ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 8 names in this directory beginning with the letter Ზ.
ზარანდია
გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. ზარანდ -ირანული საკუთარი სახელი. ეს მეგრული გვარი ნაწარმოები ჩანს სკვითური ზარანდ სახელისაგან, რომელიც “მოხუცს” ნიშნავს.
Submitted by: scroll.ge

ზარიძე
გავრცელებულია ფშავში. სავარაუდოდ, დაკავშირებულია მეტსახელთან “ზარი”. ზარი, სამგლოვიარო გუნდური სიმღერატირილი. ზარიძეები სოფელია თიანეთის რაიონში. ამავე ძირისაა: ზარია, ზარიაშვილი.
Submitted by: scroll.ge

ზედგინიძე
გავრცელებულია ასპინძის რაიონში. ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს წარჩინებულთა შორის. ამ გვარეულობამ მიიღო ამილახვრობა. შედგება საკუთარი სახელისგან ზედგინი, ზევდგინ. მესხეთიდან იმერეთშიც არიან გადმოსახლებულნი.
Submitted by: scroll.ge

ზვიადაური
ფუძე: წინაპრის საკუთარ სახელად ქცეული ქართული სიტყვა "ზვიადი" - "თავისა თვისისა განმადიდებელი".

ძირი: ერთძირიანი გვარი.

ბუდე: ზვიადაურთა ბუდე-პირველსაცხოვრისი პირიქითა ხევსურეთში, მიღმახევის ნასოფლარი ბისო ყოფილა. იქიდან გადასულან ამავე ხეობის სოფელ არდოტში. არდოტიდან ძველი მკვიდრი გვარი სალუქაური გაუძევებიათ. მათი მამული ზვიადაურებს დარჩენიათ. არდოტელ ზვიადაურებს შეუქმნიათ სოფლები: არჭილო და ანდაკი მიღმახევის სათავეებში.

წარმომავლობა: გადმოცემით, ხევსურეთის სოფელ ბლოში სამი ძმა მოსულა: გიგა, ზვიადა და წოწკურა. ამათგან სამი გვარი გაჩენილა. ბლოელი ხევსური გიგაურები, არდოტელი ხევსური ზვიადაურები და მექოელე ფშაველი წოწკოლაურები ძმათა შვილები არიან.

შთამომავლობა: ზვიადაურები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.

ხსენება: 1787 წლის განჩინებაში, თავად ჩოლოყაშვილთა გაყრის საქმეზე, იხსენიება ხევსურეთიდან თიანეთის მხარეში ჩამოსახლებული ბესო ზვიადაური. ეს ბესო ზვიადაური დიდი ხნის წინ აყრილა და კახეთს გადასულა, თიანეთში მისი მამული წილში რგებია თუშთმოურავს დურმიშხან ჩოლოყაშვილს, რომელსაც ზვიადაური მოუძებნია და ისევ თავის მამულზე დაუბრუნებია.

ნიკო ხიზანიშვილის XIX საუკუნის ხევსურულ ჩანაწერებში რამდენიმე ხალხური ლექსის მთხრობელად იხსენიება არდოტელი ხირჩლათ ალუდა ზვიადაური.

XX საუკუნის დასაწყისში არდოტის მამასახლისად იხსენიება ურჯუკათ წიკა ზვიადაური.

მსახურება: ღმერთისა და საქართველოსთვის ზვიადაურთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში. ზვიადაურთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებში.

ქისტებთან ბრძოლაში სახელიანი ერთ-ერთი ზვიადაურის გაუტეხლობის მაგალითი საფუძვლად დაედო ვაჟა-ფშაველას პოემას "სტუმარ-მასპინძელი".

საკუთვნო: ზვიადაურებს ეკუთვნოდათ პირიქითა ხევსურეთში მიღმახევის ზემო მხარე ხახაბოს თემის გამოკლებით. არდოტში ზვიადაურთა ცამდე მაღალი ციხე მდგარა.

განსახლება: ზვიადაურები ცხოვრობენ: არდოტში, ანდაქში, არჭილოში, თიანეთის სოფლებში: ხაიშოში, ჭიათურაში, ალოტში, ახმეტის სოფელ მატანში, თელავის სოფელ თეთრწყლებში, თბილისის მახლობლად ლილოში და გამარჯვებაში, დუშეთში, რუსთავში და თბილისში.

ოდენობა: ზვიადაურთა საერთო რაოდენობა 800 სულს აჭარბებს.

ზუბიაშვილი
გავრცელებულია გორში, კასპსა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ზუბია. შედარებითი გვარებია : ზუბაშვილი, ზუბულაშვილი, ზუბალაშვილი. ლეჩხუმში არის ზუბის ციხე. იქვეა სოფელი ზუბი. ზუბიაშვილი არის აგრეთვე თუმანიშვილების შტო-გვარი.
Submitted by: scroll.ge

ზუმბაძე – სუმბაძე
ზუმბაძე და სუმბაძე ერთი და იგივე გვარია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სუმბატი. ამ სახელისგან ნაწარმოებია, ასევე, გვარები: სუმბათაშვილი, სუმბაძე, ზუმბაიძე.

საქართველოში 546 ზუმბაძე ცხოვრობს: თბილისში – 96, ახალციხეში – 87, ხარაგაულში – 79. არიან სხვაგანაც.

442 სუმბაძე: თელავში – 342, თბილისში – 67, ახმეტაში – 10.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ზუმბულაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუმბულა, ზუმბული.

1871 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო ალექსანდრე ზუმბულაძე.

საქართველოში 299 ზუმბულიძე ცხოვრობს: გორში – 168, თბილისში – 104, ხარაგაულში – 7. არიან სხვაგანაც.

ზუმბულიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუმბულა, ზუმბული. 1871 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო ალექსანდრე ზუმბულაძე. საქართველოში 299 ზუმბულიძე ცხოვრობს: გორში - 168, თბილისში 104, ხარაგაულში 7. არიან სხვაგანაც.
Submitted by: scroll.ge


Submit a name

Related Articles

4 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button