![გალაკტიონ ტაბიძე ნუგეში](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-ნუგეში.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ნუგეში
არის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში,
ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი:
შევიდე უცხო სიმსუბუქეში,
გამომყვეს ლურჯა ცხენების მტვერი.
ვიცი, ეს მხოლოდ ისე იქნება,
როგორც ყოფილა ოდესმე ღამით:
დათვლა ნაბიჯის და დამიზნება,
ნისლიან ამინდს, ნისლიან ამინდს!
მაგრამ ნაცნობი ზმანება ბროლის
მოვა: სალამი თანამგრძნობ თვალებს!
მას მოიზიდავს ხმობა გასროლის
და შეჩერებას მე დამავალებს.
ვიცი: პოეტის გატეხილ სახელს
ბრბო არ დაინდობს გასათელავად,
მაგრამ შენი მზე სიბნელეს გახევს
და დაადგება შუბლს ნათელივით.