საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 30 names in this directory beginning with the letter Ჯ.
ჯაბა
სახელი წარმოსდგება ჯაბრიელის შემოკლებული ვარიანტისაგან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ძველი ებრაული სახელის, გაბრიელის, არაბიზებულ ფორმას. გაბრიელი ერქვა ერთ-ერთ მთავარანგელოზს, რომლის სახელიც არაბულად გადმოიცემა როგორც „ჯაბრიელ“. ამის შემოკლებით მიღებულია ჯაბა. ჯაბასაგან წარმოქმნილია გვარი ჯაბიძე.[1]. სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 3851 მატარებელი ადამიანი[2].

ჯავარა
მომდინარეობს არაბული ჯავარ სიტყვისაგან, რაც ნიშნავს " ძვირფას ქვას ", " თვალმარგალიტს ", აქედან კი - " ბრწყინვას ", " მომხიბლაობას ". ამრიგად, ჯავარა (იგივე ჯავაირა) მნიშვნელობით შეესატყვისება მარგალიტა-ს, ანდა ნიშნავს " მომხიბვლელს ", " ტურფას ".

ჯავახ
(ქართული) ეთნონიმი ქცეულია ანთროპონიმად (შეადარეთ ივერი, იმერი, კახი, და სხვ.) ჯავახი (უსუფიქსოდ) არის გვარიც. ამ ფუძიდან წარმოქმნილია აგრეთვე გვარები: ჯავახიშვილი, ჯავახაძე, ჯავახიძე, ჯავახია, ჯავახიანი.

ჯამბაკურ
– ამ სახელის მეორე ნაწილს შეადგენს ბაკურ, პირველი ნაწილის წარმომავლობა კი საცილობელია. უკავშირებენ სატომო სახელს (ჭან-ბაკურ→ჯანბაკურ→ჯამბაკურ). გავრცელეული სახელი იყო განსაკუთრებით ორბელიანთაA საგვარეულოში.

ჯამილა
(არაბული) " მშვენიერი ". იგივეა, რაც კამილა. შეადარეთ აგრეთვე ვაჟის სახელი ჯემალ.

ჯამლეთ
#NAME?

ჯანეტა
(არაბული) " სამოთხე ", შეადარე ჟანეტა.

ჯანიკო
– იგივე სახელია წარმოდგენილი ქართული საალერსო ‘იკო’ სუფიქსით. გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. ამავე ფუძიდან წარმოქმნილი გვარებია: ჯანაშვილი, ჯანიშვილი, ჯანოშვილი, ჯანიაშვილი, ჯანიკაშვილი, ჯანუაშვილი.

ჯანო
– წარმოადგენს ჯანსუღის, ჯანბერის ან სხვა რომელიმე ასეთი სახელის შემოკლებულ ფორმას.

ჯანსუღ
(სპარსული) " ვისაც სული დაეწვა " (იგულისხმება სიყვარულით), " სულ-დამწვარი ", " შეყვარებული " (ეტიმოლოგია საეჭვოა).

ჯარჯი
– მიღებული ჩანს თურქული ჯარჩი-საგან, რაც სამოხელეო ტერმინია და ნიშნავს " ამბის გამომცხადებელს ", " მაცნეს ".

ჯახანა
(სპარსული) " სამყარო ".

ჯაჯუ
– შესაძლოა წარმოადგენდეს ძერა-ს კოლხურ შესატყვისს. აქედან ჩანს წარმოქმნილი გვარი ჯაჯანიძე (ე.ი.. " ძერიას-ძე "). ამავე ფუძიდანაა ქალის სახელი ჯაჯალა.

ჯეირანული
(თურქული) გარეული ცხოველის სახელი (ჯეირანი ანუ ქურციკი) ქცეულია პიროვნულ სახელად თურქულ ენებში და როგორც საზოგადო, ისე საკუთარი სახელის მნიშვნელობით შემოსულია ქართულში. მისგან ნაწარმოებია გვარებიც: ჯეირანაშვილი, ჯეირანიშვილი (შეადარეთ: ქურციკაშვილი, ქურციკიშვილი, ქურციკიძე).

ჯემალ
(არაბული) " სილამაზე ", " სიკეთე ", " სრულქმნილება ". იგივეა ქალის სახელები: კამილა, ჯამილა.

ჯენეტ, ჯენეტო
(არაბული) " სამოთხე ". შეადარეთ ქალის სახელი ჟანეტა//ჯანეტა.

ჯვებე
(ქართული) მეგრულად ნიშნავს " მსხვილნაკვთიანს ". შეიძლება პალატალიზებული ფორმა იყოს სახელისა იობ-ჯობ-ჯობე//ჯვებე.

ჯიბო
- ითვლება ჯიბრაელ-ის შემოკლებულ ფორმად (იხ. ზემოთ ჯაბა). მისგან წარმოქმნილია გვარი ჯიბუტი. ამავე სახელის კნინობითია ჯიბილა//ჯიბილო, საიდანაც მიღებულია გვარი ჯიბლაძე.

ჯიმშერ
(სპარსული) " ტყუპი ლომი " (ეტიმოლოგია საეჭვოა). პარალელური ფორმებია: ჯიმშედ, ჯიმშელ. აქედანაა გვარები: ჯიმშერაშვილი, ჯიმშელაშვილი, ჯიმშელეიშვილი, ჯიმშიაშვილი, ჯიმშიტაშვილი, ჯიმშერაძე, ჯიმშელაძე, ჯიმშელიძე.

ჯოდორი
(ქართული) მეგრულად ნიშნავს " მსუქანს ", " გოდორას " (გოდორი→ჯოდორი).

ჯოკია
– ამ სახელის და მომდევნო რამდენიმე სახელის ახსნა არ მოგვეპოვება.

ჯონდი, ჯონდო ჯოტო
(ბერძნული) იოტა ( " პატარა ")→იოტ-ო→ჯოტო. შდრ. ჟოტია.

ჯონდი,ჯონდო,ჯოტო
(ბერძნული)იოტა("პატარა")→იოტ-ო→ჯოტო.შდრ.ჟოტია. ...

ჯოყოლა, ჯოჯიკ
– ძველი ქართული სახელია, რომლის ეტიმოლოგია უცნობია. გვხვდება ჯერ კიდევ V ს-ში (ჯოჯიკი ერქვა ვარსქენ პიტიახშის ძმას, შუშანიკ დედოფლის მაზლს). აქედანაა გვარი ჯორჯიკია.

ჯოჯიკ
ძველი ქართული სახელია,რომლის ეტიმოლოგია უცნობია. გვხვდება ჯერ კიდევ Vს-ში(ჯოჯიკი ერქვა ...

ჯუანშერ
(სპარსული. " ახალგაზრდა ლომი "). საქართველოში ცნობილ პირთა სახელად გვხვდება უძველესი დროიდან. აქ პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ვახტანგ გორგასლის სპასპეტი ჯუანშერი (V ს.), რომლის შესახებაც მემატიანე გვაუწყებს: " მაშინ მეფემან დაადგინა სხვა სპასპეტი, რომელსა ერქუა ჯუანშერ " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 145). ჯუანშერი ერქვა აგრეთვე არჩილ II-ის ძეს: " რაჟამს აღესრულა წმინდა მოწამე არჩილ, დაშთეს შვილნი მისნი იოვანე და ჯუანშერ " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 143). იმავე არჩილ მეფის დროს ქართლის ერისთავი იყო ჯუანშერ ჯუანშერიანი, ნათესავი მირიან მეფისა. ჯუანშერი ჰქვია " ქართლის ცხოვრების " ერთი ნაწილის ავტორსაც.

ჯულიეტა
იულიას იტალიური ფორმაა (იულია იტალიურად გამოითქმის როგორც ჯულია, ფრანგულად ჟიული. ამ უკანასკნელის საალერსეო ფორმაა ჟულიეტ).

ჯუმბერ
– გვხვდება მხოლოდ ქართულში. შესაძლოა მიღებული იყოს ჯუანშერ-ისაგან ფონეტიკური და გრაფიკული ცვლილებების შედეგად. ჯუმბერი ჰქვია მეფისწულს სულხან-საბა ორბელიანის " სიბრძნე სიცრუისაში ".

ჯუნა
(ქართული) შეიძლება ჯუანშერის შემოკლებული ფორმა იყოს. მეგრულად ნიშნავს " კოცნას ".

ჯურხა
(ბალყარული) " იორღა ", " თოხარიკი ცხენი ".


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button