ტექნოლოგია

Xiaomi-მ წარადგინა მექანიკური Bluetooth-კლავიატურა ტუჩსაცხების პალიტრის სტილში

Xiaomi-მ წარადგინა ახალი პროდუქტი თავის საახალწლო საფესტივალო შემოთავაზების ფარგლებში. პლატფორმა Youpin-ზე წარმოდგენილია ფერადი Bluetooth-კლავიატურა Luofei Dot Lipstick. როგორც ვხედავთ, მის დასახელებაშივე ფიგურირებს ტუჩსაცხი – მოწყობილობის სტილისტიკა მეტად უჩვეულო და არადამახასიათებელია პერსონალური კომპიუტერების სამყაროსთვის. 

Xiaomi-ს ახალი პროდუქტი – ეს გახლავთ მექანიკური კლავიატურა ზომით 306 × 114,5 × 30,6 მმ და წონით – 810 გრამი. Luofei-ს გამოყენება შესაძლებელია როგორც სადენიან, ასევე უსადენო რეჟიმში: მიუერთებთ ან Micro-USB სადენს, ან დაკავშირება განხორციელდება Bluetooth-ით Windows-თან, macOS-თან, iOS-თან ან Android-თან. ავტონომიურ რეჟიმში მოწყობილობა იკვებება 4000 მა/სთ მოცულობის აკუმულატორით. 

image.jpeg

ამ მექანიკური კლავიატურის ერთ-ერთი უნიკალური ასპექტი გახლავთ მისი ფერთა გამა. იგი შეესაბამება პოპულარული ტუჩსაცხების ფერებს და სტილისტურობით მოგვაგონებს მაკიაჟის აქსესუარს. კლავიატურას ჯამში 79 კლავიში აქვს, რომლებიც განლაგებულია ისეთი წყობით, როგორც ძველებური საბეჭდი მანქანებისთვის იყო დამახასიათებელი. 

image.jpeg

ოფიციალური აღწერის თანახმად Xiaomi-მ გამოიყენა ColorStay საღებავით დაფარვის პროცესის გაძლიერებისთვის და შედეგად ფერები უფრო მკაფიო და მდგრადია. ახალი Bluetooth-მექანიკური კლავიატურა პლატფორმაზე წარმოდგენილია ჩვეულებრივ ტუჩსაცხთან ერთად, რომელიც დიზაინერის შთაგონების წყარო გახდა. Bluetooth-კლავიატურა Xiaomi Youpin Luofei Dot Lipstick იყიდება Youpin-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 658 იუანად (დაახლოებით 95 აშშ დოლარად). 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button