![გალაკტიონ ტაბიძე ო, გადავეშვათ უფიქრებლად](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-ო-გადავეშვათ-უფიქრებლად.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ო, გადავეშვათ უფიქრებლად
ო, გადავეშვათ უფიქრებლად ზღვების თამაშში,
ნუ გეშინია, არ დავკარგავთ გზას აკლდამაში.
ჩვენ დაგვიკარგავს ჩვენი გულის ხმა შორეული,
ათასი ხმიდან მხოლოდ ერთხელ ჩამორეული;
ათას სიტყვაში მხოლოდ ერთი მწუხარეს ბაძავს,
რაღაც კარგზე და მშვენიერზე ატარებს ძაძას.