ახალი ამბებითამაშები

XBox Series X შეძლებს პერსონალური კომპიუტერული თამაშების გაშვებას

Microsoft-ის მომდევნო თაობის კონსოლი Xbox Series X შეძლებს ოპერაციული სისტემა Windows-ისთვის განკუთვნილი თამაშების გაშვებას, რომლებიც ხელმისაწვდომია Microsoft Store-ში. როგორც იტალიური ვებ-გვერდი Game-Experience გვაცნობებს, Microsoft-ის კონსოლი აღჭურვილი იქნება ფუნქციით, სახელად Windows Mode, რაც მას საშუალებას მისცემს გაუშვას Windows 10-ის სპეციალური ვერსია. ჯერჯერობით უცნობია რა სახით მოხდება Windows Mode-ის მუშაობის რეალიზება. გარდა ამისა, Gaming-Experience მიგვითითებს, რომ გეიმერები შეძლებენ უშუალოდ თავიანთ Xbox Series X კონსოლებში გარკვეული ონლაინ მაღაზიებით სარგებლობას, როგორებიცაა Steam ან Epic Games Store, რათა წვდომა მიიღონ თამაშების კოლექციაზე. თუმცა დიდი ალბათობით ეს ფაქტი ნაკლებად სარწმუნოა იმის გათვალისწინებით, რომ Microsoft არ იქნება დაინტერესებული მის კონსოლებზე წვდომა კონკურენტმა მაღაზიებმა მიიღონ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება, XBox Series X კონსოლის მფლობელებს ექნებათ წვდომა თამაშების უზარმაზარ კატალოგზე კომპიუტერის ექსკლუზივების ჩათვლით, რომელთა შორისაცაა მაგალითად Age of Empires 4.

Microsoft-ის მომავალი თაობის კონსოლის გამოსვლის ვადის მოახლოებისას სულ უფრო მეტი დადასტურებული ინფორმაცია გახდება ცნობილი. ეჭვგარეშეა, რომ განსაკუთრებით სარწმუნო ცნობები ახალი Xbox-ის შესახებ ცნობილი გახდება E3 2020 გამოფენაზე, სადაც კონსოლი დიდ ყურადღებას მიიპყრობს განსაკუთრებით იმის გამო, რომ გამოფენაზე არ იქნება წარმოდგენილი მისი მთავარი კონკურენტი – Sony PS5. საზოგადოებას ჯერჯერობით საყვარელი თამაშების მოლოდინის რეჟიმში ყოფნა მოუწევს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button