საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 17 names in this directory beginning with the letter Ო.
ოთარ
(არაბული) " სურნელოვანი ", " ნელსაცხებელი ", " წამალი ". მისი მოფერებითი ფორმაა ოთია. ოთარისაგან ნაწარმოებია გვარები: ოთარაშვილი და ოთარიშვილი, ოთია-საგან _ ოთიაშვილი.

ოთარი
საკუთარი სახელი (არაბული). ნიშნავს „სურნელოვანს“, „ნელსაცხებელს“, „წამალს“. მისი მოფერებითი ფორმაა ოთია. ოთარისაგან ნაწარმოებია გვარები: ოთარაშვილი და ოთარიშვილი, ოთია-საგან — ოთიაშვილი.

ოლეგ
(სკანდინავიური) " წმინდა ". ძველისძველად ნასესხები აქვს რუსულს, ხოლო ამ უკანასკნელისაგან ბოლო დროს შემოვიდა ქართულში. აქედანვეა ქალის სახელი ოლღა (ოლგა).

ოლიმპიადა
(ბერძნული) " ოლიმპიელი " (შეადარეთ სხვადასხვა სახის შეჯიბრის აღმნიშვნელი სიტყვა ოლიმპიადა, მთის სახელი ოლიმპო, რომელიც ბერძნებს ღმერთების ადგილსამყოფლად მიაჩნდათ, და ქალაქის სახელი ოლიმპია, სადაც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა შეჯიბრებანი იმართებოდა). საფუძვლად უძევს ბერძნული წარმოშობის რამდენიმე სახელს, როგორც ვაჟისას, ისე ქალისას. ერთ-ერთი მათგანია ვაჟის სახელი ოლიმპიადოს (ოლიმპიადი), რომლისგანაც წარმოქმნილია ქალის სახელი ოლიმპიადა.

ოლღა, ოლგა, ოლია
(სკანდინავიური) " წმინდა ". რუსულში ადრეულ ხანაში არის ნასესხები ვაჟის სახელი ოლეგ და მისგან ნაწარმოებია ქალის სახელი ოლგა. ქართულში გვხვდება როგორც ოლეგი, ისე ოლგა, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო გავრცელებულია ოლღა-ს ფორმით. მისი კნინობითია ოლია, ოლიკო და ოლა. ამათგან ოლია ქცეულია დამოუკიდებელ სახელად.

ომან
(სპარსული) " ცხოველმყოფელი " (მაცოცხლებელი) ბალახი ". ეს სახელი ჰქვია " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთ გმირს. აქედანაა გვარები: ომანიძე, ომანაძე.

ომარ
(არაბული) " სიცოცხლე ". აქედანაა გვარი ომარაშვილი.

ომია
– შესაძლოა ომანის ან ომარის მოფერებითი ფორმა იყოს, გადააზრიანებული ქართული ენის ნიადაგზე. აქედანაა გვარი ომიაძე.

ონანა
(ძველი ებრაული) საბას განმარტებით, " ჭირი, გინა უაჯო ლმობა ". აქედანაა გვარები; ონანაშვილი, ონანოვი.

ონისე
(ბერძნული) " სარგებლობა ". ერთ-ერთი მოწამის სახელია. ეს სახელი ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის " ხევისბერი გოჩას " ერთ-ერთ მთავარ გმირს, გოჩას ვაჟს.

ონისიმე
(ბერძნული) " სრულქმინი ", " სრულყოფილი ". ამ სახელით ცნობილია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული, სამოცდაათთაგანი, და რამდენიმე მოწმე.

ონოფრე
– ეგვიპტურად ნიშნავს " ღვთაება კუროს კუთვნილს " და ითარგმნება როგორც " წმინდა ხარი ". აქედანაა გვარი ონოფრიშვილი.

ორბელ
(ქართული) " ორბეთელი " (ორბეთი გეოგრაფიული სახელი, რომლისგანაც ნაწარმოებია პიროვნების სახელი, ისევე როგორც ბირთველ, თორელ, ტბელ, ოდიშელ და სხვანი). ქართულიდან შესულია სომხურში, აქედანაა ნაწარმოები ორბელიანთა გვარი.

ორდე
(ქართული) " მეგრულად ნიშნავს " იყავ ".

ოსე
(ძველი ებრაული) " შველა ", " ხსნა ". მისი კნინობითია ოსია, ოსიკო. ეს სახელი საფუძვლად უძევს ოსეშვილისა და ოსიაშვილის გვარებს.

ოტია
(ქართული) შეადარეთ ოთარ-ის. მოფერებითი ფორმა ოთია.

ოქროპირ
(ქართული) თავდაპირველად იყო ზედწოდება მჭერმეტყველი ადამიანისა, კარგი ორატორისა (თარგმნილია ბერძნულიდან), შემდეგ დამოუკიდებელ სახელად იქცა. მისი შემოკლებული ფორმებია ოქრო, ოქრუა. ამ უკანასკნელისაგან მოდის გვარი ოქრუაშვილი, ოქროპირ-ისაგან – ოქროპირიდძე, ოქროპირაშვილი, ოქროპილაშვილი.


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button