საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა
რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია
მოსწონს თუ არა, ნებისმიერ ადამიანს თავისი სახელი აქვს – დაბადებიდან ასე დაარქვეს და საკუთარ სახელს ისიც იფერებს, იხდენს, ეგეუება. ზოგჯერ სახელის კნინობით ფორმას ირჩევს, ან ურჩევენ და იმ ფორმით მიმართავენ. როგორც უნდა იყოს, ალბათ თითოეულს აინტერესებს მისი სახელისა თუ გვარის ისტორია, წარმომავლობა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.
ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია
There are currently 55 names in this directory beginning with the letter Ნ.
ნადეჟდა
ძველი სლავური წარმოშობის ქალის სახელი. არის ბერძნული „ელისის“ (ბერძ. Ελπίς), წმინდანის სახელის კალკი. რუსულად აღნიშნავს „იმედს“ და სახელებს შორის დაიმკვიდრა თავი სხვა სიტყვებთან, „Вера“ (ვერა, რწმენა) და „Любовь“ (ლუბოვ, სიყვარული) ერთად.
ნაზარ
(ძველი ებრაული) " ღვთისათვის მიძღვნილი " (უფრო ზუსტად: " მან თავი ღმერთს უძღვნა ".) სხვაგვარი ეტიმოლოგიით, არაბული ფუძეა თურქულ ენაში შემოსული, ნიშნავს " მზერას ", " ხედვას ". " აზრს ", " თვალსაზრისს ". ამ ფუძიდან არის წარმოქმნილი იუდეველთა ქალაქის სახელწოდება ნაზარეთი. მისგან ნაწარმოები ქართული გვარებია ნაზარაშვილი და ნაზარიშვილი. შესაძლოა აგრეთვე – ნაზრიშვილი, ნასარიძე, ნასარაია, ნასარია. ნაზარი ერქვა ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შესაცხა.
ნაზი
(ირანული) "კოხტა". ძველ ირანულში ამ სახელს ატარებდნენ კაცები, ახალ სპარსულში დაუკავშირდა ქალს. ქართულში მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება. მისი მოფერებითი ფორმებია: ნაზია, ნაზო, ნაზიკო.
ნათან
(ძველი ებრაული) " ღვთის მოცემული ", სიტყვასიტყვით: " მან (ღმერთმა) მისცა ". ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია. აქედანაა გვარი ნათენაძე.
ნათელა
(ქართული) ერთ-ერთი ძალზე გავრცელებული სახელია ქალისა, წინათ კაცის სახელადაც გვხვდებოდა (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ: ლუკა, ლუკინა, ფოტინე, როქსანა, კლარა, ლუცია, ლუჩია, სვეტლანა და სხვანი) აქედანაა გვარები: ნათელაშვილი, ნათელაძე, ნათელაური. ნათელა ჰქვია აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების პოემის მთავარ გმირს.
ნათია
(ქართული) ნათელას პარალელური ფორმაა. გვხვდება ჯერ კიდევ XV ს. დამდეგს: როგორც " ქართლის ცხოვრება " გვაუწყებს, მეფე გიორგი VII-ს ცოლად ესვა ქუცნა ამირეჯიბის ასული ნათია. ნათელას მსგავსად ნათია (ნათაი) გვხვდება კაცის სახელადაც (იხსენიება, მაგალითად, სვანეთის კრების მატიანეში, რომელსაც XIII ს. მეორე ნახევრით ათარიღებენ). მისგან ჩანს მიღებული გვარები: ნათაძე, ნათიძე, ნათიშვილი.
ნაილი
(არაბული) "საჩუქარი". არაბულში კაცის სახელია. ქალის სახელად ქცეულია აზერბაიჯანულში ნაილია-ს ფორმით.
ნამეტი
(ქართული) როცა მშობლებს ქალიშვილები უკვე ჰყავთ და ვაჟი სურთ, მაგრამ ისევ ქალიშვილი შეეძინებათ, მაშინ არქმევენ ამ სახელს. ნახეთ აგრეთვე კმარა.
ნანა
(ბერძნული) "პაწაწინა". ეს სახელი ერქვა ქართლის დედოფალს, მირიანის მეუღლეს, მოციქულთა სწორს, რომლის დროსაც ქრისტიანობა დამკვიდრდა საქართველოში (IV ს.). არსებობს ვარაუდი, რომ ნანა შესაძლოა უკავშირდებოდეს ძველი ხეთური ღვთაების სახელწოდებას. მასთან კავშირშია მომდევნო რამდენიმე სახელიც.
ნანი
(ქართული) გვხვდება სვანეთის კრების მატიანეში (XIII ს.). ნანასა და ნანის მოფერებითი ფორმებია: ნანია, ნანო, ნანიკო, ნანუკა.
ნარგიზა
(ბერძნული) პარალელური ფორმაა ნარგიზი. ანტიკური მითის მიხედვით, ნარკისი ანუ ნარცისი ერქვა თავის თავზე შეყვარებულ ლამაზ ჭაბუკს, რომელიც თავისი სილამაზის საჭვრეტად სულ ერთთავად წყალში იყურებოდა და ღმერთებმა ყვავილად აქციეს. ამ ყვავილის სახელი ქართულად გადმოიცემა ნარგიზის ფორმით და იგი ქალის სახელად გამოიყენება. იგი საერთოდ აღმოსავლეთში გავრცელებულია ქალის სახელად, თვით ბერძნულში კი ნარკისი ანუ ნარცისი ვაჟის სახელია, ნარკისა – ქალისა. სახელის ფუძეა ბერძნული ზმნა ნარკაო - " ვაშეშებ " (შეადარეთ სიტყვა ნარკოზი).
ნარიმან
(ძველი ირანული) " გულადი ", " ძალგულოვანი ". აქედანაა გვარები: ნარიმანაშვილი, ნარიმანიშვილი, ნარიმანიძე, ნარმანია.
ნატალია
(ლათინური) "ბუნებრივი", "მშობლიური". დიეს ნატალის ლათინურად "დაბადების დღეს" ნიშნავს. ნატალი კაცის სახელია, რომლისგანაც ჩვეულებრივ სუფიქსის დართვით ნაწარმოებია ქალის სახელი ნატალია. მისი შემოკლებული ფორმებია ნატა, ნატო. რუსული მოფერებითი ფორმაა ნატაშა.
ნატო
ნატალიას შემოკლებული ფორმა – ქართულში ქცეულია დამოუკიდებელ სახელად. გაიხსენეთ, მაგალითად, გამოჩენილი მსახიობი ქალები – ნატო გაბუნია და ნატო ვაჩნაძე.
ნეოლინა
(ბერძნული) " ახალგაზრდა ", " ახალი ". გახალხურებული (ბგერათგადასმით მიღებული) ფორმაა ერთ-ერთი მოწამის სახელისა – ნეონილა.
ნესტან
ნესტან-დარეჯან-ის პირველი ნაწილია, ქცეული ცალკე სახელად. ნესტან-დარეჯან მომდინარეობს სპარსული გამოთქმისაგან: ნესთ ანდარე ჯაჰან - " სწორუპოვარი ", უფრო ზუსტად: " არ არის ქვეყნად (მისი ტოლი) ". ეს სახელი ჰქვია " ვეფხისტყაოსნის " მთავარ გმირ ქალს. სრული (კომპოზიტიური) ფორმა, გარდა " ვეფხისტყაოსნისა ", დადასტურებულია ისტორიულ ძეგლებში (იხ.საქართველოს სიძველენი, III, 140). ამჟამად როგორც ნესტანი, ისე დარეჯანი გვხვდება ცალ-ცალკე სახელებად (იხ. დარეჯან).
ნიკა
(ბერძნული)გამარჯვებული ქალღმერთის სახელია ანტიკურ მითოლოგიაში,ბერძნულში გვხვდება ქალის სახელად,ქართულში კი მიჩნეულია ნიკოლოზ-ის ან ნიკანდრო-ს შემოკლებულ ფორმად და ვაჟის სახელად არის ქცეული.
ნიკო
წარმოაგდენს ნიკოლოზის შემოკლებულ ფორმას,ქართულში ახასიათებს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენცია (ნიკო ნიკოლაძე,ნიკო ლორთქიფანიძე,ნიკო მარი,ნიკო გოცირიძე,ნიკო მუსხელიშვილი,ნიკო კეცხოველი და სხვანი).
ნიკოლოზ
(ბერძნული)შედგება ორი სიტყვისაგან:ნიკე-"გამარჯვებული "და ლაოს-"ხალხი".ამათგან პირველი სიტყვა ნიკე შედის ბერძნული წარმოშობის არაერთი სახელის შემადგენლობაში, როგორიცაა,მაგალითად:ნიკანდრო("გამარჯვება ვაჟკაცისა"), ნიკანორ("გამარჯვებათა მხილველი"),ნიკიტა("გამარჯვებული"),ნიკიფორე("ძლევამოსილი"),ნიკოდიმოს(" გამარჯვება ხალხისა"),ნიკოსტრატე("გამარჯვება ლაშქრისა, არმიისა").ამ სახელთაგან ქართულში ადრიდანვე დასტურდება და დღესაც ფართოდ არის გავრცელებული ნიკოლოზ(ნიკოლოოზ//ნიკოლაოზ,ნიკოლაოს),შემოკლებით– ნიკა,ნიკო,ნიკოლა.მისგან ნაწარმოებია გვარები:ნიკოლოზიშვილი,ნიკოლაძე,ნიკოლაიშვილი,ნიკოლეიშვილი.
ნინია
– ქართულში ძველად გავრცელებული სახელი იყო. მისი კნინობითი სახელია ნინიკა. ვაჟის სახელად გვხვდებოდა აგრეთვე ნონე და მისი კნინობითი ფორმა ნონიკა. ამ სახელთა ეტიმოლოგია უცნობია. მათგან ნაწარმოებია გვარები: ნინიძე, ნინიაშვილი, ნინიკაშვილი, ნონეშვილი, ნონიკაშვილი.
ნინო
ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქალის სახელია საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, მოციქულთა სწორს, IV საუკუნეში. ამ სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრის, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგანვე მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ყოველ შემთხვევაში, ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართულ სახელს წარმოადგენს, მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ ენათა ნინა-სთან, რომელიც ანინა, კატარინა, ჯოვანინა და სხვა მისთანა სახელთა შემოკლებით არის მიღებული. ნინოს მოფერებითი ფორმებია: ნინიკო, ნინუცა, ნუცა, ნუციკო. მისგან ნაწარმოებია გვარი ნინოშვილი.
ნოდარი
(სპარს. „ძალიან ახალგაზრდა“) — ირანული წარმოშობის საკუთარი სახელი[1]. სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 24068 მატარებელი
ნოე
(ძველი ებრაული) " ნუგეში ". ბიბლიური ლეგენდის მიხედვით, ნოე ერქვა იმ კაცს, რომელიც წარღვნას გადაურჩა, წარღვნის დროს მან თავის მიერ აგებულ კიდობანში შეიყვანა ცოლ-შვილი და თითო წყვილი ყველა სულიერი არსება, რომელბიც ამ გზით დაღუპვას გადარჩნენ.
ნონა
(ეგვიპტური) "ღვთისადმი მიძღვნილი", "ღვთისადმი შეწირული". სხვაგვარი ეტიმოლოგიით, ლათინურად ნიშნავს "მეცხრეს" (ნაწარმოებია ნონუს ვაჟის სახელისაგან). ბოლო დროს ამ სახელის ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი სახელოვანი მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის პოპულარობამ
ნუკრი
(ქართული) ეწოდება ზოგიერთი გარეული ცხოველის (ირმის, ქურციკის, შვლის, არჩვის და მისთანათა) შვილს. საკამოდ ხშირად გვხვდება ვაჟისა და ქალის სახელად.
Submit a name
გოგა რატომ არარის ?