ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – მინატოს გუნდი

მინატოს გუნდი კაკაში ჰატაკეს, ობიტო უჩიჰასა და რინ ნოჰარას აერთიანებდა. მისი ხელმძღვანელი კონოჰას იმდროინდელი ჯონინი და მომავალი მეოთხე ჰოკაგე – მინატო ნამიკაზე იყო.

ისტორია
გუნდის წევრებიდან ერთადერთი ჯონინი კაკაში ჰატაკე იყო, რინ ნოჰარა კი გუნდში მკურნალ ნინძად მსახურობდა. კაკაში და ობიტო ყოველთვის ჩხუბობდნენ, თუმცა მტრის მიერ რინის გატაცების შემდეგ ისინი მის დასახსნელად გაერთიანდნენ. მას შემდეგ, რაც კაკაშიმ და ობიტომ თანაგუნდელი იპოვეს, იუაგაკურეს ნინძა კაკკომ გამოქვაბულის ნგრევა გამოიწვია. ობიტომ კაკაშის გადასარჩენად თავი გაწირა და ლოდის ქვეშ მოჰყვა. მომაკვდავმა ობიტომ კაკაშის თავისი შარინგანი აჩუქა და რინზე ზრუნვა დაუბარა.

ყოფილი წევრები
კაკაში ჰატაკე
ობიტო უჩიჰა
რინ ნოჰარა

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button