საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა
რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია
მოსწონს თუ არა, ნებისმიერ ადამიანს თავისი სახელი აქვს – დაბადებიდან ასე დაარქვეს და საკუთარ სახელს ისიც იფერებს, იხდენს, ეგეუება. ზოგჯერ სახელის კნინობით ფორმას ირჩევს, ან ურჩევენ და იმ ფორმით მიმართავენ. როგორც უნდა იყოს, ალბათ თითოეულს აინტერესებს მისი სახელისა თუ გვარის ისტორია, წარმომავლობა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.
ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია
There are currently 20 names in this directory beginning with the letter Ქ.
ქაბატო
(ქართული) " ქალბატონი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ დომნა, ვილა, კირა, რაისა, სარა, ხათუნა).
ქავთარ
(სპარსული) " აფთარი ". აქედან მოდის გვარები: ქავთარაძე, ქავთარაშვილი, ქავთარიშვილი, ქავთარია, ქანთარია.
ქაიხოსრო
(ირანული) " სახელოვანი თავადი ". ერქვა ქართველ მოწამეს. ამჟამად მივიწყებული სახელია, წინათ გვხვდებოდა მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენელთა შორის, დაბალ წრეებში კი გავრცელებული იყო მისი შემოკლებული ფორმები: ხოსრო, ხოსია, ხოსიტა, ხოსრუა. ამათგან მომდინარეობს გვარები: ქაიხოსროშვილი, ხოსროშვილი, ხოსიაშვილი, ხოსიტაშვილი, ხოსიშვილი, ხოსრიაშვილი, ხოსრუაშვილი, ხოსიკურიძე, ხოსიაური.
ქართლოს
(ქართული) ნაწარმოებია ქართლ-ისაგან. " ქართლის ცხოვრებაში " მოთხრობილი ლეგენდის თანახმად, ქართლოსი იყო თარგამოსის შვილი, რვა ძმას შორის ერთ-ერთი გმირი, რომლის შთამომავლებიც არიან ქართველები.
ქარუმა
- არაბული ქარამ ( " კეთილი "). სპარსულში იქცა ქარუმად და იქიდან შემოვიდა ქართულში. მისგან წარმოქმნილია გვარები: ქარუმაშვილი და ქარუმიძე.
ქეთევან
(სპარსული) მნიშვნელობა უცნობია. " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთი პერსონაჟი ქალის სახელი ქეთაიონ ქართულში გადმოტანილია ქეთეონ-ის ფორმით, საიდანაც შემდეგ მიღებულია ქეთევან. მოფერებითი ფორმებია: ქეთო, ქეთინო, ქეთეთო. ამ სახელით საქართველოში ცნობილია რამდენიმე ისტორიული პიროვნება, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თეიმურაზ პირველის დედა ქეთევან დედოფალი, რომელიც ტყვედ ჰყავდა შაჰ-აბაზს. ქეთევანმა არ უარყო ქრისტეს სჯული და წამებით მოკლეს. ამის გამო ეწოდა ქეთევან წამებული, შერაცხილ იქნა წმინდანად და მისი სახელიც შეტანილ იქნა საეკლესიო კალენდარში. ქეთევან წამებულის შესახებ არსებობს რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები.
ქველი
(ქართული) " გულუხვი ", " კეთილი ", " მხნე ". აქედანაა გვარები: ქველიძე, ქველაძე, ქველაშვილი, ქველიაშვილი.
ქიშვარდი
, ირანული მითოლოგიური გმირის სახელია ქიშვადი, ქეშვადი, საიდანაც მიღებული ჩანს ქართული ქიშვარდი. ნიშნავს " მწყაზარს ". ქიშვარი|| ქიშვარდი (სპარსული) ნიშნავს აგრეთვე " ქვეყანას ", " მხაეს ".
ქობულ
(ქართული) უძველესი სახელთაგანია, წერილობით დამოწმებული ჯერ კიდევ VII ს. დამდეგს მცხეთის ჯვრის წარწერებში: " წმიდაო სტეფანე, ქობულ სტრატილატი შეიწყალე ". მისივე ვარიანტია ქვაბული. შეიძლება მიღებული იყოს ‘ქვაბ’ სიტყვისაგან. აქედანაა გვარები: ქვაბულიძე, ქობულაძე, ქობულაშვილი, ქობულია. მასვე უკავშირდება ქალაქის სახელწოდება ქობულეთი.
ქრისტესია
- ქართული სახელია, რომელსაც საეკლესიო კალენდარი ქრისტეფორეს შესატყვისად მიიჩნევდა. აქედანაა გვარი ქრისტესაშვილი. ამ სახელის ხალხური ფორმაა ქიტესა, შემოკლებით – ქიტა, ქიტო (აქედან გვარები: ქიტიაშვილი, ქიტოშვილი). ქიტესას უდრის აგრეთვე მეგრული ქიესია (←ქრისტესია).
ქრისტინე
(ბერძნული) " ქრისტესი ", " ქრისტიანი ". პარალელური ფორმაა ქრისტინა. ერქვა რამდენიმე მოწამეს.
ქუცნა
(ქართული) – გვხვდება იერუსალიმის ქართული კოლონიის მასალებში (X ს.) მისი ვარიანტია ქუცნია: გაბლაშისძე ქუცნია მეუღლე თინასთან ერთად იხსენიება ტბეთის სულთა მატიანეში (#132, XV ს.). ორივე ფორმა დასტურდება გვარებში: ქუცნაშვილი, ქუცნიაშვილი.
Submit a name
გოგა რატომ არარის ?