საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 56 names in this directory beginning with the letter Ი.
ია
ადრეული გაზაფხულის ყვავილის ასხელია, ბერძნულად მას ჰქვია იონ. მისი მრავლობითი რიცხვის ფორმაა ია, რომელიც ქალის სახელად არის ქცეული და შესულია ევროპულ ენებშიც. მაგალითად, რუსულში, ფრანგულში (იხ. ვიოლა, ვიოლეტა). იგივე სიტყვა ნასესხებია ყვავილის სახელადაც (შეადარეთ რუსული фиалка - "ია", фиолетовый - "იისფერი"). ასევე ქართულშიც ია შემოსულია ყვავილის აღსანიშნავადაც და ქალის სახელადაც. ია ქალის სახელად გვხვდება ბორჯომის ხეობაში მარიამწმინდის ეკლესიის ფრესკაზე (XII-XIII სს.), რომელზეც გამოსახული არიან ქალი და ვაჟი (ჩანს, დედა-შვილი) იაი და შოთა. შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ ესენი შოთა რუსთაველი და დედამისი იყვნენ.

იაგო
ესპანური ფორმაა იაკობ-ისა,ანდა მიღებულია იაგორ-ის შემოკლებით.

იაგორ
- გავრცელებული სახელია რუსეთში; როგორც ფიქრობენ, მომდინარეობს სკანდინავიურიდან, სადაც ინგვარ ნიშნავს " ინგვეს მცველს " (ინგვე ძველ ისლანდიელთა ღვთაების სახელია და ადამიანის სახელადაც იხმარება). არსებობს მცირერიცხოვანი გვარი _ იაგორაშვილი

იადონ
(ბერძნული) " მგალობელი ", " ბულბული ". გვხვდება ვაჟის სახელადაც.

იათამზე
(ქართული).

იაკინთე
(ბერძნული) " იაგუნდი " (ჰქვია ყვავილს და ძვირფას ქვას). ერთ დროს ქალის სახელადაც იხმარებოდა.

იაკობ
(ძველი ებრაული) " მიმყოლი ", " მიმდევარი ". თავდაპირველად ნიშნავდა ტყუპთაგან მეორეს, მომდევნოს, შემდეგ კი შეიძინა მნიშვნელობა ღვთის მიმყოლის ანუ ღვთის კვალზე მავალისა. ეს სახელი ერქვა ბიბლიური ისაკის ვაჟს, ებრაელთა მამამთავარს. გვხვდება უძველეს ქართულ ტექსტებში: " ხრქუან...იაკობ და იოსებ " (მათე 13, 55). მოეპოვება მრავალგვარი ფონეტიკური ვარიანტები და კნინობით-საალერსო ფორმები: იაყობ, ყობო (ქართველ ებრაელებში), აკოფ, აკოპ (კათოლიკეებსა და გრიგორიანელებში), იაკოფ, იაკუბ, კობა, იაკო, ია, იაშა... ასევე მრავალფეროვანია მათგან წარმოქმნილი გვარები: იაკობაშვილი, იაკობიშვილი, იაკობაძე, იაკობიძე, იაკოფიშვილი, იაკუბიძე, აკობაშვილი, აკოფაშვილი, აკობიძე, აკობია, აკოფია, კობიაშვილი, კობიძე და სხვ.

იამან
(არაბული) " მარჯვენა " ; სხვაგვარი ეტიმოლოგიით " იემენელი ". ნიშნავს აგრეთვე აქატს (ლურჯი ფერის ძვირფას თვალს). ეს სახელი ჰქვია " ამირანდარეჯანიანის " ერთ-ერთ პერსონაჟს. მისგან ნაწარმოებია გვარი იამანიძე.

იამზე
(ქართული).

იანვარა
- ქართული სახელია, ნიშნავს " იანვარში დაბადებულს ", " იანვრისას " (შეადარეთ მარტია, მაისა). თვით სახელწოდება იანვარი თავის მხრივ მომდინარეობს რომაელთა ღვთაების იანუსის სახელისაგან, საიდანაც ნაწარმოებია აგრეთვე კაცის სახელი იანუარი ( " იანუსის კუთვნილი ", " იანუსისა "). ამიტომ ეს ორი სახელი (ქართული იანვარა, ლათინური იანუარი) ფორმით ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან. იანვარა-საგან მირებულია გვარი იანვარაშვილი.

იარალი
(თურქული) " შეყვარებული " (პირდაპირი მნიშვნელობით: " დაჭრილი ").

იაროსლავ
(სლავური) შედგება ორი სიტყვისაგან, რომელთა მნიშვნელობაა " ნათელი " და " დიდება ". სლავურ ენებში გვხვდება მისგან ნაწარმოები ქალის სახელიც: იაროსლავა.

იასე
(ბერძნული).

იასონ
(ბერძნული) " მკურნალი ". ამავე სახელის მეორეგვარი გამოთქმაა იაზონ. ბერძნულ მითოლოგიაში ეს სახელი ჰქვია არგონავტების მეთაურს, რომელმაც მოხიბლა კოლხთა მეფის ასული მედეა და მისი დახმარებით გაიტაცა ოქროს საწმისი.

იგორ
წარმოშობით იგივეა,რაც იაგორ.შემოსულია რუსულიდან.

იერემია
(ძველი ებრაული) " ღმერთი აღამაღლებს ". ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია. გვიანდელი ფორმაა ერემია (იხ.).

იესე
(ძველი ებრაული), როგორც ჩანს, ერთ-ერთი ვარინტული ფორმაა ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელისა ესაია||ისაია ( " ხსნა უფლისაგან ").

ივანე
(ძველი ებრაული იეჰოხანან,იოჰანან-"ღმერთმა შეიწყალა")"ვისაც ღმერთი სწყალობს","ღვთის მიერ შეწყალებული".ნათლისმცემლის სახელია,რომელიც ებრაულიდან ნასესხები აქვს ბერძნულს,აქედან კი სხვადასხვა სახეცვლილებით შესულია მსოფლიოს მრავალ ენაში.ქართულში შემოსულია ბერძნული ვოკატივის(წოდებითი ბრუნვის)ფორმით და ხანმეტ-ჰაემეტ ტექსტებში(უფრო გვიანაც)გვხვდება იოჰანე, შემდეგ_იოანე და იოვანე,ბოლოს–ივანე,შემოკლებით_ვანო. ორიოდე მაგალითი:"არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი ხუფროის იოჰანეს ნათლისმცემელისა"(მათე11,11),"ეწოდენ მაგას იოჰანე"(ლუკა1,60ჩ,შდრ.DE–იოვანე). ცნობილი მწიგნობარი იოვანე-ბერა,ინიციატორი და რედაქტორი შატბერდის კრებულისა(Xს.60-70-იან წლებში) და გადამწერი პარხლის ოთხთავისა(973წ.)ამ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერში ხან იოვანე-ს ფორმით იხსენიებს თავის სახელს,ხან კი ივანე-ს ფორმით.სახელდობრ,პარხლის ოთხთავის ანდერძში ერთგან იკითხება:"ღირს ვიქმენ მე,გლახაკი იოვანე,ნართაულად ბერაი,აღსრულებად წმიდასა ამას სახარებასა ოთხთავსა",მეორეგან:"მე,ივანებერამან,მწერალმან შატბერდელმან,შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა".ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა შატბერდის კრებულის ანდერძი,სადაც მწერალს ჯერ დაუწერია იოვანე,მაგრამ შემდეგ ო ამოუშლია.აქედან ჩანს,რომ Xს.მეორე ნახევარში ქართულ მეტყველებაში უკვე ივანე იყო დამკვიდრებული,მაგრამ წერისას,ლიტერატურული ტრადიციის გავლენით,ჯერ კიდევ იოვანე სჭარბობდა.შემოკლებული ფორმა ვანო(ვანა)წერილობით დადასტურებულიაXVIს-დან(1568 წ.გიორგი მეფის შეწირულობის სიგელში შდ-2901 იხსენიება ვანაძე მამისაი).შემოკლებული ფორმიდან ასევე ნაწარმოებია გვარები:ვანიძე,ვანიშვილი,ვანეშვილი.სხვა ვარიანტებიდან წარმოქმნილი გვარებია:ივანეიშვილი,ივანიშვილი,ივანიძე,ივანაური,ივანაშვილი,ივანაძე,ჟვანია(_იოვანია).

ივდით
(ძველი ებრაული) " იუდეველი ", " ებრაელი ".

ივერი
ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმია(ძველი ფორმაა იბერი).აქედანაა ქვეყნის სახელწოდება ივერია(იბერია).ასე იხსენიება ქართველები და საქართველო ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში.მოგვიანო ხანებში ეთნონიმი ივერი გამოყენებული იქნა პიროვნულ სახელად(ანთროპონიმად),ივერია-საგან კი წარმოიქმნა სადაურობის სახელი ივერიელი.ცნობილია რუმინეთის განმანათლებელი,მწერალი და საზოგადო მოღვაწე,ვლახეთის მიტროპოლიტი ანთიმოზ ივერიელი(დაახლოებით 1650-1716 წწ.),წარმოშობით ქართველი,რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებასა და წიგნის ბეჭდვის საქმეში.ივერიელი(რუმინულად–ივერიანუ)მისი ზედწოდებაა და არა გვარი.გვარი ივერიელი გასულ საუკუნეში წარმოიშვა და ჯერჯერობით ძალზე მცირერიცხოვანია.

ივეტა
(ფრანგული).

ივლიანე
(ლათინური) ნიშნავს იულიუს (იულიუსის) კუთვნილს ან " ივლისის თვისას " (თვითონ თვის სახელწოდება ივლისი უკავშირდება ადამიანის სახელს იულიუსს, რომელიც წარმოშობით ბერძნულია და " თმახუჭუჭას " ნიშნავს). იმავე მნიშვნელობისაა სახელი იულონ.

ივლიტა, ივლიტე
(ლათინური) იგივეა, რაც იულია (იხ).

იზაბელა
ძველი ებრაული სახელის ელისაბედ-ის ვარიანტია, გავრცელებული ევროპულ ენებში. მისი შემოკლებული ფორმებია იზა, ბელა.

იზოლდა
(ანგლოსაქსური) " გამოჩენილი მეომარი ". მისი შემოკლებული ფორმაა იზო.

ილამაზ
#NAME?

ილარიონ
(ბერძნული) " მხიარული ". ამ სახელით ცნობილია არაერთი საეკლესიო მოღვაწე და წმინდანი, მათ შორის – ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი, რომლის სახელსაც უკავშირდება ორი ქართული მონასტრის დაარსება ბიზანტიაში (IX ს.). ილარიონი (ყოველგვარი აფიქსის დაურთველად) გვარიც არის. საისტორიო წყაროებში გვხვდება აგრეთვე გვარი ილარიონისშვილი||ილარიონასშვილი (XIV ს.), ამჟამად – ილარიშვილი.

ილია
(ძველი ებრაული)"იაჰვე(იეღოვა)–ღმერთი ჩემი".ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია.მისი ძველი ფორმაა ელია,ბერძნული–ელიოზ.ბერძნულ მითოლოგიაში ელია||ილია ამინდისა და ჭექა-ქუხილის ღმერთად ითვლება,მიღებული აქვს მნიშვნელობა"მზიანისა","მზიურისა".ეს სახელი ფართოდ არის გავრცელებული საქართველოშიც.ილია ერქვა მრავალ გამოჩენილ პიროვნებას.აქ საკმარისია გავიხსენოთ მწერალი და უდიდესი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. ილიას კნინობითი ფორმებია:ილა,ილო,ილიკო.მისგან ნაწარმოებია გვარი ილიაძე.ამ მხრივ გაცილებით დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ელია(იხ.).

იმედა
(ქართული) იშვიათად ქალის სახელადაც გვხვდება (საეკლესიო კალენდრით მას შეესატყვისება ელპიდე, შეადარეთ აგრეთვე რუსული ნადეჟდა). მისგან ნაწარმოებია გვარები: იმედაშვილი, იმედაიშვილი, იმედაძე, იმედიძე.

იმერი
(ქართული) პიოვნულ სახელად ქცეულია ეთნონიმი.

ინა
ახალი ნასესხებია ევროპულიდან, სადაც ადრე გავრცელებული ყოფილა კაცის სახელადაც. უკავშირდება ლათინურს და თარგმნიან როგორც " ნიაღვარი ", მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა და წარმომავლობა უცნობია.

ინგა
(სკანდინავიური) უკავშირდება ძველი ისლანდიელების ღმერთის სახელს ინგვე-ს ქართულში ახალი ნასესხებია.

ინეზა, ინესა
ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან. ესპანური ვარიანტია აგნესა-სი (იხ).

ინოლა
(ქართული) ირინეს ან მარინეს შეკვეცილი მოფერებითი ფორმაა, დამახასიათებელი სვანური ენისათვის.

იობ
(ძველი ებრაული) მნიშვნელობა დაზუსტებულია: საეკლესიო კალენდრის მიხედვით ნიშნავს " დევნილს ", სხვაგვარი ვარაუდით " მომნანიებელს ". მისგან ნაწარმოებია რამდენიმე ქართული გვარი: იობაძე, იობიძე, იობაშვილი, იობიშვილი, იობაია, იოვაშვილი, ჯობავა (←იობავა), ჯობაძე (←იობაძე).

იოველ
(ძველი ებრაული) " უფალი ", " ღმერთი " (სიტყვა-სიტყვით : " იეღოვა-ღმერთი "). ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია. აქედანაა გვარები: იოველიძე და ჟველაია (←იოველია).

იოთამ
(ძველი ებრაული) " წმინდა არს ღმერთი "; სხვაგვარი განმარტებით: " ღმერთი სრულყოფილია ". აქედანაა იოთამიშვილი.

იონა
(ძველი ებრაული) " მტრედი ". ბიბილიური წინასწარმეტყველის სახელია, გვხვდება სახარების ხანმეტ ხელნაწერებში: " ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაისო " (მათე 16, 17); " რომელი საგონებელი ხიყო ძედ... იონაისა " (ლუკა 3, 27). საისტორიო საბუთებში 1537-1538 წწ. გვხვდება გვარი იონაშვილი, რომელიც ამჟამად აღარ დასტურდება.

იორამ
(ძველი ებრაული) " ღმერთი აღამაღლებს ". აქედანაა გვარები: იორამაშვილი, იორამიშვილი.

იორდანე
(ძველი ებრაული) " მდინარე ", " მდინარება ". ასე ეწოდება მდინარეს პალესტინაში. აქედან ნაწარმოებია ქართული გვარები: იორდანაშვილი, იორდანიშვილი, იორდანიძე, ჟორდანია (←იორდანია).

იოსებ
(ძველი ებრაული)"გამრავლება","მატება",სიტყვა-სიტყვით:"ის(ე.ი.ღმერთი)გაამრავლებს","შეჰმატებს".ებრაელთა მამამთავრის,ბიბილიური იაკობის,ვაჟის სახელია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ქართულ უძველეს ძეგლებშივე გვხვდება პარალელური ფორმები–იოსებ/იოსეფ:"რომელი საგონებელ ხიყო ძედ იოსებისა"(ლუკა,3,23),შდრ."...ძედ იოსეფისა"(ლუკა3,30).მისი კნინობითი ფორმებია:სოსო,სოსია,სოსოია,სოსიკო, ოსიკო.იოსებისა და მისი ვარიანტული ფორმებისაგან წარმოქმნილია მრავალი ქართული გვარი:იოსებაშვილი,იოსებიძე,იოსებაძე,იოსეფაშვილი,იოსეფაიშვილი,ოსიპაშვილი და სხვ.

იოსია
(ძველი ებრაული) " ღმერთი იცავს ", " ღმერთი ამაგრებს ". ეს სახელი გვხვდება ქართულში უძველესი ხანიდანვე, სახელდობრ, პალესტინაში აღმოჩენილი ერთ-ერთი ქართული წარწერა, რომელიც 532-552 წლებით თარიღდება, ასე იკითხება: " შეწევნითა ქრისტესითა და მეოხებითა წმიდისა თეოდორეისითა შეიწყალენ ანტონ აბაი და იოსია, მომსხმელი ამის სეფისაი და მამა-დედაი იოსიაისი. ამენ ". იოსიასაგან ჩანს ნაწარმოები გვარები იოსავა და იოსელიანი.

იპოლიტე
(ბერძნული) " ცხენის ამხსნელი (აკაზმულობის მომხდელი) ". შეადარეთ საცხენოსნო შეჯიბრების ადგილის სახელწოდება – იპოდრომი.

ირაკლი
(ბერძნული)"ჰერას დიდება(ჰერა-ზევსის მეუღლე,ქორწინებისა და ცოლქმრული სიყვარულის ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში).ეს სახელი ერქვა მითიურ გმირს –ჰერას და ზევსის შვილს–ჰერკულესს ანუ ჰერაკლეს(იხ.აგრეთვე ერეკლე).

ირინე
(ბერძნული) "მშვიდობა". მისი შემოკლებული ფორმაა ირა (ეს უკანასკნელი შეიძლება მიღებული იყოს ირაიდა-ს შემოკლებითაც, რომელიც აგრეთვე ბერძნული სახელია და ნიშნავს "გმირ ქალს" ან "ჰერას ასულს").

ირმა
ქართული სახელია, გარეგნულად ემთხვევა გერმანულ სახელს, რომელსაც სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და " ირმინისადმი (ომის ღმერთისადმი) შეწირულს " ნიშნავს.

იროდიონ
(ბერძნული) " გმირი ", " გოლიათი ". შემოკლებით – იროდი. ცნობილი ქართველი პოეტი იროდიონ ევდოშვილი (ხოსიტაშვილი).

ისაია
(ძველი ებრაული) " ხსნა უფლისაგან ", " ღვთის შეწევნა ". აქედანაა გვარი ისაიაშვილი, შესაძლოა აგრეთვე - ისაშვილი და ისიანი (იხ. კიდევ ესაია).

ისაკ
(ძველი ებრაული) " მოცინარი " (სიტყვასიტყვით: " ის გაიცინებს "). ბიბლიური გადმოცემის მიხედვით, პატრიარქ აბრამის ცოლს სარას, რომელსაც შვილი არ ჰყავდა, უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარმეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა. ისაკის ძველი ფორმაა ისააკ, რომელიც გვხვდება ხანმეტ ტექსტებში: " რომელი საგონებელ ხიყო ძედ... ისააკისა " (ლუკა 3, 34). ისაკი დასტურდება ადიშის ოთხთავში (897 წ.): " აბრაჰამ შვა ისაკი " (მათე 1, 2); " რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისაკი (ისააკი DE) და იაკობი " (ლუკა 13, 28). ისაკ-ისაგან ნაწარმოებია გვარები ისაკაძე და ესაკია, ისააკ-საგან – სააკაძე, სააკაშვილი.

ისიდორე
(ბერძნული) " ისიდას ნაჩუქარი ". ისიდა ანუ იზიდა ძველ ეგვიპტელთა მიწათმოქმედების ქალღმერთის სახელია.

ისმაილ
(ძველი ებრაული) " ღმერთმა ისმინა ". ბიბლიური ლეგენდის თანახმად, ღმერთმა ისმაილი (მუსლიმანთა წინასწარმეტყველი, რომელიც არაბების მამამთავრად ითვლება) აჩუქა დედას მისი ლოცვა-ვედრების პასუხად. სწორედ ამიტომ დაერქვა მას ასეთი სახელი.

იულია
(ლათინური) " იულიუსის კუთვნილი ", " იულიუსისა ", " ან " ივლისისა ".

იულონ
(ლათინური) " ივლისისა ". (იხ. უფრო დაწვრილებით ზემოთ ივლიანე).

იური
ფართოდ არის გავრცელებული რუსულში, სადაც შესულია სკანდინავიურიდან.წარმოშობით იგივეა,რაც ბერძნული გიორგი(იხ.).

იუსტინე
(ლათინური) " იუსტისა ". იუსტ საკუთარი სახელია და ნიშნავს " სამართლიანს " (შეადარეთ იუსტიცია - " მართლმსაჯულება "). აქედან სუფიქსის დართვით ნაწარმოებია იუსტინე ( " იუსტის კუთვნილი ", " იუსტისა "), ხოლო ამ უკანასკნელისაგან ასეთივე გზით ნაწარმოებია იუსტინიანე ( " იუსტინეს კუთვნილი ", " იუსტინესი ").

იჩქით
(ქართული) " უეცარი ", " მოულოდნელი ", " სწრაფი ", " ჩქარი ". ძველი ქართული სახელია. ერთი იჩქითი, გვარად გურგენიძე, რუსთაველის ეპოქის მოღვაწეა. იჩქითი (აფიქსების დაურთველად) გვარიც არის. გვხვდება აგრეთვე იჩქითიძე და მისი ფონეტიკური ვარიანტები – იჩქიტიძე, იჩკიტიძე და ინჩქიტიძე.


Submit a name

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button