![სილოვან ნარიმანიძე – ამ სიშორიდან](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2024/02/სილოვან-ნარიმანიძე--ამ-სიშორიდან.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
სილოვან ნარიმანიძე – ამ სიშორიდან
ამ სიშორიდან,
ამ სიშორიდან
რა კარგად მოსჩანს სახება შენი,
შენ ერთი მათბობ შუაღამისას,
უგზოობაშიც შენ ერთი მშველი;
შენ მიხმობ შორით,
შენ მავსებ შენით,
შენ რომ ხარ, უფრო ვმაღლდები რწმენით,
შენ აფერადებ ჩემს სიჭაბუკეს
და დიდდებიან სიცოცხლის დღენი.
ამ სიშორიდან,
ამ სიშორიდან
რა კარგად მოსჩანს სახება შენი!…