საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 24 names in this directory beginning with the letter Პ.
პაატა
საკუთარი სახელი. ნიშნავს „პატარას“, „უმცროსს“. მისი კნინობითია პატია, პატიკო. აქედანაა გვარები: პაატაშვილი, პატიაშვილი, პატეიშვილი. პაატა ერქვა გიორგი სააკაძის უმცროს ვაჟს, რომელიც მამამ სამშობლოს თავისუფლებას შესწირა მსხვერპლად.

პავლე
(ლათინური) " პატარა ", " მცირე ". ქრისტეს ერთ-ერთო მოციქულის და არაერთი მოწამის სახელია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული როგორც კაცის, ისე ქალის სახელად, ასევე – გვარებად. მისი ფორმებია სხვადასხვა ხალხთა ენებში : პაულიოს, პაულიუს, პაულოს, პაველ, პაულ, პაოლო, პოლ, პოღოს და სხვ. ქალის სახელები: პავლა, პავლინა, პოლინა, პოლინე... ქართულში კაცის სახელად გვაქვს პავლე, ქალისა – პოლინა, პოლინე, კნინობითი (კაცისა) – პავლია, პალიკო, გვარები – პავლიაშვილი და პავლაშვილი.

პანტელეიმონ
(ბერძნული) " ყოვლადმოწყალე ". შემოკლებული ფორმაა პანტე.

პაპუნა
(ქართული) " პაპისა ". წინათ გავრცელებული იყო და ზოგჯერ ახლაც გვხვდება ამ სახელის მრავალფეროვანი ვარიანტები: პაპა, პაპი, პაპო, პაპია, პეპია, პაპუა, პაპალა, პაპალია, პაპანა, პაპენა, პაპინა, პაპიტა, პაპუტა, პაპუკა, პაპუჩა, პაპუჩი, პაპუჩელა. ამათგან წარმოქმნილია გვარები; პაპუაშვილი, პაპუნიძე, პაპიაშვილი, პაპოშვილი, პაპუაშვილი, პაპალაშვილი, პაპელიშვილი, პაპინაშვილი, პაპიტაშვილი, პაპუკაშვილი, პაპულაშვილი.

პართენ
(ბერძნული) " წმინდა ", " ქალწულებრივი ". შეადარეთ პართენონი – სახელწოდება ათენის განთქმული ტაძრისა, რომელიც ათინა-ქალწულის სახელობისაა.

პარმენ
(ბერძნული) " მტკიცედ მდგომი ".

პასიკო
(ქართული) ეტიმოლოგია უცნობია.

პატკუ
(ქართული) ეტიმოლოგია უცნობია.

პაჭულა
(ქართული) " პატარა ", " პაწაწინა ".

პახომ
(ბერძნული) " სქელბეჭიანი "

პელაგია
(ბერძნული) " ზღვისა ". შემოკლებული ფორმაა პელო. შეადარეთ გეოგრაფიული ტერმინი არქიპელაგი ( " ერთმანეთის ახლოს მდებარე კუნძულთა ჯგუფი "). მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მარინე. პელაგია ერქვა რამდენიმე მოწამეს.

პეპელა
(ქართული).

პეტრე
(ბერძნული) " კლდე " (შეადარეთ მთის ქანების შემსწავლელი მეცნიერების სახელწოდება პეტროგრაფია). პეტრე ერქვა ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულსა და მრავალ მოწამეს, უფრო ხშირად – სასულიერო პირებს. ქართველთაგან ამ სახელით განსაკუთრებით ცნობილია V ს. გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე პეტრე იბერი (ფსევდოდიონისე არეოპაგელი). პეტრეს კნინობითი ფორმებია ქართულში: პატრია, პეტია, პეტა, პეტო, პეტრუა, პეტუა. ამათგან ნაწარმოებია გვარები: პეტრიაშვილი, პეტრუაშვილი, პეტუაშვილი, პეტაშვილი, პეტრიძე, პერტაია, პერტია, პერტენევა, პერტახია, პირტახია.

პიმენ
(ბერძნული) " მწყემსი ".

პირიმზე
(ქართული) კომპოზიტიურად ნაწარმოები, ეტიმოლოგიურად გამჭირვალე სახელია. ასეთივე კომპოზიტიური სახელებია პირიმზისა და პირმთვარისა, რომლებიც დღეს თითქმის აღარ გვხვდება. ეს სახელები ჰქვიათ აკაკი წერეთლის " ბაში-აჩუკის " პერსონაჟებს, ტყუპ დებს.

პისტი
(ბერძნული) " რწმენა ", " ერთგულება ". მოწამეთა სახელია. მისი თარგმანია რუსული ვერა (იხ. აგრეთვე ელპიდე, ლუბა).

პიღასი
(ბერძნული) ბერძნულ მითოლოგიაში პეგასი ჰქვია ფრთიან ცხენს. აქედანაა ნაწარმოები პიღასი, რომელიც გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. ქართულში ცნობილია მხოლოდ ქალის სახელად (ამჟამად იშვიათია).

პლატონ
(ბერძნული) " მხრებგანიერი "

პოლიკარპე
(ბერძნული) " დიდად ნაყოფიერი ", " უხვნაყოფიანი ". შედგება ორი სიტყვისაგან: პოლი - " ბევრი ", " მრავალი " და კარპოს - " ნაყოფი ". მეორე ამათგანი ცალკეც გვხვდება მამაკაცის სახელად (იხ. კარპე, კარპეზ). პირველი მათგანი კი მონაწილეობს აგრეთვე სხვა სახელებში, როგორიცაა, მაგალითად: პოლიბიოს ( " დიდხანს ცოცხალი "), პოლიევქტ ( " დიდხანს ნალოდინევი ", " დიდად სასურველი "), პოლიენ ( " დიდად ქებული ", " სახელოვანი "), პოლიოდორ ( " დიდად დასაჩუქრებული ", " უხვსაჩუქრიანი "), პოლიქრონ ( " დიდხანიანი ", " მრავალწლიანი "), პოლიქსენია ( " დიდად სტუმართმოყვარე ") და სხვანი.

პოლინა, პოლინე
ანტიკურ მითოლოგიაში მზის, სიბრძნის, ხელოვნების ღმერთად აღიარებულია აპოლონი, რომლის სახელიც, როგორც ვარაუდობენ, ბერძნულია და " დაღუპვას " ნიშნავს. აქედან ნაწარმოებია კუთვნილების აღმნიშვნელი ზედსართავი აპოლინარის ( " აპოლონისა "), საიდანაც შემდეგ ლათინურ ენაში წარმოიქმნა ვაჟის სახელი აპოლინარი და ქალისა – აპოლინარია. ამ უკანასკნელის გამარტივების გზით სლავურ და სხვა ევროპულ ენათა სასაუბრო მეტყველებაში გაჩნდა ფორმები პოლინე და პოლინა, რომლებიც ბოლო ხანებში ქართულშიც შევიდა.

პოლიო
– წარმოადგენს ზემოხსენებული ტიპის სახელთა შემოკლებულ ფორმას, რომელიც ქცეულია დამოუკიდებელ სახელად.

პორფირე
(ბერძნული) " მეწამული ", " წითელი ".

პროკლე
(ლათინური) " შორეული " (იგულისხმება, მამის შორს ყოფნის დროს დაბადებული); სხვაგვარი ეტიმოლოგიით, ბერძნულია და შედგება ორი ნაწილისაგან: პრო - " ადრე " და კლეოს - " დიდება ".

პროკოფი
(ბერძნული) ზუსტი ახსნა არ მოეპოვება. ვარაუდობენ, რომ ნიშნავს " ბუდიდან ამოღებულს ", " გაშიშვლებულს (ხმალს) ", ან " წარმატებულს ", " წარჩინებულს ".


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დამატება

Back to top button