![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/პორტატული-დამტენი.jpeg?fit=750%2C433&ssl=1)
პორტატული დამტენი ელექტრომობილებისთვის: Porsche-მ შექმნა მობილური დამტენი სადგური, რომელთანაც ერთდროულად ათამდე ელექტრომობილის დაკავშირებაა შესაძლებელი
გერმანულმა მანქანათმშენებელმა კომპანია Porsche-მ წარადგინა გადასაადგილებელი დამტენი სადგური Porsche Turbo Charging ელექტრომობილებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა ელექტრო ტრანსპორტზე გადასასვლელად.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.441ba19726ca7d8045106384d175ecc6.jpeg?w=780&ssl=1)
2.1 მვტ/სთ ენერგიის შემნახველ სისტემას შეუძლია 0-დან 100%-მდე დამუხტოს 30 ელექტრომობილი Porsche Taycan, ამასთან, საშუალებას იძლევა ერთროულად მოხდეს 10 ავტომობილის დამუხტვა.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.d1aa0bf2308bc550c54b264cffbf2a45.jpeg?w=780&ssl=1)
კომპანიის განცხადებით, იგი უკვე იყენებს რამდენიმე მსგავს სატესტო მობილურ სადგურს მთელი ევროპის მასშტაბით და შესრულებული აქვს დამუხტვის დაახლოებით 5 ათასი ოპერაცია. ტესტირების ფარგლებში კომპანიამ სისტემა შეამოწმა რთულ პირობებში -40 °C-მდე ექსტრემალურ ტემპერატურაზე. აღინიშნება, რომ მობილურმა სადგურმა ყველანაირ სირთულეს გაუძლო სიმძლავრის დონის მნიშვნელოვანი კარგვის გარეშე.
გერმანული კომპანია ასევე აცხადებს, რომ Porsche Turbo Charging სისტემა შეიმუშავა ყოველწლიურ ღონისძიება Porsche Track Experience-ზე გამოყენებისთვის. მის ფარგლებში კომპანია გვიჩვენებს ახალი მოდელების შესაძლებლობებს, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გზატკეცილზე შეამოწმონ ავტომობილები. ბოლოს მსგავსი მოვლენა ჩატარდა ბუდაპეშტში. პრეს-რელიზის მონაცემებით, კომპანიამ ვერ იპოვა ადგილზე ისეთი დამტენები, რომლებიც Porsche-ს მაღალ მოთხოვნებს შეესაბამებოდა, ამიტომაც ინჟინრებმა საკუთარი სისტემა შექმნეს. გერმანულ კომპანია Ads-tec-თან პარტნიორობის შედეგად Porsche-მ თავი მოუყარა შვიდ სატვირთოს დამტენი სისტემითა და ბუფერული ენერგიით.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.21430acad9a42d42137b06e2aef3b1f9.jpeg?w=780&ssl=1)
3.2 მვტ სიმძლავრისა და 2.1 მვტ/სთ მოცულობის აკუმულატორების გარდა კომპანიას არაფერი გაუხმაურებია სისტემის მახასიათებლებისა და ფასის შესახებ. კომპანიამ განაცხადა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს გამოყენებისას (მაგალითად, მზის ენერგიის) სატვირთოს ბატარეის დამუხტვას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.
შესაძლებელია, რომ Porsche არ გეგმავს სისტემის გაყიდვას კერძო მომხმარებლებზე და იგი მხოლოდ საკუთარ პროექტებში გამოიყენოს.