
მოსწონს თუ არა, ნებისმიერ ადამიანს თავისი სახელი აქვს – დაბადებიდან ასე დაარქვეს და საკუთარ სახელს ისიც იფერებს, იხდენს, ეგეუება. ზოგჯერ სახელის კნინობით ფორმას ირჩევს, ან ურჩევენ და იმ ფორმით მიმართავენ. როგორც უნდა იყოს, ალბათ თითოეულს აინტერესებს მისი სახელისა თუ გვარის ისტორია, წარმომავლობა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.
ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია
There are 6 names in this directory containing the search term რატი. Clear results.
ბაგრატ
ქართველ მეფეთა საგვარეულო სახელია.ეს სახელი ერქვა რამდენიმე მეფესა და ერისმთავარს,მოყოლებული ბაგრატ I კურაპალატიდან,რომელიც იყო გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე,ტაო-კლარჯეთის მთავარი(826-876 წწ.)გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე იყო ბაგრატ დიდი (X ს.60-იანი წლების დასაწყისი–1014 წ.),რომელმაც სათავე დაუდო ბაგრატიონთა დინასტიას.აქედან მოდის გვარი ბაგრატიონი.ბაგრატი სომეხ მეფეთა საგვარეულო სახელიც იყო.წარმოშობით ამ სახელს უკავშირებენ ძვ.სპარსულს: აგადატა-"ღვთის ბოძებული", "ღვთის წყალობა"(ასეთი შინაარსის საკუთარი სახელები ხშირად გვხვდება სხვადასხვა ენაში,მაგალითად:ბერძნული თეოდორე,დოროთე,სლავური ბოგდან,თურქული ალაჰვერდი,სომხური ასტვაწატურ,ქართული წყალობა).არსებობს ბაგრატის სხვაგვარი განმარტებაც:"ღვთის შექმნილი","ღვთის მიერ დაცული".
კონდრატე
(ძველი გერმანული) " მამაცი კონსული ", სხვაგვარი ეტიმოლოგიით უკავშირდება ლათინურს და ნიშნავს " ოთხკუთხას " (შეადარეთ კვადრატი). ეს სიტყვა საკუთარ სახელად ქცეულია ბერძნულში და აქედანაა გადასული სხვა ენებში.
ლატავრა
(სპარსული) "რატის ასული". მისი ადრინდელი ფორმაა ლატავრი, რომელიც მემატიანის ცნობით, ქალის სახელად გვხვდება ჯერ კიდევ VII სუკუნეში: " ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი, ნათესავი ბაგრატიონთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი " (ქართლის ცხოვრება ", I, 251). ეს სახელი გვხვდება X საუკუნეშიც - " სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ". ძველად გვხვდებოდა აგრეთვე ანალოგიურად ნაწარმოები ქალის სახელები: გვარამავრი და პეროჟავრი. ლატავრა ჰქვია სანდრო შანშიაშვილის ამავე სახელწოდების დრამისა და ზაქარია ფალიაშვილის ოპერის მთავარ მოქმედ გმირს.
რატი
(ირანული) " ბატონი ", ან " დიდსულოვანი ", " სულგრძელი ". ერისთავთა საგვარეულო სახელია, ერქვა საქართველოს ისტორიაში ცნობილ არაერთ პიროვნებას, მაგალითად ცნობილია, პოეტი-ჰიმნოგრაფი რატი ორბელიანი (Xს.). აქედანაა გვარები: რატიანი, რატია, რატიშვილი, მხარის სახელწოდება – რაჭა.
ქობულ
(ქართული) უძველესი სახელთაგანია, წერილობით დამოწმებული ჯერ კიდევ VII ს. დამდეგს მცხეთის ჯვრის წარწერებში: " წმიდაო სტეფანე, ქობულ სტრატილატი შეიწყალე ". მისივე ვარიანტია ქვაბული. შეიძლება მიღებული იყოს ‘ქვაბ’ სიტყვისაგან. აქედანაა გვარები: ქვაბულიძე, ქობულაძე, ქობულაშვილი, ქობულია. მასვე უკავშირდება ქალაქის სახელწოდება ქობულეთი.
Submit a name





გოგა რატომ არარის ?