ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები
ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.
სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.
ქართული გვარები
Latest | ა ბ გ ზ ლ მ ს ჩ ც ხ Ა Ბ Გ Დ Ე Ვ Ზ Თ Ი Კ Ლ Მ Ნ Ო Პ Ჟ Რ Ს Ტ Უ Ფ Ქ Ღ Ყ Შ Ჩ Ც Ძ Წ Ჭ Ხ Ჯ | Submit a name
There are currently 6 names in this directory beginning with the letter Წ.
წამალაიძე
გავრცელებულია მთიულეთში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “წამალა”. ამავე ძირისაა წამალაძე, წამალაშვილი.
Submitted by: scroll.geწერეთელი
წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ზემო იმერეთში. გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წერეთი სოფელია გორის რაიონში. “წერეთლების უძველესი სამკვიდრებელი აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ვეძიოთ. ამ გვარის წინაპრები, როგორც ირკვევა, თავდაპირველად ზემო ქართლში მოსახლეობდნენ. გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ატარებს წერეთის ქედის სახელწოდებას, ხოლო იმავე რაიონში მდინარე ტანას შემდინარეთა ხეობაში მდებარეობენ სოფლები დიდი წერეთი და პატარა წერეთი. ჟამთა მიმავლობაში წერეთლებს ბინადრობა უცვლიათ. ნაწილი გადასულა იმერეთში, ნაწილი კიდევ დასახლებულა მდინარე ფრონეს ხეობაში, ცხინვალის მახლობელ მიდამოებში. ეს სანახები რომ ძველი საცხოვრებელი ადგილი ყოფილა წერეთლებისა ამას კარგად მოწმობს, ერთი სიგელი როსტომ მეფისა (1634-1653) ბოძებული მის მიერ 1648 წელს ვინმე ზაალ წერეთლისათვის”. წერეთლების სათავადო სამფლობელოს საწერეთლო ეწოდებოდა.
Submitted by: scroll.geწითელაური
წითელაძე გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წითელა. წითელაური სათემო გვარი იყო ფშავში.1882 წელს დიდ ენაგეთში მცხოვრები არსენ ხუციშვილის შვილის, ევას მიმრქმელად მოიხსენიება გოლოეთელი გაბრიელ წითელაური. 1884 წელს გოლოეთში მოიხსენიება ზაქარია წითელაური. მან შვილი მოუნათლა თანასოფლელ გიორგი ბასალაშვილს.ამავე ძირისაა გვარები: წითელაძე, წითელაშვილი.საქართველოში 275 წითელაური ცხოვრობს. 628 წითელაძე.
Submitted by: scroll.geწიკლაური
წიკლაური სათემო გვარია გავრცელებულია ხევსურეთში. მთიულეთში წიკლაურებს უცხოვრიათ: ათნოხში, ბახანში, ბურსაჭილში, დგნალში, დიხჩოში, დოლასქედში, დუმაცხოში, ზანდუკში, ლუთხუბში, მაქართაში, საჩალის ჭალაში, საჯანაანში, და თოთიაურთ-კარში, ფახვიჯაში, ჩიბაურში, ცხვედიანში, ჭოჭოხში, ხოზაში და ჯუღისში.
Submitted by: scroll.geწიფურია
გავრცელებულია ჩხოროწყუს რაიონში. წიფური მეგრულად წითელს ნიშნავს. მე-17 საუკუნეში ამავე სახელით ცნობილი ყოფილა სოფელი, სადაც კათოლიკე მისიონერები სახლობდნენ.
Submitted by: scroll.geSubmit a name
გვარი ხოხიაშვილის ისტორია მაინტერესებს
მ
მეგრულ გვარები პრინციპულად არ მოიძიეთ თუ არ თვლით ქართულად???
რომელი გვარის წარმომავლობა გაინტერესებთ?