საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 56 names in this directory beginning with the letter Ე.
ეგნატე
(ლათინური) " არმცოდნე " (ვისაც ამბავი არ აუწყეს, არ შეატყობინეს). ეს სახელი ერქვა რამდენიმე გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეს და მღვდელმოწამეს. ქართველ მწერალთაგან ყველასათვის ცნობილია ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა). ეგნატე-საგან ნაწარმოებია გვარი ეგნატაშვილი.

ედიშერ
(სპარსული) "ლომის დღესასწაული". აქედანაა გვარი ედიშერაშვილი. ეს სახელიცა და გვარიც დასტურდება ქართულ ისტორიულ საბუთებში XVII ს-დან. შედარებით იშვიათად გვხვდება აგრეთვე გვარი ედიშერიძე.

ედუარდ
(გერმანული) "საკუთრებაზე მზრუნველი".

ევა
(ძველი ებრაული) " ცოცხალი ". ბიბლიის მიხედვით, ეს სახელი ერქვა ქვეყნად პირველ ქალს, რომელიც ღმერთმა პირველი კაცის – ადამის ნეკნისაგან შექმნა და მის მეუღლედ აქცია. მისი კნინობითია ევროპულ ენებში გავრცელებული ეველინა.

ევგენი
(ბერძნული) " კეთილშობილი ". მისი შემოკლებული ფორმაა გენო (რუსულსა და ზოგ სხვა ენაში – ჟენია გვხვდება ქალის სახელადაც (ევგენია, შემოკლებით – ჟენია). ამ სახელით ცნობილია რამდენიმე მოწამე – კაცებიც და ქალებიც. ამ სახელიდან ნაწარმოებია გვარი ევგენიძე.

ევგრაფი
(ბერძნული) " კარგად ნახატი ".

ევდემონ
(ბერძნული) " ღმერთთაგან დაცული ", " ბედნიერი ".

ევდოკია
(ბერძნული) " წყალობა ", " სათნოყოფნა ". ხალხში გავრცელებული ფორმებია ედუკია, ედუკი, შემოკლებული – ევდო (აქედანაა პოეტ იროდიონ ხოსიტაშვილის ფსევდონიმი ევდოშვილი).

ევდოკიმე
(ბერძნული) " გამოჩენილი ", " სახელოვანი ".

ევსევი
(ბერძნული) " კეთილმსახური ", " ღვთისმოსავი " (გვხვდება აქედან წარმოქმნილი ქალის სახელიც – ევსევია).

ევსიხი
(ბერძნული) " კეთილი სული ", " მშვიდი ", " წყნარი ".

ევტიხი
(ბერძნული) " ბედნიერი ".

ეთერ
(ძველი ებრაული) " ვარსკვლავი ", ან (ბერძნული) " ჰაერი ", " ეთერი ". აქედანაა გვარი ეთერია. ქართულ ხალხურ ლეგენდაში ეთერი ჰქვია ულამაზეს მწყემს ქალიშვილს, რომელიც შეუყვარდა მეფისწულ აბესალომს. ამ ლეგენდის სიუჟეტზეა აგებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერა " აბესალომ და ეთერი ".

ეთერი
(ძველი ებრაული) "ვარსკვლავი", ან (ბერძნული) "ჰაერი", "ეთერი". აქედანაა გვარი ეთერია. ქართულ ხალხურ ლეგენდაში ეთერი ჰქვია ულამაზეს მწყემს ქალიშვილს, რომელიც შეუყვარდა მეფისწულ აბესალომს. ამ ლეგენდის სიუჟეტზეა აგებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი".

ეკატერინე
(ბერძნული) " წმინდა ", " უმწიკვლო ". შემოკლებული ფორმაა ეკა.

ელგუჯა
(თურქული)"ხალხის ძალა".ელგუჯა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების რომანის მთავარ გმირს,რამაც ხელი შეუწყო ამ სახელის ფართოდ გავრცელებას ჩვენში.

ელდარ
(ძველი ებრაული) " ღვთის ნაჩუქარი " ; ან: (ირანული) " თავადი ", ბატონი ", " მმართველი ". ერთ-ერთი ძველი ალანური სამხედრო და წოდებრივი ტერმინია.

ელდინო
ეტიმოლოგია უცნობია.

ელენე
ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული სხვადასხვა ფორმით (ელა, ელია, ლესია, ლენა, ნელი და სხვა). წარმოშობით წინარებერძნულია და დაახლოებით განმარტავენ როგორც " ნათელს ", " მანათობელს ". ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით ცნობილია ულამაზესი დედოფალი – ელენე. ქართულში ამ სახელის მოფერებითი ფორმებია: ელო, ელიკო, ლენა, ნელი, ლელიკო.

ელეონორა
ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც იგი შესაძლოა მომდინარეობდეს ძველი ბერძნულიდან და ნიშნავდეს " მოწყალებას ", თანაგრძნობას ". მისი შემოკლებული ფორმაა ნორა.

ელეფთერ
(ბერძნული) " თავისუფალი ".

ელზა
ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც იგი ელისაბედ-ის კნინობით ფორმას წარმოადგენს.

ელია
(ძველი ებრაული) " ღმერთი ჩემი – იეღოვა " (ან: " ღმერთი ჩემი სიმაგრე "). ერთ-ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, რომელიც არაერთგზის იხსენიება უძველეს ქართულ ტექსტებში: " და ხეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა " (მათე 17, 3). ბერძნულიდან მომდინარე გვიანდელი ფორმა ამ სახელისა არის ილია (იხ.). ამ სახელისაგან წარმოქმნილი ქართული გვარებია: ელიაშვილი, ელოშვილი, ელიაძე, ელიავა, ელიაური.

ელიაზარ
(ძველი ებრაული) " ღვთის წყალობა ", " ღვთის შემწეობა " (სიტყვა-სიტყვით: " ღმერთია შემწე "). ამ ფორმით ქართულში ნაკლებად გვხვდება, მაგრამ გავრცელებულია მისგან მიღებული სახელი ლაზარე, რომლის მეშვეობით ნაწარმოებია გვარებიც: ლაზარიშვილი, ლაზარია. გვხვდება აგრეთვე ელიაზარაშვილის გვარიც. აქედანვეა ებრაული გვარები: ელიკეზერაშვილი, კეზერაშვილი.

ელიზბარ
ეტიმოლოგია არაა დადგენილი, ცნობილია 1659 წ. ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც თავის მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და წმინდანად იქნა შერაცხული. ამ სახელისაგანაა წარმოქმნილი გვარი ელიზბარაშვილი. კნინობითი ფორმაა ელიბო.

ელიკო
#NAME?

ელიოზ
- ბერძნული ფორმაა ძველი ებრაული სახელისა ელია. ეს სახელი ერქვა მცხეთელ ებრაელს, რომელმაც ლონგინოზ კარსნელთან ერთად უფლის კვართი (ქრისტეს პერანგი) ჩამოიტანა საქართველოში: " და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარცმასა უფლი

ელისაბედ
(ძველი ებრაული) " ღვთის მოფიცარი " (სიტყვა-სიტყვით: " ღმერთს ვფიცავ ", " ღმერთის ფიცი ჩემი "). მისი მოფერებითი ფორმებია: ლიზა, ლიზიკო.

ელისე
(ძველი ებრაული) " ღმერთი - ხსნა ", " ვისი მხსნელიც ღმერთია ". ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია. აქედანაა გვარები: ელისაშვილი, ელიშაყაშვილი, ელიშაყოვი, ელიშაკოვი.

ელისო
ქართული სახელია, შესაძლოა მიღებული იყოს ელისაბედ-ის შემოკლების გზით. ელისო ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირს.

ელო
ელენე-ს შემოკლებული ფორმაა.

ელპიდე
(ბერძნული) " სასოება ", " იმედი " (შეადარეთ ქართული იმედა, დედისიმედი, რუსული ნადეჟდა). ხალხში გავრცელებული ფორმაა ელპიტე.

ემანუელ, ემანუილ
(ძველი ებრაელი) " ჩვენთან არს ღმერთი ". ფონეტიკური ვარიანტია მანაველ||მანაველა, საიდანაც წარმოქმნილია ქართული გვარები: მანველაშვილი, მანველიშვილი, მანელიშვილი, მანველიძე, მანელიძე.

ემელიანე, ემელიან
(ბერძნული) " ალერსიანი ". შეიძლება ეს სახელი დაუკავშირდეს ლათინურსაც და მაშინ ის იქნება ემილ-ის კნინობითი ფორმა, ან აღნიშნავს " ემილის კუთვნილს ". თვით სახელი ემილი გავრცელებულია ევროპაში და ნიშნავს " მეტოქეს " (შეჯიბრების დროს). მისგან ნაწარმოებია ქალის სახელიც: ემილია.

ემზარ
(ირანული) " თანამაცხოვრებელი " (ეტიმოლოგია საეჭვოა).

ენრიკო
(ძველი გერმანული) მოფერებითი ფორმაა სახელისა ჰენრიხ||ჰენრი, რომლის მნიშვნელობაც გაურკვეველია.

ენუქი
(ძველი ებრაული) " ზრდილი " (ნაწარმოებია ზმნური ფუძიდან ჰანაკ " აღზრდა ", " სწავლება "). აქედანაა წარმოქმნილი გვარები: ენუქიძე, ენუქიშვილი, ენუქაშვილი.

ენძელა
#NAME?

ეპიფანე
(ბერძნული) " გამოჩენილი ", სახელგანთქმული ". იშვიათად ქართულში გვხვდება აგრეთვე მისის ფონეტიკური ვარიანტი ეტვფანე||ეტიფანე. შესაძლოა აქედან იყოს გვარი ეპიტაშვილი (ეტიპაშვილი||ეტიფაშვილი).

ეპრაქსია
(ბერძნული) " კეთილდღეობა ", " კეთილმოქმედება ". ხალხური ფორმებია: ეპრაქსია, ეპრასია, ეპრასი (შეადარეთ სიტყვა პრაქტიკა - " მოქმედება ", " საქმიანობა ").

ერასტი
(ბერძნული) " საყვარელი ", " მოსაწონი ", " მშვენიერი ". ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის სახელია. ქართულში გვხვდება XVII ს-დან.

ერეკლე
წარმოქმნილია ბერძენთა საყვარელი მითოლოგიური გმირის ჰერკულესის ანუ ჰერაკლეს სახელისაგან.თვით ჰერაკლე ნიშნავს"ჰერას(ზევსის მეუღლის)დიდებას".ამავე სახელის შედარებით ახალი ფორმაა ირაკლი.ერეკლე ერქვა ქართველთა ორ მეფეს,მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ერეკლე II–პატარა კახი.

ერემია
(ძველი ებრაული) " მაღალი " (სიტყვა-სიტყვით: " ღმერთი აღამაღლებს "). ძველი ფორმაა იერემია, შემოკლებული – ერემო. აქედანაა გვარები ერემაძე, ერემაშვილი, ერემეიშვილი.

ერმალოზ
(ბერძნული) " ჰერმესის ხალხი ". დღეს ეს სახელი უფრო გავრცელებულია ბოლო თანხმოვნის გარეშე: ერმალო.

ერმი
(ბერძნული) ჰერმესი, იგივე მერკური; ანტიკურ მითოლოგიაში – მეცხოველეობისა და ვაჭრობის ღმერთი, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველი, ღმერთების მახარობელი.

ერმილე
(ბერძნული) " ჰერმესის ტყისა ".

ეროსი
(ბერძნული) " გულისთქმა ", " ხორციელი ლტოლვა ", " სიყვარული ".

ესაია
(ძველი ებრაული) " ხსნა უფლისაგან ", " ღვთისაგან მოვლენილი დახმარება ". აქედანაა გვარი ესაიაშვილი. მერმინდელი ფორმაა ისაია.

ესმა
შესაძლოა მოდიოდეს არაბულიდან და ნიშნავდეს " ამაღლებულს " (ზ. სიხარულიძის ეტიმოლოგიით).

ესრომ
- ეტიმოლოგია უცნობია.

ესტატე
(ბერძნული) " კარგად (მტკიცედ) მდგომი ", " მედგარი ". ამ სახელის უფრო ძველი ფორმაა ევსტათი (ეს სახელი ერქვა VI ს. ერთ-ერთ ქართველ მოწამეს – ევსტათი მცხეთელს). აქედანვეა უკრაინული ოსტაპი, რუსული ევსტაფი (ეს უკანასკნელი გვხვდება ქართულშიაც: ევსტაფი, ესტაფი). მოფერებითი ფორმაა ქართულში ტატე, საიდანაც მიღებულია გვარი ტატიშვილი.

ეფემია
(ბერძნული) "ღვთისმოსავი," "ღვთისმოყვარე". მის კნინობით ფორმად ქართულში მიიჩნევა: ფეფო, ფეფიკო, ფეფენა, ფეფელა (თუმცა წარმოშობით ესენი დამოუკიდებელი სახელები ჩანს).

ეფრემ
- დამაჯერებელი ახსნა არ მოეპოვება; საეკლესიო კალენდრის მიხედვით ახსნილია როგორც " ნაყოფიერი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ კარპე, პოლიკარპე); სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ნიშნავს " აღორძინებას ", ან " ნუგეშისმცემელს " ; სხვაგვარი ეტიმოლოგიით, მომდინარეობს ძველ ებრაელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან.

ეფროსინე
(ბერძნული) " სიხარული ", " მხიარულება ". შემოკლებული ფორმაა ეფრო.

ექვთიმე
(ბერძნული) " კეთილის მზრახველი ", " გულკეთილი ", " უზაკველი (უბოროტო) ".

ეშხა
(ქართული) ვარიანტული ფორმებია: ეშხანა, ეშხია. თვით სიტყვა ეშხი არაბულია.


Submit a name

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button