საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 20 names in this directory beginning with the letter Ფ.
ფარნაოზ
(ირანული)"უბრწყინვალესი","დიდებული","ხელბედნიერი ",ან:"ბრწყინვალე მოუბარი","მჭერმეტყველი".ძველი ფორმაა ფარნავაზ.ეს სახელი ერქვა ქართლის(იბერიის)სამეფოს პირველ მეფეს(ძვ.წ.IVს.დამლევს და IIIს.I ნახევარში),რომელმაც სათავე დაუდო ფარნავაზიანთა დინასტიას.ლეონტი მროველის მიხედვით,ფარნავაზ I-ის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა.ამ სახელის შემოკლებული ფორმაა ფარნა(ნიშნავს"ღვთაებრივ შუქს"," ელვარებას"," შარავანდს").ფარნაოზი ცალკეც არის მცირერიცხოვანი გვარი საქართველოში და რამდენიმე გვარის ფუძედაც წარმოგვიდგება:ფარნაოზიშვილი,ფარნაოზოვი,ფარნიაშვილი,ფარნიშვილი.

ფარსადან
(სპარსული)"ბრძენი","სწავლული","მეცნიერი".ნესტან-დარეჯნის მამის სახელია"ვეფხისტყაოსანში".ცნობილია ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე ფარსადან გორგიჯანიძე(XVIIს.)ფარსადანისაგან წარმოქმნილია გვარები:ფარსადანაშვილი,ფარსადანიშვილი,ფარსადანოვი

ფარსმან
(ირანული) " სპარსული სულის სულის მქონე ". ეს სახელი ერქვა ქართლის (იბერიის) ექვს მეფეს (I-VI სს.). ერთი მათგანი (ფარსმან II) იხსენიება არმაზის ბილინგვაში (II ს.): " მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა ". სახელი ფარსმან დაცულია გვარებში: ფარსმანაშვილი, ფარსმანიშვილი. ფარცვანია (←ფარსმანია), ფარცხვანია.

ფატი
ფატმან-ის შემოკლებული ფორმაა, რომელიც ქცეულია ოფიციალურ სახელად.

ფატმან
(არაბული) " ძუძუს მოსხლეტილი ". " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია. მისი შემოკლებული ფორმაა ფატი. მასვე უკავშირდება ფატიმა, ფატმა. ეს სახელი ერქვა მაჰმუდ წინასწარმეტყველის ქალიშვილს პირველი ცოლისაგან.

ფაცია
(ქართული) მნიშვნელობა უცნობია. პარალელური ფორმაა ფაცა. მსგავსი ფორმები დასტურდება ხურიტულ წარწერებში, რაც მათ შორის შესაძლო კავშირს გვავარაუდებინებს.

ფედოსია
(ბერძნული) " ღვთისადმი შეწირული ", " ღვთისადმი მიძღვნილი ". ძველი ფორმაა თედოსია, თედოსი (დაწვრილებით იხ. თედორე).

ფერიდე
(თურქული) "ერთადერთი", "შეუდარებეული", "ობოლი მარგალიტი".

ფეფელა, ფეფენა
შემოკლებით ფეფო, ფეფიკო – ქართული სახელებია, უცნობი მნიშვნელობისა. ითვლება ეფემიას მოფერებით ფორმებად, მაგრამ ასეთი დაკავშირება გვიანდებლი მოვლენა ჩანს. მსგავსი ფორმები მოიპოვება ხურიტულში: ფაფა, ფაფალა, ბაბალე.

ფილიმონ
(ბერძნული) " საყვარელი ". სამოცდაათთაგან ერთ-ერთი მოციქულისა და რამდენიმე მოწამის სახელია, რომელიც ადრიდანვე გვხვდება ქართულში. მისი შემოკლებული ფორმები უნდა იყოს ფილი, ფილა. აქედანაა გვარები: ფილია, ფილიაშვილი, ფილაშვილი, ფილაური.

ფილიპე
(ბერძნული) " ცხენთა მოყვარული ". სამოცდაათთაგან ერთ-ერთი მოციქულისა და ქრისტეს მოწაფის, აგრეთვე რამდენიმე ცნობილი მოწამის სახელია. Gვხვდება უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებში: " გამოირჩინა... ფილიპე და ბართლომე " (ხანმეტი ტექსტები, ლუკა, 6, 14). ამ სახელისაგან ნაწარმოები გვარებია: ფილიპაშვილი, ფილიპია.

ფირან
(სპარსული) " ბერი ", " მოხუცებული ", " სულიერი მოძღვარი ". იბერიის მეფისწულის სახელად გვხვდება ჯერ კიდევ VI საუკუნეში. აქედანაა გვარები: ფირანაშვილი, ფირანიშვილი.

ფირუზ
(ირანული) " ფირუზი " (ძვირფასი ქვა). ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ნიშნავს " სინათლით სავსეს ", " ნათელს ". ფირუზი ცისფერია და სწორედ ამიტომ შეურქმევიათ ასეთი სახელი, ხოლო ამ ძვირფასი ქვის სახელწოდება შემდგომ ადამიანის სახელად ქცეულა (შეადარეთ იაკინთე, ოქრო, ლალი, ზურაბ და სხვ.) სხვაგვარი ეტიმოლოგიით: " გამარჯვებული " (შეადარეთ გერმანული ზიგფრიდ) აქედანაა გვარები: ფირუზაშვილი და ალბათ ფირუაშვილიც.

ფიქრია
(არაბული) " ფიქრიანი ". არაბულში გვხვდება როგორც ქალის, ისე კაცის სახელად. ნმიშვნელობით იგივეა, რაც " ფიქრი ".

ფოთოლა
(ქართული).

ფორე
#NAME?

ფოტინე
(ბერძნული) " ნათელი ", ბრწყინვალე " (შეადარეთ ნათელა, სანათა, სვეტლანა). ერქვა რამდენიმე მოწამეს.

ფოცხვერა
(ქართული) დღეს იშვიათად გვხვდება. შემონახულია გვარებში: ფოცხვერაშვილი, ფოცხვერიშვილი, ფოცხვერაძე, ფოცხვერია, ფოცხორაია, ფოცხორია, ფოცხიშვილი.

ფრიდონ
(ძველი ირანული) " სამმაგი ძალის მქონე ", " სამგზის ძლევამოსილი ". " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი გმირის სახელია. ეს სახელი გვხვდება აგრეთვე " შაჰ-ნამეში ", " რუსუდანიანში " და სხვა თხზულებებში. მისი ძველი ფორმაა აფრიდონ, რომელიც დღემდე დაცულია აფრიდონიძის გვარში. შემოკლებული ფორმაა ფიდო. გვარებია: ფრიდონიშვილი, ფრიდონაშვილი, ფიდაშვილი, ფიდიური.

ფუნდუ
გვხვდება კოლხურში. ეს სახელი ჰქვია დემნა შენგელაიას მოთხრობა " განძის " ერთ-ერთ გმირს


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button