![გალაკტიონ ტაბიძე ფიქრები სამშობლოზე](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2022/01/გალაკტიონ-ტაბიძე-ფიქრები-სამშობლოზე.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ფიქრები სამშობლოზე
ნავთსადგური დიდი, ვრცელი,
ტვირთებს ზიდავს კაცი-მონა.
შორს გაჰყურებს ზღვას მარსელი
და ისტუმრებს გემებს რონა.
გამახსენდა! დაბადება –
განთიადით შუქს აპკურებს,
სხვა ახალი ემატება
ჩვენი ქვეყნის ნავთსადგურებს.
სიყვითლით და დაობებით,
რომ ბორგავდა წინად ფოთი,
შრება ძველი ჭაობები
და რიონის ცხრება შფოთი.
ცხრება მისი მავნე შფოთი,
გადალეკვა ვეღარ ართობს –
გასჭრეს სულ სხვა კალაპოტი
ძველი – უვრცესს სტოვებს ფართობს.
სად ხვდებოდენ: ზღვა ძლიერი
და რიონი მედიდური,
მშვენიერზე მშვენიერი
დაფუძნდება ნავთსადგური.
აქ კი სიღატაკე ვრცელი…
ტვირთებს ზიდავს კაცი – მონა.
შორს გაჰყურებს ზღვას მარსელი
და ისტუმრებს გემებს რონა.