ახალი ამბებისმარტფონებიტექნოლოგია

დაანონსდა დასაკეცი სმარტფონი Huawei Mate X2, ფასი – 2780 აშშ დოლარიდან

კომპანია Huawei პრობლემებისა და გამოწვევების მიუხედავად რჩება დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე. 22 თებერვალს მან წარადგინა თავისი ყველაზე ინოვაციური მოდელი – Huawei Mate X2. იგი ჩაანაცვლებს Huawei Mate Xs-ს, რომლის პრემიერა შედგა დაახლოებით ერთი წის წინ.

ახალი თაობის სმარტფონი Samsung Galaxy Z Fold2 მოდელის სტილისაა. კორპუსის მინიმალური სისქე შეადგენს მხოლოდ 4 მილიმეტრს, მოწყობილობაში დაყენებულია ორი დისპლეი. ძირითადი ეკრანის ზომაა 8 დუიმი, გვერდების შეფარდება – 8 : 7.1, გაფართოება – 2480 x 2200 პიქსელი. 

image.png

კორპუსის უკანა მხარეს მოცემულია 6.45-დუიმიანი მატრიცა გვერდების შეფარდებით – 21 : 9, გაფართოება შეადგენს 2700 x 1160 პიქსელს. ორივე პანელი დამზადებულია ორგანული შუქდიოდებით (OLED), კადრის განახლების სიხშირეა 90 ჰერცი, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI/P3 ფერთა გამა. უკანა ეკრანზე მოცემულია ოვალური ჭრილი 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერის ქვეშ. 

image.png

კომპანია აღნიშნავს, რომ Huawei Mate X2 სმარტფონში გამოყენებულია დაკეცვის განახლებული მექანიზმი, რომელიც გამძლეობითა და ხანგრძლივი მუშაობით გამოირჩევა. მოწყობილობის წონა შეადგენს 295 გრამს, დაკეცილ მდგომარეობაში სისქე შეადგენს 13.6 – 14.7 მილიმეტრს. 

image.jpeg

ფლაგმანური სმარტფონის უკანა პანელზე განთავსებულია ძირითადი კამერა. მეორე თაობის მოდელი გახლავთ მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონი, რომელსაც აქვს პერისკოპული ტელეობიექტივი, რომლის გაფართოებაა 8 მეგაპიქსელი და უზრუნველყოფს ათმაგ ოპტიკურ Zoom-ს. მეორე ობიექტივი განკუთვნილია სამმაგი Zoom-ისთვის ხარისხის დაკარგვის გარეშე. მისი გაფართოებაა 12 მეგაპიქსელი. 

image.jpeg

ძირითად და ფართოკუთხიან მოდულებში მოცემულია 50 მპ და 16 მპ გაფართოების მქონე სენსორები, შესაბამისად. სმარტფონი ასევე გამოირჩევა 4K UHD ვიდეოს გადაღებით 60 კადრი/წმ სიჩქარითა და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციით. 

image.png

Huawei Mate X2-ის აპარატულ საფუძველს წარმოადგენს 5-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Kirin 9000 მაქსიმალური 3.13 გჰც სიხშირით და გრაფიკა Mali-G78 MP24. სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება 256 და 512 გბ შიდა მეხსიერების მქონე მოდიფიკაციებში. ორივე მოდიფიკაციაში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 8 გბ. კვების ქვესისტემის სახით წარმოდგენილია 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 55-ვატიანი სადენიანი დამუხტვის მხარდაჭერით. 

image.jpeg

მეორე თაობის დასაკეც ფლგმანს არ აქვს საფირმო ოპერაციული სისტემა Harmony OS 2.0. იგი მუშაობს პროგრამულ უზრუნველყოფა EMUI 11-სა და Android 10-ზე. აღვნიშნავთ, რომ კომპანია Huawei-ს ასორტიმენტში არ არის არც ერთი სმარტფონი Android 11-ის ბაზაზე.  Google-ის სერვისების ანალოგად წინასწარ არის დაინსტალირებული Huawei Mobile Services –  აპლიკაციების მარკეტიდან. 

image.jpeg

Huawei Mate X2-ს აქვს სტერეოდინამიკები, ინფრაწითელი სენსორი, Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 ადაპტერები და Near Field Communication ტექნოლოგიის მხარდაჭერა. დამუხტვისა და პერსონალურ კომპიუტერთან სინქრონიზაციისთვის განკუთვნილია სიმეტრიული USB-C. სმარტფონში არ იქნება მოცემული 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. ასევე ხელმისაწვდომი არ არის წყლისგან დაცვის სტანდარტი. 

image.jpeg
image.jpeg
image.jpeg
image.jpeg

ახალი სმარტფონის გაყიდვა ჩინეთში 25 თებერვლიდან დაიწყება. Mate X და Mate Xs მოდელები ოფიციალურად იყიდებოდა ევროპაში, თუმცა ახალი თაობის სმარტფონის პრეზენტაციაზე ამის შესახებ არაფერი გამოცხადებულა. 256 გბ მეხსიერების მქონე Huawei Mate X2 მოდელის ფასი შეადგენს 2780 აშშ დოლარს, 512-გიგაბაიტიანი მოდელისა კი – 2940 აშშ დოლარს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button