ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მოსაზრება: წლის ბოლომდე Ethereum-ის ფასმა შესაძლოა 10 ათას აშშ დოლარს მიაღწიოს

2021 წელს Ethereum-მა შესაძლოა მომგებიანობის კუთხით Bitcoin-ს გადააჭარბოს და მისმა ფასმა მიაღწიოს 10 ათას აშშ დოლარს – ამგვარი პროგნოზი გამოთქვა ცნობილმა კრიპტოტრეიდერმა და The Wolf Of All Streets პოდკასტის წამყვანმა სკოტ მელკერმა Cointelegraph-თან ინტერვიუში.

მისი აზრით, Bitcoin-ის ფასის კონსოლიდაციის მიმდინარე პერიოდი მეტად ოპტიმისტური გახდა კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტისთვის, რომლის კურსმა ცოტა ხნის წინ ახალ მაქსიმუმს მიაღწია. სწორედ Ethereum-ის წარმადობა დაასახელა ტრეიდერმა Altcoin-ების ბაზრის ზრდის მთავარ კატალიზატორად.

მან განაცხადა, რომ ბოლო თვეებში მან თავისი სტრატეგია დიდწილად შეცვალა პირველი კრიპტოვალუტიდან Ethereum-ის სასარგებლოდ.

„ეს მე მაგონებს ინტერნეტში ინვესტირებას 1990-იანი წლების დასაწყისში“ – განაცხადა მელკერმა.

იგი Ethereum-ის ფასის მისეულ მოკლევადიან პროგნოზს გადამეტებულ სითამამედ არ თვლის:

„არ მესმის, რატომ არის ეს წარმოუდგენელი რამ. რეალურად, ეს იქნება ფასის მხოლოდ ხუთჯერ ზრდა. Bitcoin-ის ფასი გასულ წელს თითქმის სამჯერ გაიზარდა“.

შეგახსენებთ, ბირჟა Kraken-ის ანალიტიკოსებმაც დაუშვეს, რომ Ethereum-ის შემოსავლიანობა გადააჭარბებს Bitcoin-ის მაჩვენებელს, თავად მონეტის ფასი კი 15 ათას დოლარზე მეტი იქნება.

კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ზრდაში დარწმუნებულია საინვესტიციო კომპანია SkyBridge Capital-ის დამფუძნებელი და მმართველი ენტონი სკარამუჩი.

2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი გაიზარდა 103%-ით, ეს იყო ფლაგმანური კრიპტოვალუტის საუკეთესო მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ. Ethereum-ის კოტირებებმა 250%-ზე მეტით მოიმატა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button