ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – კონოჰაგაკურე

კონოჰაგაკურე (木ノ葉隠れの里, კონოჰაგაკურე ნო სატო, ქართ. “ხის ფოთლებში დამალული სოფელი”), იგივე კონოჰა, ცეცხლის ქვეყნის დამალული სოფელია. დანარჩენი ოთხი დიდებული ქვეყნის დამალული სოფლების მსგავსად, სათავეში მასაც კაგე უდგას, რომელსაც ჰოკაგე ჰქვია. ოფიციალურად კონოჰას ხუთი ჰოკაგე ჰყავდა, მათ შორის უკანასკნელია ცუნადე. სოფლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავობას მის ჩრდილოეთით მდებარე კლდე წარმოადგენს, რომელშიც ჰოკაგეების სახეებია ამოკვეთილი. კონოჰას არმია სიძლიერით ყველაზე სახელგანთქმულია. მესამე მსოფლიო ომის შემდეგ, ცეცხლის ქვეყნის მსგავსად, კონოჰაც მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას ეწევა. თუმცა იგი შინობთა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სოფლად მიიჩნევა, ოროჩიმარუსა და, განსაკუთრებით, პეინის თავდასხმებმა კონოჰა საგრძნობლად დაასუსტა. კონოჰას შინობების ტიპურ ტანსაცმელს წარმოადგენს: შავი ან მუქი ლურჯი ფერის მაისური, მხრებზე უზუშიოგაკურეს სიმბოლოთი ან მის გარეშე, ამავე ფერის შარვალი და მწვანე ქურთუკი, ზურგზე იმავე სიმბოლოთი. ზოგს ფეხის გარშემო ბანდი აქვს დახვეული.

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94

Related Articles

One Comment

კომენტარის დამატება

Back to top button