საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 25 names in this directory beginning with the letter Შ.
შადიმან
(სპარსული) " სიხარული ".

შავლეგ
(ქართული) " შავი ", " შავგრემანი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ უჩა, შიო). ვარიანტული ფორმაა შავლეგო.

შალვა
(ქართული) ეტიმოლოგია დაუდგენიელია, შესაძლბელია შავლეგ-ის ვარიანტს წარმოადგენს. როგორც ალექსი ჭინჭარაულმა აღნიშნა, ამის დამადასტურებელია ერთი და იმავე გმირის ხსენება ორივე სახელით ქართულ ხალხურ პოეზიაში: " დედას კაცი მოუვიდა: " შენ შავლეგი მოგიკლესა "... შალვას დედა მოტიროდა, მოიშლიდა გიშრის თმასა " (ქხპ, XI, 17). შალვა-ს ადრინდელი ფორმა შაველა→შავლა შემონახულია გვარებში: შავლაძე, შავლიძე, შაველაშვილი, შავლიაშვილი. შალვა თორელთა საგვარეულო სახელი იყო. ცნობილია თამარ მეფის დროინდელი გამოჩენილი მეომარი და სარდალი შალვა თორელი (ახალციხელი). შალვა ერქვა აგრეთვე ბევრ სხვა ისტორიულ პოროვნებას, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია XVII ს-ში სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი მეთაური შალვა ქსნის ერისთავი, რომელიც თავის შვილ ელიზბართან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად მოწამებრივი სიკვდილით მოკლეს 1661 წელს. ისინი ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. შალვას მოფერებითი ფორმებია: შალიკა, შალიკო, შალუტა. ამათგან ნაწარმოები გვარებია (ზემოხსენებულთა გარდა): შალვაძე, შალვაშვილი, შალიკაშვილი, შალიკავა, შალიკაძე, შალიკიანი, შალუტაშვილი.

შამილ
(არაბული) " ყოვლისმომცველი ". კავკასიის მთის ხალხთა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მეთაურის, იმამ შამილის (1797-1871) სახელი ძალზე პოპულარული გახდა მთელ კავკასიაში და კერძოდ საქართველოშიც. ამის დასტურია ამ სახელისაგან წარმოქმნილი ქართული გვარებიც: შამილაძე, შამილიანი, შამილიშვილი.

შამშე
შანშე(ძველი ებრაული)"მზე"(შეადარეთ სამსონ),ან (სპარსული)"მეფეთ-მეფე"(შაჰინ-შაჰ→შან-შა). შესაძლებელია,რომ დიდი ფონეტიკური მსგავსების მიუხედავად,აქ ჩვენ ...

შამშე, შანშე
(ძველი ებრაული) " მზე " (შეადარეთ სამსონ); ან (სპარსული) " მეფეთ-მეფე " (შაჰინ-შაჰ→შან-შა). შესაძლებელია, რომ დიდი ფონეტიკური მსგავსების მიუხედავად, აქ ჩვენ გვქონდეს ორი სხვადასხვა წარმოშობის სახელი, რომელთაგან პირველი მომდინარეობს ძველი ებრაულიდან, მეორე კი სპარსულიდან. ისტორიულად უფრო გავრცელებულია მეორე ფორმა – შანშე. ამ სახელით საქართველოს ისტორიაში ცნობილია რამდენიმე პირი, მათ შორის – XIII ს. გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე შანშე მხარგრძელი, ძე ზაქარია მხარგრძელისა. შანშე ჰქვია ვაჟა-ფშაველას " ბახტრიონის " გმირი ქალის – ლელას მამას. ამ სახელისაგან მომდინარე გვარებია: შანშაშვილი, შანშიაშვილი. მიუხედავად ყოველივე ამისა, ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა შამშე.

შაქრო
(ქართული) მიიჩნევა ზაქარია-ს მოფერებით ფორმად, თუმცა შეიძლება მისგან დამოუკიდებლად იყოს წარმოქმნილი. აქედანაა გვარები: შაქარაშვილი, შაქარიშვილი, შაქარაძე.

შედან
(სპარსული) " ლომი ". აქედანაა გვარი შედანია.

შევარდენა
(ქართული) არაკალენდარული სახელია, რომლისაგანაც მომდინარეობს გვარები: შევარდენიძე, შევარდნაძე. საეკლესიო კალენდრით მას ეფარდება იერაქსი (ბერძნული " ქორი ").

შეთი
(=დანიშნული, აღდგენილი)

შელა
(=ლოცვა, პატიება)

შენგელი
(ქართული) აქედანაა გვარები: შენგელია, შენგელაია.

შერგილ
(სპარსული) " ლომის დამჭერი ". ცნობილია შერგილ დადიანი (XIVს.).

შერლომ
– ქართული სახელია, სადაც შერწყმულად, კომპოზიტის ფორმით, არის წარმოდგენილი სპარსული სიტყვა ‘შერ’ და მისი ქართული შესატყვისი ლომი (შეადარეთ გულვარდი, ხვარამზე). ძველად გვხვდებოდა აგრეთვე იმავე სიტყვებისაგან (შებრუნებული რიგით) ნაწარმოები სახელი ლომშერა.

შერმადინ
(არაბული) " სარწმუნოების სინდისი ". ეს სახელი ჰქვია " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთ პერსონაჟს, ავთანდილის ერთგულ მსახურს. შერმადინი გვარიც არის ამავე ფორმით.

შვენა
(ქართული).

შიო
- უნდა მომდინარეობდეს სიაოშ-ისაგან, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და " შავგვრემანს ", " შავ მამაკაცს " ნიშნავს. ძველ ქართულში შემოსულია შიოშ-ის ფორმით, ამ უკანასკნელისაგან კი მიღებულია საბოლოო ფორმა შიო (აქედანაა გვარი შიოშვილი). მისი კნინობითი ფორმებია შიუკა და შიოლა (ამათგან მოდის გვარები: შიუკაშვილი, შიოლაშვილი). საქართველოში მოღვაწე ასურელ მამათა შორის ერთს შიო ერქვა (VI ს.). მისი სახელი და წოდება შიო მღვიმელი ფსევდონიმად აირჩია გამოჩენილმა საბავშვო პოეტმა შიო ქუჩუკაშვილმა.

შმაგი
(ქართული).

შოთა
მამაკაცის სახელი. ამ ფორმით გვხვდება მხოლოდ ქართველებში და თანაც, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, გვხვდება საკმაოდ ხშირად. ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია საქართველოში,[1] რაც „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის პოპულარობის ნიშანი უნდა იყოს. ამ სახელის ეტიმოლოგია სადავოა. მისგან ნაწარმოებია გვარები: შოთაძე, შოთაშვილი.[2]

შორენა
მიღებულია ბორენასგან გრაფიკული ცვლილების გზით (ძველ ქართულ ანბანში შ და ბ ასოები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ამიტომ ბორენა შეიძლება შეცდომით წაეკითხათ როგორც შორენა). გააზრებულია როგორც "შორეული" (ძნელად მისაწვდომი). ეს სახელი ჰქვია კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" მთავარ გმირ ქალს, დიდოსტატ კონსტანტინე არსაკიძის სატრფოს.

შოშიტა
(ქართული) - ცხადია, აქ ‘ტა’ კნინობითი სუფიქსია (ისევე როგორც სხვა სახელებში, როგორიცაა: ბეჟიტა, ბერიტა, გოგიტა, ხახუტა და სხვანი). თუ ასეა, უნდა გვქონდეს სახელი ამ სუფიქსის გარეშეც. ასეთი სახელი შოშია შემონახულია შოშიაშვილის გვარში. თვით შოშიტა-საგან ნაწარმოებია გვარები შოშიაშვილი და შოშიტაიშვილი.

შუქია
(ქართული).

შუქრი
(არაბული) " მადლიერი ".

შუშანიკ
სომხური ფორმაა სუსანა-სი, რომელიც წარმოშობით ებრაულია და "წყლის შროშანს" ნიშნავს. ცნობილია სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული, ვარსქენ პიტიახშის მეუღლე შუშანიკ დედოფალი, რომლის წამებაც აღწერა იაკობ ცურტაველმა მე-5 საუკუნეში.

შუშანიკ, შუშანა
სომხური ფორმაა სუსანა-სი, რომელიც წარმოშობით ებრაულია და " წყლის შროშანს " ნიშნავს. ცნობილია სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული, ვარსქენ პიტიახშის მეუღლე შუშანიკ დედოფალი, რომლის წამებაც აღწერა იაკობ ცურტაველმა V საუკუნეში.


Submit a name

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button