ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 15 names in this directory beginning with the letter Თ.
თაბაგარი
გავრცელებულია ძირითადად თერჯოლის რაიონში. გვარადქცეული სადაურების სიტყვა უნდა იყოს. თაბაგრები სოფელია ჭიათურაში. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს გვარი.
Submitted by: scroll.ge

თაბუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თაბუ, თაბუა. 1721 წლის აღწერით, ივანე თაბუაშვილი მოიხსენიება სოფელ დიდ ენაგეთში. საქართველოში 603 თაბუაშვილი ცხოვრობს: კასპში – 313, თბილისში – 161, გორში – 61.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

თავდგირიძე
გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს მთავართა შორის, უწარჩინებულეს და შემძლებელთა შორის. გურიაში გადასულნი არიან სამცხიდან. ძველი ფორმაა თადგირიძე. შეიცავს საკუთარ სახელს თავდგირი.
Submitted by: scroll.ge

თათარაშვილები
თათარაშვილების ადრინდელი გვარი გადმოცემით ქავთარაძე ყოფილა. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაციათ. დიდი ხნის შემდეგ თავი დაუხსნია და მცხეთაში დასახლებულა. მის შთამომავლობას ამის გამო თათარაშვილობა მიუღია.
Submitted by: scroll.ge

თათარაშვილი

თათარიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თათრა, თათარა. თათარა მომდინარეობს სხვა ტომის, თათრის სახელწოდებიდან. ამგვარად ნაწარმოები გვარებია: არაბიძე, ოსაძე, ჩერქეზია. გადმოცემის მიხედვით, თათარაშვილების ადრინდელი გვარი ქავთარაძე იყო. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაცებიათ. დიდი ხნის შემდეგ მას ტყვეობიდან დაუღწევია თავი და მცხეთაში დასახლებულა. ამის გამო მის შთამომავლებს გვარად თათრიშვილი, მოგვიანებით კი თათარაშვილი მიუღიათ. ისინი სოფელ დიდ დაღეთში ცხოვრობდნენ. კუმისიდან დიდ ენაგეთში საცხოვრებლად გადასულა მიხეილ ჯაშიაშვილის სიძე, პაშა თათარაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: თათარაძე, თათარაიძე.

საქართველოში 858 თათრიშვილი ცხოვრობს. 1537 – თათარაშვილი. 200 – თათარიშვილი.

თათრიშვილები
ქართული გვარი.

თამაზაშვილი
ეს გვარი გავრცელებულია საგარეჯოს რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდანთამაზი. ხაშმელი თამაზაშვილები, გადმოცემით, რაჭიდან არიან გადმოსულები. მათი ადრინდელი გვარი ლაშხი ყოფილა. შემდეგ მამის სახელი უქცევიათ გვარად.
Submitted by: scroll.ge

თამარაშვილი
ეს გვარი ძირითადად გავრცელებულია თბილისსა და ახალციხეში. ცნობილი ისტორიკოსი მიხეილ თამარაშვილი თავის გვარს ამ წესით ამოკლებდა და ევროპულ ენებზე წერდა: Michel Tamarati. ამავე ძირისაა თამარაძე.
Submitted by: scroll.ge

თაქთაქიშვილი
გავრცელებულია ქართლში და ძველი ფეოდალური საგვარეულო ყოფილა სამცხეში. სამცხიდან ჩამოსულან და დასახლებულან ქართლში. ამავე ძირისაა თაქთაქიძე.
Submitted by: scroll.ge

თაყაიშვილი
მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თაყა. ეს სიტყვა შემონახულია ანდაზაში: “ეგრე არ უნდა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო”. ამავე ძირისაა: თაყაძე (ჯავახეთში); თაყაიშვილი, თაყნიაშვილი(დმანისის რ-ნი).
Submitted by: scroll.ge

თბილელი
გავრცელებულია თბილისში. გვრადქცეული სადაურობის სიტყვაა. გამოყენებული ფსევდონიმადაც: იოსებ თბილელი და სხვა. ამავე ძირისაა თბილელაშვილი.
Submitted by: scroll.ge

თეგეთაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტეგა, თეგო, თეგათა.

სოფელ წვერში დროებით ვალდებულ გლეხად აღნიშნულნი არიან ელიზბარ, გაბრიელ, გიორგი, საბა და ვანო თეგეთაშვილები.

1817 წელს გვარი თეგეთაშვილი მოიხსენიება ზირბითში.

კოდაში მცხოვრები პაპუნა თეგეთაშვილი 1826 წელს ნათლავს შვილს.

საქართველოში 130 თეგეთაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 53, გარდაბანში – 33, თეთრი წყაროში – 20. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

თოროზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თოროზა. არუთინა თოროზაშვილი შვილებთან ერთად მოიხსენიება 1843 წელს, დიდ თონეთში. 1843 წელს, პატარა თონეთის აღწერაში, მოიხსენიება ვახტანგ დემურაშვილი, იგივე თოროზაშვილი.
მოგვიანებით, თოროზაშვილები რუსული გაფორმებით, თოროზოვებად ჩაუწერიათ.

საქართველოში 86 თოროზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, გორში – 10, ბოლნისში – 8 არიან სხვაგანაც. 57 თოროზოვი.

თუხარელი
გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია ცხინვალისა და კასპის რ-ში; თუხარისი ციხე-ქალაქი იყო შავშეთში.
Submitted by: scroll.ge

Submit a name

Related Articles

4 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button