ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Coinsbit-მა დააანონსა კრიპტოსავალუტო მარკეტფლეისი Amazon-ის, Ebay-ისა და AliExpress-ის პროდუქციაზე

კრიპტოსავალუტო ბირჟა Coinsbit-მა დააანონსა კრიპტოსავალუტო მარკეტფლეის Coinsbit Store-ის ამოქმედება 2020 წლის აპრილისთვის. მასზე წარმოდგენილი იქნება Amazon-ის, Ebay-ს, AliExpress-ის, Alibaba-ს, Taobao-სა და Shopify-ს ნივთები. ამ სიახლის შესახებ ცნობილი გახდა Coinsbit-ის ოფიციალური პრეს-რელიზის მეშვეობით.

Coinsbit Store-ში გაიყიდება ელექტრონული მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ავეჯი, ავტომობილები და კონცერტის ბილეთები.

იმისთვის, რომ Coinsbit Store-ში შენაძენი გააკეთონ, მომხმარებლებს დასჭირდებათ კრიპტობირჟა Coinsbit-ის ექაუნთი. მარკეტფლეისს ექნება PLC და USDA Stablecoin-ების, აგრეთვე პლატფორმა Coinsbit-ის (CNB) ტოკენის მხარდაჭერა.

წლის განმავლობაში Coinsbit პლატფორმას აამოქმედებს ბირჟისგარეშე ლოკალური კრიპტოსავალუტო ვაჭრობისთვის (P2P OTC) და დაამატებს 50 ფიატური ვალუტის მხარდაჭერას.

Coinsbit – ეს გახლავთ ევროკავშირში რეგისტრირებული კრიპტოსავალუტო ბირჟა. მასზე წარმოდგენილია კრიპტოვალუტების 102 წყვილი, რომელთა შორისაა BTC/USD, ETH/USD, ETH/BTC, LTC/USD, LTC/BTC, LTC/ETH, ETC/BTC, BNB/BTC, BNB/USD და BNB/ETH.

კრიპტობირჟის ტოკენით Coinsbit (CNB) ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება Coinsbit-ზე, Bithumb Global-ზე, BKEX-ზე, Coinall-სა და p2pb2b-ზე 2020 წლის 1 იანვრიდან.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button