიძინეთ ახალი და ვიტამინებით მდიდარი ავოკადო, სტაფილო, ჭარხალი, თხილი, ფორთოხალი, ყურძენი – ამ ყველა ბოსტნეულს ისეთი ვიტამინების მარაგი აქვს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად პასუხისმგებელია კანის და თმის ჯანმრთელობაზე. თუ სააფთიაქო ვიტამინების მიღება გსურთ, არც ესაა პრობლემა. მიბრძანდით ოჯახის ექიმთან, ჩაიტარეთ ანალიზები და რომ დაადგენთ, თუ რისი დეფიციტი გაქვთ, მერე ბედნიერად მიიღეთ დანიშნულებისამებრ. 😊 • •