ახალი ამბებითამაშებიტექნოლოგია

Xbox Game Pass-ის საპასუხოდ Sony ალტერნატიულ სერვისს ამზადებს

Xbox კონსოლებისთვის განკუთვნილმა სერვის Game Pass-მა ბევრი გეიმერი აიძულა პრიორიტეტი მიენიჭებინათ Microsoft-ის კონსოლისთვის, რადგანაც ხელმისაწვდომ ფასად მომხმარებელს შეუძლია წვდომა მიიღოს თამაშების ბიბლიოთეკაზე და თავიდან აირიდოს მათ შესაძენად მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვა.

მსგავსი ანალოგი არ გააჩნია Xbox-ის მთავარ კონკურენტს – Sony-ს, რაც კონსოლების გაყიდვაზე აისახება. როგორც ჩანს, Sony აღიარებს ამას, ამიტომ სურს გამოუშვას სერვისის საკუთარი ვარიანტი – განაცხადა დევიდ იაფემ თავის ბოლო პოდკასტში. იგი PlayStation-ისთვის განკუთვნილი ბევრი თამაშის დეველოპერია. კომპანიის ხელმძღვანელმა უკვე მიუთითა PlayStation-ისთვის განკუთვნილი, Game Pass-ის ალტერნატივის გამოშვების შესახებ.

PlayStation-ის მთავარი მახასიათებელია ექსკლუზიური თამაშები შთამბეჭდავი ღირებულებით. ისეთი სერვისის გამოშვება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ თამაშებით მათი სრული ფასის გადახდის გარეშე, Sony-ს კონსოლს ერთ-ერთ დიდ უპირატესობას მიანიჭებს Xbox-სთან შედარებით.

მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით Game Pass-ს 18 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button