ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – მიობოკუს მთა

მიობოკუს მთა (妙木山, “საიდუმლო მთა”), ასევე ცნობლია როგორც “მაიოი ნო იამა” (迷いの山, “მირაჟის ტყე”) ბაყაყების სოფელს წარმოადგენს. იგი ერთ-ერთია იმ ადგილთაგან, სადაც ისინი ცხოვრობენ, ვინც სენნინის რეჟიმის საიდუმლოებებს ფლობენ. ამ ადგილას მოხვედრა თითქმის შეუძლებელია, თუ არ იცი მისკენ მიმავალი გზა.

მიობოკუს მთის ბაყაყის ზეთის ჩანჩქერი მიობოკუს მთაზე მდებარე საიდუმლო ჩანჩქერიდან ბაყაყის ზეთი მოედინება, რომლის მეშვეობით სხეულზე ისეთი ადგილის შექმნაა შესაძლებელი, საიდანაც ბუნების ენერგია ადვილად შეაღწევს სხეულში და იქ არსებულ ჩაკრასთან შეერთების გზით სენძიუცუ ჩაკრას წარმოქმნის. სპეციალური ატმოსფეროს გარეშე ამ ზეთის მთიდან მოპარვა შეუძლებელია. ხოლო ეს ატმოსფერო მხოლოდ მიობოკუს მთაზე ყალიბდება. მიობოკუს მთაზე მდებარეობს ასევე ჭის ფორმის პორტალი, რომელსაც ბაყაყები კონოჰას სიახლოვეს გადაჰყავს.

ჯირაია ამ მთაზე სრულიად შემთხვევით მოხვდა, როდესაც მან გამოძახების ტექნიკა შესაბამის ცხოველთან ხელშეკრულების დადებამდე გამოიყენა. იქ მას სენძიუცუ ჩაკრას გამოყენებას შეასწავლიან. სენნინის რეჟიმში გადასვლას აქვე ისწავლის ნარუტოც.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button